სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მეეზოვე
მილერის მიხედვით
მეეზოვის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი ურჩი შვილების ცუდი აღზრდა თქვენს სულს სევდით აღავსებს. მეეზოვეს ეძებდით და ვერ იპოვეთ - ნიშნავს მცირე გაღიზიანებებს, რომლებიც თქვენს უდარდელ არსებობას დაარღვევს. თუ სიზმარში ის იპოვეთ- რეალობაში უცხოელებთან სასიამოვნო ურთიერთობა გაგართობთ და თქვენი საქმეები შეუფერხებლად წავა.
რატომ გვესიზმრება ეზო
ცვეტკოვის მიხედვით
სუფთა- სიხარული; ბინძური, მიტოვებული- მოწყენა
სიზმარში საბავშვო მოედნების ნახვა
ლოფას მიხედვით
საბავშვო მოედნები ჩვენი ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მოგონებების ობიექტს წარმოადგენს. საბავშვო მოედნების შესახებ სიზმრებში დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს თანმხლებ პირს, ასევე თქვენს ასაკს. საკმაოდ გავრცელებულია სიზმრები, რომლებშიც მძინარე ნაჩვენებია როგორც ერთადერთი ბავშვი ზრდასრულთა შორის ან ერთადერთი ზრდასრული ბავშვებს შორის. ასეთი სიზმრები ჩვეულებრივ მიანიშნებს რეალურ სამყაროში ქმედებების და თქვენი ჩვეულებრივი ქცევის შეუსაბამობაზე . შესაძლოა, უნდა დაფიქრდეთ თვითგაუმჯობესებაზე ან საკუთარი თავი სერიოზულად მიიღოთ . ეს დამოკიდებულია იმ პერსონაჟებზე, რომლებიც ყველაზე მკაფიოდ ჩანან თქვენს სიზმარში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ თქვენს სიზმარში მეგობრები ან ოჯახის წევრები გამოჩნდნენ. ეს განსაკუთრებით არსებითია, თუ ეს ადამიანები რეალობაში გარდაიცვალნენ, მაგრამ სიზმარში ცოცხალი პერსონაჟების სახით გამოდიან. ასეთი სახის სიზმრები ხშირად მიანიშნებს ურთიერთობების არასრულფასოვნებაზე, რომლებიც ან რეალური მდგომარეობის ზუსტ ასლს წარმოადგენს, ან გააზრებას და გადახედვას მოითხოვს. შემდეგი სიზმარი ჩაწერილია 44 წლის ქალბატონის სიტყვების მიხედვით: " მე საბავშვო მოედანზე ვარ... უკანა პლანზე კარნავალის მუსიკა ჟღერს. საქანელაზე ვარ, რომელიც სულ უფრო სწრაფად და სწრაფად ტრიალებს. უცებ, გული ამერია ჩემი მეგობრების თვალწინ. თავს დამცირებულად ვგრძნობ იმის გამო, რომ საკუთარ თავში თავშეკავების ძალა ვერ ვიპოვე. ძალიან მოვიწყინე, რადგან ჩემი საყვარელი კაბა გავაფუჭე. " ეს სიზმარი საინტერესოა იმით, რომ მასში გადაჯაჭვულია სასიამოვნო და სევდის მომგვრელი მოგონებები. ქალის სიტყვებით, ცხოვრებაში მას არასდროს დამართნია გულისრევა საბავშვო მოედანზე. თუმცა, სიზმრის უფრო დეტალური გამოკვლევის შემდეგ ის აცნობიერებს, რომ საქანელას მამამისი ატრიალებს. ის გრძნობს, რომ მისი მხიარულება კრიტიკულ მომენტამდე იზრდებოდა. შემდეგ მან გაიხსენა, რომ კაბა, რომელზე მას სიზმარში გული აერია, მას სწორედ იმ ზაფხულში აჩუქეს, როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ.
სიზმარში შიდა ეზოს ნახვა
ლოფას მიხედვით
ბევრს ესიზმრება სახლები შიდა ეზოთი. შესაძლოა, ეს უბრალოდ ჩვენი არქიტექტორული გემოვნებების ანარეკლი იყოს. მაგრამ ხშირად ეს არის ჩვენი სურვილის ანარეკლი, რომ განახლებულ და , ამავდროულად, საცხოვრებლად ვარგის ადგილს დავუბრუნდეთ. შიდა ეზო ასევე შეიძლება დედის მუცელს გამოხატავდეს : ამ შემთხვევაში მისი გამოჩენა ცხოვრებისეულ წყაროსთან დაბრუნებას მოასწავებს. არ არის გამორიცხული თქვენი დედის მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობა იმ სიტუაციაზე, რომელიც ეზოსთან გაკავშირებთ. ასეთ შემთხვევაში შიდა ეზო თქვენთვის განასახიერებს ადგილს, სადაც თქვენზე ზრუნავენ, მაგრამ აქვთ თქვენს საქმეებში ჩარევის უფლება.