კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ტბა
მილერის მიხედვით
ახალგაზრდა ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის მარტოა ბინძურ და მღელვარე ტბაში, ბევრ ცვლილებას მოასწავებს: მალე ის ინანებს წარსულში მფლანგველობის და სიკეთის უკუგდების გამო. თუ წყალი ნავს არტყამს, მაგრამ ქალი მაინც აღწევს ნავსაყუდელს, ენერგიულად ნიჩბის მოსმით- ეს ნიშნავს, რომ ის ცრურწმენების გავლენის ქვეშ იმყოფება, რომლებსაც ის ბოლოს და ბოლოს შეცვლის და პატივისცემას მიაღწევს. ეს სიუჟეტი შეიძლება რომელიმე ახლობლის ავადმყოფობას მოასწავებდეს. თუ ის აკვირდება ნავს, რომელშიც ახალგაზრდა წყვილი ცხოვრებით რისკულობს, მაგრამ სტიქიას უმკლავდება,- ეს ნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი ცუდ საქციელს ჩაიდენს, მაგრამ მის კეთილგანწყობას დაიბრუნებს. სიზმარში იმის ნახვა, რომ სუფთა და მშვიდ ტბაზე ცურავთ სასიამოვნო და ახლო მეგობრებთან, ნიშნავს, რომ თქვენ ბედნიერება და სიმდიდრე გელოდებათ, რომელიც თქვენს წარმოდგენებს შეესაბამება. ბინძური ტბა, რომლის ირგვლივ არის დიდი ქვები და გამხმარი ხეები, თქვენი გეგმების ცუდ დასასრულს მოასწავებს. ბინძური ტბა ლამაზი მწვანე ნაპირით მოასწავებს, რომ თქვენი ბუნების მორალური ძალა ვნებას დაამარცხებს, თქვენს ენერგიას კი უსაფრთხო და სანდო გზის ძებნაზე მიმართავს. თუ ტბა სუფთაა და მის ირგვლივ ცოტა მცენარეა- ნიშნავს, რომ თქვენი უზრუნველყოფილი არსებობა გაუაზრებელი საქციელების გამო დაინგრევა. სიზმარში საკუთარი ანარეკლის ნახვა ტბის სუფთა წყალში- მოასწავებს, რომ სიყვარული და ნამდვილი მეგობრები გელოდებათ. ფოთლების ნახვა, რომლებიც წყალში აირეკლავს,- სიხარულს და სიყვარულით და ბედნიერებით ტკბობას მოასწავებს. ტბის საზიზღარი ბინადრების ნახვა, რომლებიც გიახლოვდებათ და გემუქრებათ, უიღბლობას და ამაოდ დახარჯული დროის, ძალის და ჯანმრთელობის გამო იმედგაცრუებას ნიშნავს. სიცოცხლის სიხარული გამოგელევათ.
დაგესიზმრათ ტბორი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ ტბორი- ნიშნავს, რომ მომავალი მოვლენები უბედურებას არ მოგიტანთ, ხოლო ბედი მშვიდი დამოკიდებულების შენარჩუნების საშუალებას მოგცემთ. თუ ტბორი ბინძურია- ოჯახური განხეთქილება ან ვინმეს ავადმყოფობა გელოდებათ. თუ გესიზმრებათ სუფთა ტბორი, რომელშიც ბევრი თევზია- რეალობაში თქვენი საქმეები უფრო წარმატებით წავა, ვიდრე ადრე, და გართობაც გელოდებათ. სიზმარში სუფთა ტბორში ჩავარდნა- იღბლის და ორმხრივი სიყვარულის ნიშანია, ბინძურში- არასასიამოვნო სიზმრის.
რატომ გვესიზმრება აუზი ან ტბორი
ცვეტკოვის მიხედვით
(შიშველებთან ერთად)- ძველი სიყვარულის დაბრუნება
რატომ გვესიზმრება ტბა
ცვეტკოვის მიხედვით
საშიშროება, არაერთგულება პირადში; ტბაზე ცურვა- დაშორება შეყვარებულებისთვის
რატომ გვესიზმრება ტბორი
ცვეტკოვის მიხედვით
ლილიებით- შეძენა დაკარგვის მეშვეობით; ლემნაში- მოგზაურობა ხმელეთზე; ლამაზი, ღრმა ტბორი, წყარო- ლამაზი ცოლი, სიყვარული
სიზმარში წყალსაცავის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმარი ცურვის ან წყალსაცავის ნაპირზე დასვენების შესახებ ბევრი ადამიანისთვის ყველაზე სასურველი სიზმარია ასასრულებლად. დასვენება და ძალების აღდგენა ბუნებაზე მშვენიერი პერსპექტივა ჩანს. თუმცა წყალსაცავში თქვენთან ერთად მყოფი ადამიანები შეიძლება მიანიშნებდნენ იმ მოვლენებზე, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში თქვენი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს. სიზმარში გადაცემული გზავნილის შეფასება დამოკიდებულია იმ პირებზე, რომლებიც წყალსაცავში იმყოფებიან, ასევე საერთ თემებსა და ინტერესებზე, რომელბიც რეალურ ცხოვრებაში ამ ადამიანებთან გაერთიანებთ. შესაძლოა, კი არ უნდა დააკვირდეთ, არამედ შეუერთდეთ მათ? გრძნობთ თუ არა მათთან შეერთების მოთხოვნილებას იმის მაგივრად, რომ გვერდზე იდგეთ და გარუჯვით შემოიფარგლოთ? არამიმზიდველი წყალი შეიძლება გარკვეულ სიტუაციაზე მიანიშნებდეს, რომელიც ასახავს წყალსაცავს როგორც რარაცას, რაშიც თქვენი ჩათრევა სურთ თქვენი სურვილის გარეშე. ამ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც წყალსაცავში ბანაობენ, შეიძლება ის ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ენდობით, მაგრამ მაინც ეჭვი გეპარებათ მათში.
სიზმრის მნიშვნელობა ტბის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ გესიზმრებათ ტბა, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მშვიდი და გონივრული ადამიანი ხართ. ასეთი ხართ სექსშიც. ყველაფერს მშვიდად და აუჩქარებლად აკეთებთ, შესაძლებლობისდაგვარად აჭიანურებთ სიამოვნებას. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ჯერისთვის არის საკმარისი. სიზმარში ტბაში ბანაობა თქვენთვის არაჩვეულებრივ ადგილას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლის შეხვედრას მოასწავებს. გარემოება უფრო ახლოს გაცნობას ხელს შეუწყობს, რაც საწოლშიც გაგრძელდება.