სიზმრების ახსნა
ავადმყოფობა
აიურვედას მიხედვით
თუ ავადმყოფ ადამიანს ესიზმრება, რომ ის ავადაა, ის მალე გამოკეთდება. თუ ახალგაზრდა ადამიანს ესიზმრება ავადმყოფობა, მაშინ ეს სიზმარი ცუდი კომპანიისა და სიფიცხისგან გაფრთხილება იქნება. თუ დაგესიზმრათ, რომ ავად ხართ, ალბათ, ცდუნების მსხვერპლი გახდებით. თუ მას არ შეეწინააღმდეგებით , ის თქვენს ხასიათს ავნებს.
დაგესიზმრათ ავადმყოფობა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ავად ხართ, თქვენთვის უძლურებასა ან არასასიამოვნო საუბრებს მოასწავებს. თუ ახალგაზრდა ქალმა სიზმარში ნახა, რომ განუკურნებლად ავადაა- ნიშნავს, რომ მალე ის ძალიან დააფასებს გაუთხოვარი გოგოს ხელსაყრელ მდგომარეობას. თუ სიზმარში ავადმყოფ ნათესავს ხედავთ- ეს ნიშნავს, რომ მოულოდნელი მოვლენა თქვენი სახლის კეთილდღეობას დაარღვევს. ცოფით, წყლის შიშით დაავადება მტრების ცილისწამების შესახებ გაფრთხილებთ. თუ სიზმარში ცოფიანი ცხოველი გიკბენთ- რეალურ ცხოვრებაში ახლო მეგობრის მხრიდან ტყუილის უნდა გეშინოდეთ. მუცლის ტიფი სიზმარში ასევე გაფრთხილებთ: ფრთხილად იყავით თქვენს მტრებთან და ყურადღებით იყავით თქვენი ჯანმრთელობის მიმართ. სიზმარში ტიფის ეპიდემიაზე დაკვირვება- თქვენი საქმის არახელსაყრელ განვითარებას ნიშნავს. სიზმარში წლალმანკით დაავადება- რომელიმე ავადმყოფობისგან განთავისუფლდებით. თუ სხვა არის წყალმანკით ავად- კარგ ამბებს ელოდეთ. სიზმარში განგრენა არაფერს კარგს არ მოასწავებს. სიზმარში დიზენტერია ( თქვენ ან თქვენს ახლობლებს)- ასევე ცუდი ნიშანია. განსაკუთრებით ყურადღებით იყავით თქვენი საქმეების მიმართ- შესაძლებელია უიღბლობა ვინმეს დაუდევრობის გამო. თუ სიზმარში სულიერად ავად ხართ- თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მოულოდნელად ცუდ შედეგს ან ავადმყოფობას მოასწავებს, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებზე ცუდად აისახება. თუ სიზმარში ყვითელათი ხართ ავად, ნიშნავს, რომ რთულ ამოცანებს მალე გადაჭრით. სხვები არიან ყვითელათი ავად- ნიშნავს იმედგაცრუებას კომპანიონებში და გულის ამაცრუებელ პროექტებს. სიზმარში იმის ნახვა, რომ თქვენი შვილი კრუპით არის დაავადებული- მთლიანობაში ეს კარგი ნიშანია: ამაო შიშები თქვენი შვილის გამო გაივლის, და სახლში მშვიდობა იქნება. პოდაგრა სიზმარში თქვენთვის უჩვეულო გაღიზიანებას მოასწავებს რომელიმე ნათესავის უაზრო სიჯიუტის გამო, რაც მატერიალურ დანაკარგს გამოიწვევს. სიზმარში კეთრით დაავადება- ავადმყოფობის მომასწავებელია, რომლის შედეგადაც დაკარგავთ ფულს და ბევრი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევთ. სხვები არიან ამ ავადმყოფობით ავად- თქვენს საქმეებში მოულოდნელი ცვლილებებისა და სიყვარულისკენ, რომელიც გულის ამაცრუებელი იქნება. ვინმეს კიბოსგან განკურნება- საქმეებში წარმატებისა და სიმდიდრის მომასწავებელია. კიბოთი დაავადება- საყვარელ ადამიანთან ჩხუბს მოასწავებს. ასეთი სიზმრის შემდეგ ადამიანი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს და თავისი საქმეები მიატოვოს. შესაძლებელია სიყვარულის გრძნობის გაქრობა, მღელვარება და შფოთვა. სიზმარში იმის ნახვა, თუ როგორ აცარიელებს ქვეყანას ქოლერა, რეალობაში ვირუსული დაავადების ეპიდემიას, ბევრ უბედურ და მღელვარე დღეს მოასწავებს. ზოგადად ნებისმიერი სიზმარი ავადმყოფობის შესახებ ნიშნავს, რომ ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ თქვენი პიროვნების მიმართ.
დაგესიზმრათ ექიმი
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრება ექიმი- ეს ნიშნავს, რომ ის თავის სიალამაზეს შეწირავს უაზრო გართობის გულისთვის. თუ ის სინამდვილეში არ არის ჯანმრთელი და ამიტომაც ხედავს ასეთ სიზმარს, მაშინ ის ავადმყოფობას და მღელვარებას მოასწავებს, რომლებსაც მალე გადალახავს, თუ ექიმი სიზმარში ძალიან შეწუხებული არ იქნება,- რადგანაც ამ შემთხვევაში ყველაფერი დანაკარგით ან უბედურებით დამთავრდება. თუ ქალი სიზმარში ექიმს უნდა გაჰყვეს ცოლად- ეს არის მომავალში შესაძლო ტყუილის ნიშანი . ექიმბაში, რომელიც სიზმარში თქვენს განკურნებას ამაოდ ცდილობს, თქვენთვის მღელვარებას და ავადმყოფობას მოასწავებს. თუ სიზმარში სტომატოლოგთან მიდიხართ კბილების სამკურნალოდ- მალე იმედგაცრუების ნიშანია. შესაძლოა, რომ ახლობლების არაგულწრფელობა იმედს გაგიცრუებთ. თუ ხედავთ სტომატოლოგს, რომელიც ახალგაზრდა გოგონას კბილებს კურნავს,- რეალობაში ნამდვილ სკანდალს უნდა ელოდოთ თქვენი მეგობრების წრეში.
დაგესიზმრათ ოკულისტი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ კონსულტაციას გადიხართ ოკულისტთან, ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრებით უკმაყოფილო ხართ და საკმაოდ რთულ საშუალებებს გამოიყენებთ, რომ სასურველ წარმატებას მიაღწიოთ.
დაგესიზმრათ ტკივილი
მილერის მიხედვით
ეს სიზმარი, ჩვეულებრივ, ფიზიკური მიზეზებით არის გამოწვეული და არ სჭირდება დეტალური განმარტება. ზოგჯერ სიზმარში ტკივილის განცდა მოასწავებს, რომ მალე დიდ უბედურებას გადაიტანთ. თუ ხედავთ, რომ სხვები იტანჯებიან ტკივილის გამო, ეს სიზმარი შესაძლო შეცდომის შესახებ გაფრთხილებას წარმოადგენს .
დაგესიზმრათ ქირურგი
მილერის მიხედვით
სიზმარში ქირურგის ნახვა- თქვენი საქმიანი პარტნიორების მხრიდან მუქარის მომასწავებელია. ახალგაზრდა გოგონას ასეთი სიზმარი სერიოზულ ავადმყოფობას ჰპირდება, თუ რეალურ ცხოვრებაში ის სათანადო ყურადღებას და საკუთარ თავზე ზრუნვას არ გამოავლენს.
რატომ გვესიზმრება ექიმი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- ქალისთვის პირადი დანაკარგი, კაცისთვის- საქმეებში დანაკარგი; კბილის ექიმი- ავადმყოფობისკენ; საზოგადოებაში, კომპანიაში ექიმის შეხვედრა- იღბლის, კეთილგანწყობის ნიშანია; სასიყვარულო ნუგეში ( ქალებისთვის); ცხოვრებაში ამაღლება ( კაცებისთვის); ექიმის მიღებაზე ყოფნა ან ახალგაზრდა ექიმის შეხვედრა - ფულისკენ, მოხუცი ექიმის შეხვედრა- დაცვა, ქალი ექიმის შეხვედრა- ავადმყოფობა ან უსიამოვნება გაივლის.
რატომ გვესიზმრება ოპერაცია
ცვეტკოვის მიხედვით
ოპერაციას გიკეთებენ- უდიდესი ცვლილებები უკეთესობისკენ, ახალი შესაძლებლობები და შემოსავალი; თვითონ აკეთებ ოპერაციას- მოგებას მიიღებ. უყურებ ოპერაციას- წარმოუდგენელი ამბები.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ავადმყოფობის შესახებ
ვანგას მიხედვით
არ უნდა აღიქვათ ამ სიმბოლოს გამოჩენა სიზმარში როგორც რაღაც ტრაგიკული. ბიბლიური ახსნით, ავადმყოფობა ეგზავნება ადამიანებს ჩადენილი ცოდვების გამო სასჯელის სახით ან აზრების, გრძნობების და ქცევების გაწმენდისთვის. ადამიანისთვის ეს სიმბოლო არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დადგა თავისი პოზიციის და ცხოვრებისეული ფასეულობების გადახედვის დრო. სიზმარი, რომელშიც ხედავთ, რომ მძიმე და განუკურნებელი ავადმყოფობისგან იტანჯებით, მოწმობს იმას, რომ რეალობაში ცუდი საქციელი ჩაიდინეთ და გულში საკუთარ თავს განსჯით წუთიერი სისუსტის გამო. სიზმარში ახლობელი ადამიანის ავადმყოფობის ნახვა- იმის ნიშანია, რომ რეალობაში თქვენს ახლობლებს მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. სიზმარში გადამწვარ მიწაზე დაინახეთ ადამიანების ბრბო, რომლებიც ქუჩებში მძიმე და განუკურნებელი ავამდყოფობისგან იხოცებიან- ეს სიზმარი ეკოლოგიურ კატასტროფას მოასწავებს, რომელიც ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებით არის გამოწვეული. შესაძლოა, ამ კატასტროფის მოწმე გახდებით. სიზმარში საკუთარი თავის მძიმე ავადმყოფობისგან განკურნებულის ნახვა - რეალობაში არასასიამოვნო სიტუაციის თავიდან აცილება გამოგივათ. თუ სიზმარში ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობისგან- ეს გაფუჭებულ ურთიერთობებს და პირად პრობლემებს ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება ტკივილი
ცვეტკოვის მიხედვით
განთავისუფლება იმისგან, რასაც მტკივნეული ადგილი ნიშნავს
სიზმარში ავადმყოფობის ნახვა
ლოფას მიხედვით
განკურნებადი ავადმყოფობები გარშემო სამყაროს მიმართ კეთილმოსურნე დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ბევრ ჩვენგანს გვსურს, გვჯეროდეს, რომ კეთილი ადამიანები ვართ, რომლებსაც კაცობრიობის ისტორიაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლიათ. ხოლო ავადმყოფობა და მისგან განკურნება გვაძლებს იმის საშუალებას, რომ ვიგრძნოთ ძალაუფლება სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. ავადმყოფობა ცხოვრების თვითგამანადგურებელ სტილს ასახავს, განსაკუთრებით თუ ავადმყოფობის შედეგად მოწყვლადი ხდებით. ვინმესგან ავადმყოფობის გადადება ნიშნავს, რომ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვთ ამ ადამიანის თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მიმართ. თუ ავადმყოფობას აკრძალვითი ხასიათი აქვს, როგორც მაგალითად შიდსი ან ვენერული დაავადება, ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრების მორალური მხარე გაღელვებთ. ავადმყოფობა ასევე ასახავს თქვენში არსებულ შიშებს, როგორც რაციონალურ, ისე ირაციონალურ ოჯახურ ისტორიას. მაგალითად, საგაზეთო სტატია საწყისი მოვლენის სახით. არის რამე უჩვეულო ამ ავადმყოფობაში? მაგალითად, მის შესახებ მხოლოდ გარკვეულმა პირებმა იციან, თუ ის ჩნდება მხოლოდ კონკრეტული ადამიანების თანხლების შემთხვევაში? სხეული ხშირად გამოხატავს გარშემომყოფებთან თქვენი ურთიერთობების ემოციურ ფონს. ცდილობთ თუ არა თქვენი ავადმყოფობის და მისი შედეგების დამალვას, თუ პირიქით, ამბობთ მის შესახებ?
სიზმარში ექიმის ნახვა
ლოფას მიხედვით
ექიმის ფიგურა სიზმრებში გვხვდება როგორც თქვენს გარემოცვაში ამ პროფესიის მქონე რეალური ადამიანის არსებობის ანარეკლი, თუმცა შეიძლება გამოჩნდეს როგორც პირველადი ცოდნის მიმართ თქვენი დამოკიდებულების სიმბოლო. ის სიმბოლურად გამოხატავს წმინდა ცოდნას, სულიერ ძალას და სხეულისა და სულის განკურნებას. ამ როლში სიზმრების უამრავი პერსონაჟი შეიძლება გამოვიდეს- უცნობებიდან ოჯახის წევრებსა და მეგობრებამდე. ექიმთან შეხვედრა- მსოფლიო ქვეცნობიერის სიბრძნესთან შეხვედრაა. მისი ფიგურა რაღაც საშინლად ზებუნებრივისა და ამაღელვებელის და, ამავდროულად, იმედის მომცემისა და უსაფრთხოს ანაბეჭდს ატარებს. ასეთი შეხვედრა ან უბრალოდ ექიმის არსებობა ხშირად ცვლის ჩვენს წარმოდგენას მსოფლიოს შესახებ. უნდა გვახსოვდეს, რომ სიზმრების ამ პერსონაჟის როლია- განასახიეროს წარსულისა და მომავლის, ცნობიერი და სულიერი საწყისების კავშირი. ამგვარად, სიზმრები ექიმის შესახებ ხშირად ასახავენ ჩვენს დამოკიდებულებას იმ ფაქტორების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ხედავთ თუ არა საკუთარ თავს ოჯახის ან საზოგადოების წევრების მკურნალის როლში? ჩანს თუ არა ექიმის ფიგურა ( თქვენ იქნებით თუ სხვა ადამიანი) კეთილმოსურნე, ძლიერი, თუ ტაბუა სიზმარში არსებულ უბრალო მომაკვდავებთან შედარებით?
სიზმარში მედდას, მედძმას ნახვა ნახვა
ლოფას მიხედვით
მედდა- სიზმრების უნიკალური პერსონაჟია, სამედიცინო პერსონალის მონაწილებით , რადგანაც ამ სიზმრებში არიან ადამიანები, რომელთა ამოცანაა სხვების დახმარება. ზოგჯერ მედდები ანგელოზების სახით გამოდიან. მედდები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი უბრალო მოქმედი პირების სახით სამედიცინო და ავადმყოფობის შესახებ სიზმრებში.
სიზმარში სამედიცინო გამოკვლევის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმრები სამედიცინო გამოკვლევის შესახებ გვეწვევა იმ მომენტებში, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი ცხოვრება ისეთი მოწესრიგებული არ არის, როგორსაც ვისურვებდით. გამოკვლევის დროს ორგანიზმის მდგომარეობის დეტალური შესწავლა ასახავს მღელვარებას ცხოვრების იმ სფეროებში, რომელთა მდგომარეობაც ადრე არ გვაღელვებდა. ზოგიერთ შემთხვევაში, უსიამოვნებების წინათგრძნობის მიუხედავად, რეალური მდგომარეობა შიშს არ იწვევს. ვინ ატარებდა სამედიცინო გამოკვლევას და როგორი იყო აღმოჩენილი პრობლემის ბუნება? მიიღეთ თუ არა კარგი მიმოხილვა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?
სიზმარში სამედიცინო პერსონალის ნახვა
ლოფას მიხედვით
მეცნიერებისა და ტექნიკის საუკუნეში სულ უფრო ნაკლებად ვგრძნობთ დამოკიდებულებას ღვთაებრივ ძალებზე და სულ უფრო მეტად ვენდობით სპეციალისტების პროფესიონალიზმს. ფსიქიკის აშლილობამ შეიძლება სამედიცინო სიზმრის ფორმა მიიღოს. სამედიცინო სიზმრები შეიძლება სამ ტიპიურ ვარიანტში გამოვლინდეს: პაციენტის როლში ხართ, ექიმის როლში ხართ და ექიმის დახმარებას უხერხულ, აბსურდულ გარემოებებში იღებთ. პაციენტის როლი ასახავს თქვენს სურვილს, რომ სხვისი დახმარება გამოიყენოთ რაღაც ავადმყოფობისგან განკურნებისთვის. სიზმარში ეს გამოიხატება უსუსურობის გრძნობასა ან მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენის უუნარობაში. ფიზიკური აშლილობის სურათი, ალბათ, ემოციური დისკომფორტის ზონას გამოხატავს. ამ ორ ცნებას შორის კავშირი შეიძლება სხვადასხვა იყოს. თუ მკურნალი ექიმის ან მედდას როლში გამოდიხართ, შეიძლება თქვენს პაციენტს არ იცნობდეთ, მაგრამ საკუთარ თავს მცოდნეს და უნარიანს ხედავდეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ დაეხმაროთ ავადმყოფს თავის ავადმყოფობასთან გამკლავებაში. თუ პაციენტს იცნობთ- მით უკეთესი. სიზმარი შეიძლება მიანიშნებდეს ზრუნვასა ან მხარდაჭერაზე, რომლებსაც მისთვის რეალურ ცხოვრებაში უზრუნველყოფთ. პაციენტის ავადმყოფობის თვალსაჩინო სიმპტომები შეიძლება იყოს დაკავშირებული ცხოვრების იმ მხარესა ან პიროვნებათაშორის ურთიერთობებთან, რომლებსაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ექიმებისა და მედდებისგან აბსურდულ გარემოებაში დახმარების მიღების სიუჟეტი, ჩვეულებრივ, სიზმრების იმ კატეგორიას ეკუთვნის, რომელთა ზუსტი ახსნა რთულია . შესაძლოა, გარშემომყოფებს თქვენი საჭიროებების არ ესმით, ან თქვენ ვერ აყალიბებთ მათ. შესაძლოა, თქვენი კავშირები ადამიანებთან საკმაოდ არამდგრადია და თქვენი მოთხოვნილებები, არსებითად, არ კმაყოფილდება. რომანტიული კავშირი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელთან- მოვლენების განვითარების კიდევ ერთი შესაძლო სცენარია, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე. მსგავსი სიზმრები მიანიშნებს თქვენს სურვილზე, რომ მეტ ყურადღებას მიაღწიოთ იმ ადამიანისგან, რომელიც რეალობაში მოგწონთ. ან თქვენ იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც მიდრეკილი არიან ექიმების/მედდების შეყვარებისკენ და სიზმარში სურვილების ასრულებას განიცდიან. ექიმი, რომელიც თქვენს სიზმრებში ჩნდება, გამოხატავს ადამიანს, რომელიც რომელიმე თქვენი ახლობლის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს. შესაძლოა, ექიმი თქვენივე ანარეკლია, რომელიც ვინმეს დახმარების სურვილზე მიანიშნებს, ვისაც ეს დახმარება სჭირდება. ექიმი გაიგნორებთ ან თქვენს კითხვებს ვერ იგებს? ექიმი გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება?
სიზმარში ტკივილის ნახვა
ლოფას მიხედვით
ფიზიკური. ტკივილი სიზმრებში საინტერესო მოვლენაა. ზოგჯერ ბიძგს მძინარის მოუხერხებელი მდგომარეობა წარმოადგენს. ამგვარად, სხეული გეუბნებათ: " ძვირფასო, სხვა მხარეს გადატრიალდი". თანაც, გონების უნარი, ფიზიკური სტიმულები გამოიმუშაოს, რომლებიც სიზმრის მოვლენებს შეესაბამება, თავისთავად უკვე გასაოცარია. ემოციური თვალსაზრისით, სიზმრები ფიზიკური რეაქციების ელემენტებით უფრო რეალისტურია. ხშირად, ტკივილის შეგრძნება სხეულის დაზიანებების გარკვეულ სფეროს ეხება. ყველაზე ხშირად ის ისეთ სიზმრებში გვხვდება, სადაც არსებობს ტრავმა, ინფექცია ან ამპუტაცია, თანაც ფიზიკურ შეგრძნებებს თან ახლავს ვიზუალური მხარეც. ეცადეთ, გაიხსენოთ, კონკრეტულად სად გრძნობდით ტკივილს და შეუსაბამეთ სხეულის ეს ნაწილი თქვენი ცხოვრების მასთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულ ასპექტებს. ეს ტკივილი თქვენ მიერ, სხვა პირის თუ საგნის მიერ იყო გამოწვეული? განზრახ თუ შემთხვევით არის გამოწვეული? ტკივილის შეგრძნება იმდენად ძლიერი იყო, რომ ამპუტაციამდე მიყვანა შეეძლო, თუ უბრალოდ დისკომფორტს იწვევდა? ფსიქოლოგიური. სიზმრებში ხშირად ვხვდებით დილემებს, რომლებიც არის მძინარის მღელვარების წყარო. ზოგიერთი რამ, რისი უშუალო მნიშვნელობაც ჩვენთვის მიუწვდომელია, უცნობი რჩება თვითანალიზის შედეგადაც, რადგან მათი ამოცნობის ტრავმული ეფექტი შეიძლება ნამდვილად გამანადგურებელი იყოს. თუ სიზმარი არის ფსიქოლოგიური ტკივილის წყარო, მას დაახლოებით ისე უნდა მოეპყროთ, როგორც სიზმარს, რომელშიც ფიზიკური ტკივილი არსებობს. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ დახმარება გჭირდებათ, თუ ის თავს გახსენებთ მხოლოდ რომელიმე ქმედებების სწრაფად შესრულების შედეგად? რამდენად ხშირად გრძნობთ ტკივილს? ძლიერდება თუ არა ტკივილი თუ იგივე რჩება? გაწუხებთ თუ არა დარჩენილი მტკივნეული შეგრძნებები რეალურ ცხოვრებაში და როგორ გავლენას ახდენს თქვენ მიერ ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებაზე? გრძნობთ, რომ საკმარისი ცოდნა და რესურსები გაგაჩნიათ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ტკივილს, თუ გრძნობთ, რომ ტკივილის ფესვები ღრმა მესხიერებაში მიდის? დამოკიდებული პასუხებზე, რომლებსაც ამ კითხვებზე გასცემთ, შეიძლება პროფესიონალური დახმარება დაგჭირდეთ, რათა სიზმარში განცდილ ფსიქოლოგიურ ტკივილს გაუმკლავდეთ.
სიზმრის მნიშვნელობა ქირურგის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ქირურგის ნახვა- არც ისე კარგი ნიშანია, იმიტომ რომ ის ნიშნავს, რომ სადიზმისკენ ხართ მიდრეკილი. თქვენთვის აუცილებელია განმუხტვა.