კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ლიმონათი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ლიმონათს სვამთ- სხვებს შეეჯიბრებით, წარადგენთ რა ფულადი სახსრების გაზრდის თქვენს გეგმებს სხვების დასაკმაყოფილებლად, და ეს ყველაფერი თქვენი ხარჯების ფასად.
დაგესიზმრათ სიცხე
მილერის მიხედვით
თუ გცხელათ, ეს უიღბლობასა და დასახული გეგმების შეუსრულებლობას ნიშნავს.ეს შეიძლება რომელიმე თქვენი მეგობრის ბრალი იყოს. ზოგადად, ეს სიზმარი ცუდია მძინარისთვის.
დაგესიზმრათ წყურვილი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ გწყურიათ, ნიშნავს, რომ ახლა რამე მიუწვდომელისკენ მიისწრაფვით, მაგრამ თუ სიზმარში წყურვილს მოკლავთ, დალევთ გემრიელ და სასიამოვნო სასმელს, თქვენი სურვილები ასრულდება. თუ სხვებს სწყურიათ და წყურვილს კლავენ - ნიშნავს, რომ მდიდარი და გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას მოიპოვებთ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი წყურვილის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარი, რომელშიც ხეტიალობთ მცხუნვარე მზეზე და ეძებთ წყალს, ნიშნავს , რომ ყველა თქვენი აზრი და გრძნობა მიმართულია მხოლოდ ცხოვრების მატერიალური მხარისკენ. ამიტომაც რეალობაში არ გყოფნით ურთიერთობა და მხარდაჭერა. სიზმარში წყაროს ცივ წყალს სვამთ - ეს სულიერი განწმენდისა და პატიების ნიშანია. წყურვილი გაწუხებთ, მაგრამ წყალი, რომელსაც სვამთ, ბინძურია. ეს სიზმარი არის გაფრთხილება, რადგან რეალურ ცხოვრებაში სიამოვნებას ნებისმიერ ფასად იღებთ. ამ სიზმარში ბინძური წყალი გამოხატავს ისეთ საშინელ სენს, როგორიცაა ნარკომანია. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან მისკენ მიდრეკილი ხართ. დაგესიზმრათ საშინელი გვალვა, ადამიანები წყურვილისგან იხოცებიან, რადგან ყველა წყალსაცავი გაშრა და წყლის ერთი წვეთიც არ მოიპოვებოდა. წყლის ერთი წვეთისთვის ყველაფერს მისცემდით, რაც გაქვთ. წყურვილი გაუსაძლისი ხდება. გეჩვენებათ, რომ პირი მძიმე და ცხელი ქვიშით არის სავსე. მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, სად იპოვოთ წყალი. ეს სიზმარი ეკოლოგიურ კატასტროფას მოასწავებს. ყოველ წელს სამხედრო ტექნოლოგია სულ უფრო დახვეწილი ხდება, და ადრე თუ გვიან ეს შეიძლება კატასტროფით დასრულდეს არა მხოლოდ კაცობრიობისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის.
რატომ გვესიზმრება წყურვილი
ცვეტკოვის მიხედვით
ამბიცია; წყურვილის მოკვლა- წარმატება; წყაროდან, შადრევანიდან ან ჭიდან- წარმატება ყველა თქვენს მოლოდინზე მაღლაა;
სიზმრის მნიშვნელობა წყურვილის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ გწყუროდათ, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი სექსუალური ლტოლვა გთრგუნავთ. შესაძლოა, რაღაც მიზეზის გამო დიდი ხანი იკავებდით თავს მუდმივ პარტნიორთან ურთიერთობისგან, რომელსაც არ გინდათ უღალატოთ. ასე თუ ისე, წყურვილი სექსის მონატრებას განასახიერებს. შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში ხართ, როდესაც გინდათ, მაგრამ არ შეგიძლიათ.