კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
არქეტიპების დასიზმრება
ლოფის მიხედვით
არქეტიპები - ეს არის კოლექტიური არაცნობიერის კომპონენტები, რომლებიც შედგება მთელი რიგი მახასიათებელი ნიშნებისგან. მაგალითად, ბევრ ადამიანს ესიზმრება, რომ გმირულ საქციელს სჩადის. ასეთი სიზმარი ადამიანის მიერ სიკეთისა და მსხვერპლის გაღების იდეის აღქმას გამოხატავს და მისი რეალიზება ხდება სიზმარში გმირ-მხსნელად გარდასახვით. ცხოვრებაში ბევრი არქეტიპია. კარლ იუნგმა, ადამიანის ფსიქოლოგიისა და მსოფლიო მითოლოგიის შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევების პროცესში ბევრი მათგანი დაახასიათა. ბევრ ეთნიკურ კულტურასა და რელიგიურ გაერთიანებებში არსებობს მითები, რომლებშიც ხორცშესხმულია სხვადასხვა არქეტიპული გამოცდილებების საბოლოო ვერსიები. გმირების მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ ჰერკულესი ან სინდბადი. ცხოვრების გარდამავალ ეტაპებზე, ჩვენ მიდრეკილი ვართ გავაიგივოთ საკუთარი თავი სხვადასხვა არქეტიპებთან. ცვლილებები ჩვენში ღელვას და განცდებს იწვევენ, რადგან ამ დროს ვახდენთ საკუთარი ქცევის გადააზრებას და შეცვლას. მაგალითად, ასრულებთ სტუდენტურ ცხოვრებას და იწყებთ მუშაობას, ასრულებთ თავისუფალ ცხოვრებას და ქმნით ოჯახს. ეს ცხოვრებაში მიმდინარე გარდატეხების ყველაზე მარტივი მაგალითებია.