სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ალმასი
მილერის მიხედვით
სიზმარში ალმასის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ უსიამოვნებები გექნებათ და რომელიღაც თქვენთვის ცხოვრებაზე უფრო ძვირფას სურვილს ვერ აასრულებთ.
დაგესიზმრათ საგანძური
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ საგანძური იპოვეთ, ნიშნავს, რომ მოულოდნელი მხრიდან გულუხვობას უნდა ელოდოთ, ის ძალიან დაგეხმარებათ ბედნიერების ძიებაში. საგანძურის დაკარგვა საქმეებში უიღბლობასა და მეგობრების ღალატს მოასწავებს
დაგესიზმრათ საიუველირო ნაკეთობები
მილერის მიხედვით
სიზმარში დამსხვრეული ან გატეხილი საიუველირო ნაკეთობების ნახვა მწვავე იმედგაცრუებას მოასწავებს, რომელსაც გადაიტანთ, როდესაც სასურველ მიზანს მიაღწევთ. ეს სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს, რომ მალე ერთგული მეგობრები გიღალატებენ, ხოლო საქმეებზე ზრუნვა მხოლოდ თქვენ დაგაწვებათ.
დაგესიზმრათ სამაჯური
მილერის მიხედვით
სიზმარში სამაჯურის (საყვარლის ან მეგობრის საჩუქრის) ნახვა თავის ხელზე არის ნაადრევი და ბედნიერი ქორწინების ნიშანი. თუ ახალგაზრდა ქალი თავის სამაჯურს კარგავს, მას სხვადასხვა უსიამოვნება ელოდება. სიზმარში სამაჯურის ნახვა ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საკუთრების მფლობელი გახდებით.
დაგესიზმრათ ძვირფასი ნივთები
მილერის მიხედვით
სიზმარში ძვირფასი ნივთების ნახვა სიამოვნებასა და სიმდიდრეს ნიშნავს. თუ საკუთარ თავზე ხედავთ მათ- ეს პატივის მიღებასა და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ნიშნავს . თუ ისინი სხვებს აქვთ , ეს ცნობადობას ნიშნავს, რომელსაც თქვენ ან რომელიმე თქვენი მეგობარი მიიღებთ. ძვირფასი ნივთებით მორთული ტანსაცმლის ნახვა იშვიათ იღბალს მოასწავებს. მემკვიდრეობა ან წარმატებული სავაჭრო გარიგება სიზმრის მნახველს უმაღლეს სფეროებამდე აიყვანს. თუ დაგესიზმრათ, რომ ძვირფასი ნივთები მემკვიდრეობით მიიღეთ , თქვენი კეთილდღეობა გაიზრდება, მაგრამ ეს არ დაგაკმაყოფილებთ. სიზმარში ძვირფასი ნივთები გაჩუქეს, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს დღევანდელ მდგომარეობას საფრთხე ემუქრება. ახალგაზრდა ქალისთვის იმის ნახვა, რომ ის ძვირფას ნივთებს იღებს, მისთვის უამრავ სიამოვნებასა და სასურველ გათხოვებას მოასწავებს. თუ ის ხედავს, რომ ძვირფასი ნივთები დაკარგა , ეს ნიშნავს, რომ ის შეხვდება ადამიანებს, რომლებიც მას ეპირფერებიან და მას შეცდომაში შეიყვანენ. ძვირფასი ნივთების ნახვა ნიშნავს , რომ მალე თქვენთვის საინტერესო საქმეებში ბრწყინვალე წარმატებას მიაღწევთ. მათი ყიდვა არის პირობა, რომ მნიშვნელოვან, და განსაკუთრებით სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელოდებათ.
რატომ გვესიზმრება ალმასი
ცვეტკოვის მიხედვით
მოულოდნელი სიხარული; ტარება- დაშორება
რატომ გვესიზმრება ბეჭედი
ცვეტკოვის მიხედვით
ტკბობა- დაშორება, ჩხუბი; პოვნა- უთანხმოება; დაკარგვა- არ დაბრუნდება, იმედი არ ასრულდება; საჩუქრად მიღება- გაფრთხილება; თვითონ ჩუქნით- შეთავაზება; ყიდვა- შეყვარება; დაზიანებული ბეჭედი- მეძიებლობა.
რატომ გვესიზმრება იუველირი
ცვეტკოვის მიხედვით
საზრუნავი
რატომ გვესიზმრება სამაჯური
ცვეტკოვის მიხედვით
ხაფანგი; ხელზე- სკანდალური ისტორია; მიღება- საიდუმლო სიყვარული
სიზმრის მნიშვნელობა ალმასის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ალმასი სიმტკიცის სიმბოლოა. თუ ის დაგესიზმრათ, ნიშნავს, რომ თქვენს ურთიერთობებს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება. არ დაგავიწყდეთ, რომ ალმასებს, მათი სილამაზის გამო, ხშირად პარავენ, ამიტომაც თქვენს საგანძურსაც - საყვარელთან ურთიერთობებს- შეიძლება რამე მსგავსი დაემუქროს. და, ალბათ, ეს შეიძლება იმ პარტნიორის გამო მოხდეს, ვისაც წყვილში წამყვანი როლი აქვს. ლიდერი ზედმეტად ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ მარტოც შეუძლია ცხოვრება.
სიზმრის მნიშვნელობა ბეჭდის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ბეჭდის ნახვა- რეალობაში ხშირად ხდებით ოჯახური განხეთქილებისა და კონფლიქტების მიზეზი, რადგან აქამდე თვითონაც საკუთარ თავში ვერ გაერკვიეთ და ამიტომაც სხვა დაქორწინებული წყვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენთ. სიზმარში ბეჭდის მოსინჯვა- მალე შეგიყვარდებათ ადამიანი , რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდით . ის სულ სხვანაირი წარსდგება თქვენ წინაშე, რაც მასზე შეხედულებას შეგაცვლევინებთ.
სიზმრის მნიშვნელობა იუველირის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში იუველირს ხედავთ, ნიშნავს, რომ თქვენ გელოდებათ სექსი რომელიღაც უჩვეულო ადგილას, შესაძლოა, სასტუმროს ლამაზ ნომერში ან ქალაქგარეთ კოტეჯში. თუ სიზმარში იუველირთან რომელიმე სამკაული შეკვეთეთ ან საიუველირო მაღაზიაში რამე აირჩიეთ - თქვენსა და თქვენს მეორე ნახევარს შორის უთანხმოებები წარმოიქმნა, და თუ არ გინდათ, რომ ისინი კამათსა ან დაშორებაში გადაიზარდოს, მაშინ სიზმარში ნანახი რჩევა გამოიყენეთ- აჩუქეთ პარტნიორს რამე ორიგინალური. თუ სიზმარში იუველირი ხართ , იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ თქვენი პარტნიორის შეთავაზებას, რომ სექსით არატრადიციული მეთოდით დაკავდეთ, თქვენი მომავალი ურთიერთობების განვითარებაა დამოკიდებული. შესაძლოა, ეს წინადადება განმაცვიფრებელი მოგეჩვენოთ , და მაშინ დაშორება და ორმხრივი იმედგაცრუება სავარაუდო ხდება. ხოლო თუ ჯანსაღ ცნობისმოყვარეობას გამოავლენთ , მაშინ სექსუალური შეგრძნებების ისეთ სიღრმეებს გაიგებთ, რომელთა შესახებაც აქამდე არ იცოდით.