კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
რატომ გვესიზმრება ბამბა
ცვეტკოვის მიხედვით
ცუდი ამბავი
რატომ გვესიზმრება ბორბალი
ცვეტკოვის მიხედვით
შეცვლა- სასაცილო მოთხოვნები მძინარის მიმართ; სწრაფად ტრიალებს- წარმატებები; ნელა- მძიმე სამუშაო; გაფუჭდა, გასკდა- დაშორება.
რატომ გვესიზმრება დისკი
მილერის მიხედვით
სიზმარში დისკის ნახვა მოასწავებს, რომ მოგეჩვენებათ, თითქოს რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ვერ პოულობთ , და თქვენს ახლობლებს საერთოდ დაივიწყებთ. სიზმარში დისკის ჩადება მუსიკალურ ცენტრში იმის ნიშანია, რომ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. თუ გესიზმრებათ, რომ დისკს ყიდულობთ, არაკეთილმოსურნეებს შეეწინააღმდეგებით. თუ გესიზმრებათ, რომ დისკს უსმენთ, ეს ნიშნავს, რომ უყურადღებოდ მოეკიდებით ახლო ადამიანის თხოვნას და ამით ძალიან აწყენინებთ.
სიზმრის მნიშვნელობა ბორბლის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ნანახი ბორბალი მოწმობს იმას, რომ თქვენზე ფიქრობს ის, ვისაც თავს აწონებთ და ვისთანაც ღამის გატარებას ისურვებდით, მაგრამ ყოველთვის თვლიდით, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. თუ ჯერ არ იცით, ვისზეა საუბარი, მაშინ უნდა დაფიქრდეთ და ირგვლივ მიმოიხედოთ. შეხედეთ თქვენს ნაცნობებს და თანამშრომლებს: ყველას დიდი ხანია იცნობთ და მათ შესახებ თითქოს ყველაფერი იცით. დარწმუნებული ხართ, რომ რომელიმე მათგანი თქვენ მიმართ სიმპათიას არ განიცდის? თუ სიზმარში რომელიმე ცარიელ ადგილას ან ველზე იპოვეთ ბორბალი , ასეთი სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ მალე ადამიანი, რომელიც თქვენ მიმართ თბილ გრძნობებს განიცდის, სასიამოვნო სიურპრიზს ან საჩუქარს გაგიკეთებთ, რომელიც დიდი ხნით დაგამახსოვრდებათ. შესაძლოა, რომელიმე სურვილის ასრულებაში დაგეხმარებიან. თუ სიზმარში ნახეთ, თუ როგორ მოძვრა ბორბალი ეტლს ან მანქანას, ეს არც ისე კარგი ნიშანია. ის მეტყველებს იმაზე, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოუშვით ადამიანი , რომელიც ახლოსაც კი არ უნდა მიგეშვათ. თუ რამეს არ მოიმოქმედებთ მისი გავლენის შესამცირებლად, შეიძლება ჯანმრთელობის დიდი პრობლემები დაგეწყოთ , რომელთა გამოსწორებაც ძალიან რთული იქნება. ბორბლის თავის ადგილზე დაყენება- სიზმარი სიმშვიდეს გამოხატავს. ცოტა ხნის წინ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეთ, და ახლა დამშვიდებით ცხოვრობთ. არ უნდა მოდუნდეთ ზედმეტად, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე პრობლემაც კი სასოწარკვეთილებამდე მიგიყვანთ. მეორე მხრივ, ვეღარასდროს იცხოვრებთ ისე, როგორც ადრე , და საკუთარ ცხოვრებას ჭაობად აქცევთ. ასე რომ, ახლა სიმშვიდე თქვენთვის უმნიშვნელოვანესია.