სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ დელფინი
მილერის მიხედვით
დელფინის ნახვა ნიშნავს, რომ მიდრეკილი ხართ ახალი მთავრობის გავლენის ქვეშ მოქცევისკენ. ეს არც ისე კარგი სიზმარია.
რატომ გვესიზმრება დელფინი
ცვეტკოვის მიხედვით
სხვისი მაცნე; სხვისი გავლენები ( კარგი ან ცუდი, გააჩნია იმ მხარეს, საითკენაც მიცურავენ)
სიზმარში დელფინის ნახვა
ცხოველების ახსნით
მაშველი, მიწისქვეშა სამყაროში სულების წინამძღოლი, იმ ადამიანების გადამრჩენი, რომლებიც გემის დაღუპვისას გადარჩნენ, თევზების მეფე. გამოხატავს ზღვის ძალაუფლებას, უსაფრთხოებას და სისწრაფეს. ორი დელფინი, რომლებიც სხვადასხვა მხარეს იყურებიან, ბუნების ორობითობას განასახიერებენ. დელფინი ღუზით ნიშნავს სისწრაფეს და სინელეს, ორი დელფინი ერთად- ამ ორ უკიდურესობას შორის შუალედს. კელტურ ეპოსში დელფინი დაკავშირებულია წყაროების თაყვანისმცემლობასა და წყლების ძალასთან. ქრისტიანობაში ეს არის ქრისტე, სულების გადამრჩენი. დელფინი ღუზით ან გემით განასახიერებს ეკლესიას, რომელსაც ქრისტე წარმართავს. ქრისტიანობაში ეს სიმბოლო ზოგჯერ გადარჩენისა და აღორძინების კიდობანს ანაცვლებს. დელფინი, რომელიც სამკბილამ განგმირა ან რომელიც ღუზასთან არის მიჯაჭვული, ჯვარცმულ ქრისტეს ნიშნავს. დელფინი, რომელიც ვეშაპის ადგილს იკავებს, აღორძინებას ნიშნავს. ეგვიპტელებში იზიდას ატრიბუტს წარმოადგენს. ძველ საბერძნეთში არის ფსიქოპომპი, რომელიც სულებს აცილებს ნეტარების კუნძულებისკენ. აქვს როგორც მთვარის, ისე მზის ნიშნები: აპოლონ დელფოსელთან დაკავშირებით სინათლესა და მზეს გამოხატავს. აქვს ეროტიული სიმბოლიზმიც, თუ გამოსახულია "ზღვის ქალთან", აფროდიტასა ან ეროსთან. ზღვის მბრძანებლის, პოსეიდონისა და დიონისეს ატრიბუტია. გაშიშვლებული ტეტისი დელფინზე ცურავს ზღვაში . მინოსურ კულტურაში განასახიერებს ძალაუფლებას ზღვებზე. მიტრაიზმში დაკავშირებულია მიტრასთან, სინათლის სიმბოლოსთან. რომაელებში გამოხატავს სულის მოგზაურობას სიკვდილის ზღვის მეშვეობით ნეტარების კუნძულებისკენ. შუმერულ-სემიტურ მითოლოგიაში დელფინი გამოიყენებოდა თევზის მაგივრად ეა-ოანესის წარმოდგენებში. წარმოადგენს იშთარის ატრიბუტს და ეძღვნება ატარგატისს.
სიზმრის მნიშვნელობა დელფინის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ დელფინი, ნიშნავს, რომ სექსში ცხარე გრძნობები არ გყოფნით და ეძებთ გზებს, თუ როგორ შეიძლება ისინი განიცადოთ. ასევე გგონიათ, რომ ურთიერთობების სიახლე დაკარგეთ და ამის გამო ამ ურთიერთობების ხიბლიც დაიკარგა. თუ სიზმარში დელფინზე ცურავდით, ნიშნავს, რომ მალე წყალში გექნებათ სექსი. ამისკენ სხვისი მაგალითი გიბიძგებთ, რადგან თვითონ ამას ვერ გაბედავდით. არადა ტყუილა! სხვათა შორის, სექსი წყალში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გჩუქნით!