კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ყურძენი
მილერის მიხედვით
სიზმარში ყურძნის ჭამა ნიშნავს, რომ ბევრი საზრუნავი გექნებათ; მაგრამ თუ მხოლოდ მტევნებს ხედავთ, რომლებიც ფოთლებს შორის მრავლადაა ჩამოკიდებული, მალე მიაღწევთ საზოგადოებაში გამორჩეულ მდგომარეობას და სხვებსაც გააბედნიერებთ. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ბევრ რამეს ჰპირდება. ის თავის ყველაზე სანუკვარ სურვილს აისრულებს . თუ ცხენით მიდიხართ ვაზის გავლით და ამასთან ყურძენს წყვეტთ- ეს შემოსავლიან სამსახურს და ოცნების ასრულებას ნიშნავს. თუ ყურძენს, რომელსაც სიზმარში ჭამთ, არასასიამოვნო გემო აქვს- ეს სიზმარი საქმეებთან დაკავშირებული შიშებისა და ეჭვების გაჩენას მოასწავებს , მაგრამ თანდათან სულიერ წონასწორობას ისევ მოიპოვებთ.
რატომ გვესიზმრება ვაზი
ცვეტკოვის მიხედვით
ბარაქა, ურთიერთობები სახლში
რატომ გვესიზმრება ყურძენი
ცვეტკოვის მიხედვით
არის- ცრემლები; ვაზის წითელი მტევნები- შეშინება ( ქალისთვის); საჩუქრად მიღება- გაცნობა; ყურძნის მტევანი- ბედნიერება სიყვარულში
სიზმრის მნიშვნელობა ყურძნის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ყურძენი განასახიერებს სიამოვნებას, ტკბობას. ასე, თუ დაგესიზმრათ, როგორ მიირთმევდით სიზმარში ყურძენს, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენი ცხოვრების სექსუალურ მხარეს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებთ. ის, რაც დიდი საწოლის ფარგლებს გარეთ იმყოფება, თქვენ არ გაღელვებთ და არ გეხებათ. ყველა ოჯახურ პრობლემასა და გართულებას მხოლოდ საწოლში წყვეტთ. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით ეს კარგად გამოგდით, მაგრამ ოდესმე ასეთი მეთოდი თქვენს მეორე ნახევარს მობეზრდება- და მაშინ შერიგებისა და კონფლიქტების დარეგულირების სულ სხვა მეთოდების მოძებნა მოგიწევთ.