დაგესიზმრათ გარდერობი
მილერის მიხედვით
სიზმარში თავისი გარდერობის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი ბედი საფრთხეშია თქვენი მცდელობების გამო, რომ უფრო მდიდარი ჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ. თუ გესიზმრებათ, რომ მცირე გარდერობი გაქვთ, ეძებთ ურთიერთობას უცხო ადამიანებთან, რომლებმაც შეიძლება გავნონ.
დაგესიზმრათ ტანსაცმელი
მილერის მიხედვით
სიზმარში ტანსაცმლის ნახვა არის სიზმარი-გაფრთხილება. თქვენი საქმეების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იყო ტანსაცმელი სიზმარში : მთლიანი და სუფთა, თუ ჭუჭყიანი და დახეული. შესანიშნავი , მაგრამ არამოდური ტანსაცმლის ნახვა მოასწავებს, რომ იღბლიანი იქნებით, მაგრამ ფასეულ იდეებს უკუაგდებთ . თუ მოდიდან გამოსულ ტანსაცმელზე უარს ამბობთ, მალე თქვენს დღევანდელ გარემოცვას განეშორებით და ახალ საქმეებს დაიწყებთ, ასევე ახალ სასიყვარულო კავშირებს დაამყარებთ. ეს ყველაფერი სრულიად შეგცვლით. თუ თეთრი ტანსაცმელი გაცვიათ, ეს თითქმის ყოველთვის ცუდ ცვლილებებს ნიშნავს. თეთრებში ჩაცმულ ადამიანთან გასეირნება მისთვის ავადმყოფობას და უბედურებას ნიშნავს, მხოლოდ თუ ეს ახალგაზრდა ქალი ან ბავშვი არ არის. უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება სასიამოვნო მოვლენებს ელოდოთ. საკუთარი თავის და სხვების ნახვა კამათს, იმედგაცრუებას და გზაში არასასურველ მეგზურებს მოასწავებს. კომერციული საქმიანობა თქვენს მოლოდინებს არ გაამართლებს. ყვითელი ტანსაცმლის ნახვა საინტერესო გართობას და ფინანსურ წარმატებას მოასწავებს. თუ ნახეთ ყვითელში ჩაცმული მოჩვენება, რომელიც უხმოდ გადაადგილდება არაბუნებრივი განათებისას, უარესისკენ ცვლილებებს უნდა ელოდოთ. იღბალი თან გახლავთ, თუ სიზმარში ლამაზი ყვითელი ქსოვილი ნახეთ. სიზმარში ცისფერი ტანსაცმლის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია თქვენი სურვილების შესრულების მიღწევაში დაგეხმარებათ. მეგობრები მხარს დაგიჭერენ. სიზმარში ჟოლოსფერი ტანსაცმლის ნახვა ნიშნავს, რომ საშინელ მტრებს თავიდან მოიცილებთ, თუ თქვენს განზრახვებს დროულად შეცვლით. მწვანე ტანსაცმლის ნახვა აყვავებისა და ბედნიერების იმედის ნიშანია. მრავალფეროვანი ტანსაცმლის ნახვა მკვეთრ ცვლილებებს და მომავალში კარგისა და ცუდის გადაჯაჭვას მოასწავებს. სიზმარში თქვენზე ცუდად მორგებული ტანსაცმლის ნახვა თქვენი ზოგიერთი მიჯაჭვულობის დასასრულს მოასწავებს. შესაძლოა, რომელიმე წამოწყებაში შეცდომას დაუშვებთ. თუ ხედავთ მოხუც კაცს ან ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც კარგად შეკერილი კოსტუმი აცვია, ნიშნავს, რომ რაღაც არასასიამოვნო და ძნელ საქმეებს წამოიწყებთ. თუ სიზმარში ქალი ხედავს, რომ მას მისი ტანსაცმელი არ მოსწონს, სიზმარი მოასწავებს, რომ მას არასასიამოვნო შეჯიბრი მოუწევს წარმატებების მიღწევისას . თუ ის სხვების ტანსაცმლით აღფრთოვანებულია, სიზმარი მისი მეგობრის ეჭვებს მოასწავებს. სიზმარში ტანსაცმლის რომელიმე დეტალის დაკარგვა კომერციულ საქმეებში შეფერხებებს და სიყვარულში დაბრკოლებებს ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისთვის საკუთარი თავის შავ კოსტუმში ნახვა სევდას და იმედგაცრუებას მოასწავებს. თუ ის სიზმარში სხვა ქალს ხედავს ჟოლოსფერ ტანსაცმელში სახეზე სამგლოვიარო ვუალით, ეს ნიშნავს, რომ მას დაამარცხებს მოწინააღმდეგე, რომელსაც ის თავის ტოლად არ თვლიდა; მწარე იმედგაცრუება ყველა ქალის წინააღმდეგ მას ბოროტად განაწყობს. როდესაც განმარტავთ სიზმარს ტანსაცმლის შესახებ, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, ბუნებრივია თუ არა თქვენ მიერ ნანახი საგნები. თუ სახეები დამახინჯებულია და სინათლე არაბუნებრივია, თუმცა ხასხასა ფერებია,- ფრთხილად იყავით, თორემ იღბალი გავნებთ, როდესაც თქვენს მნიშვნელოვან გეგმებს განახორციელებთ. ჭუჭყიანი და დახეული ტანსაცმელი ყოველთვის ტყუილს მოასწავებს და უცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილის შესახებ გაფრთხილებთ. ასეთი სიზმარი შეიძლება მოასწავებდეს საქციელს, რომლითაც თქვენს რეპუტაციას გაიფუჭებთ. სამაგიეროდ სუფთა ტანსაცმელი კეთილდღეობას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ ბევრი ხასხასა და ლამაზი კოსტუმი გაქვთ, ეს სიზმარი გაფრთხილებთ: ფრთხილად იყავით, თორემ არასწორი ქმედებები დანაკარგამდე მიგიყვანთ, რომლის შედეგადაც ყველაზე აუცილებელიც დაგაკლდებათ. ახალგაზრდა ქალისთვის ეს სიზმარი აუსრულებელ იმედებს მოასწავებს. ბამბის მსუბუქი სასიამოვნო ტანსაცმელი გპირდებათ, რომ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ ჩამოყალიბდება. ბამბის ქსოვილი სიზმარში გამჭრიახ და მომჭირნე ადამიანთან იღბლიანი ქორწინების მომასწავებელია. გათხოვილ ქალებს ეს სიზმარი სახლში სიმყუდროვესა და თანხმობას ჰპირდება. თუ სიზმარში არ ხართ ჩაცმული- ეს თქვენ ირგვლივ ჭორებს მოასწავებს. სიზმარში ნახეთ მნიშვნელოვანი პიროვნება, რომელიც ჩაცმული არ არის, ეს თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გამო დარდს და ტკივილს მოასწავებს. სხვები არ არიან ჩაცმული-ეს მოპარული სიხარულის მომასწავებელია.
რატომ გვესიზმრება თეთრეული
ცვეტკოვის მიხედვით
(ქვედა საცვალი)- საწოლიდან საცვალში ადგომა- ძალიან საინტერესო ამბების გაგება; საწოლის თეთრეული- პირადი ცხოვრება; სველის გაწურვა- ღალატის გამოაშკარავება; ბინძური ( ლაქა)- დანაკარგი ახლობლებთან ჩხუბის დროს ჭორების გამო.
რატომ გვესიზმრება კარადა
ცვეტკოვის მიხედვით
მემკვიდრეობა
რატომ გვესიზმრება ტანსაცმელი
ცვეტკოვის მიხედვით
რაც უფრო მეტია ჩაცმული, მით უფრო მეტი უბედურებაა; ნახევრად გახდილი- კეთილდღეობა; სიზმარში ჩაცმა- იღბლის ან უიღბლობის , არამყარი მდგომარეობის ნიშანია; კაბის გაწმენდა ჯაგრისით- მოგება; ჩაცმული, როგორც დანიშვნისთვის- ავადმყოფობა, სევდა; ელეგანტური ტანსაცმელი- პოპულარობა სხვა სქესთან, პატივისცემა. სეზონის და სიტუაციის შესაბამისად- კარგი შემთხვევა მოგეცემათ; შეუსაბამო ტანსაცმელი- მარცხი, უბედურება; კაცი ქალის ტანსაცმელში- უსიამოვნებები; ქალი კაცის ტანსაცმელში- პრეტენზია წარმატებაზე; ტანსაცმელი- მდგომარეობა (კაცებისთვის), (ქალებისთვის)- ქმარი, საყვარელი; გასცემ- ავადმყოფობა, უბედურება; აძლევ, რომ ჩაიცვან - გღალატობენ; იწვის- ცილისწამება, შეურაცხყოფა, მეგობრის დაკარგვა, დარდი; ახალი ტანსაცმელი ჩაიცვით- ცხოვრებაში მდგომარეობის შეცვლა; (ქალისთვის) ქმრის ან საყვარლის შეცვლა.
სიზმარში ტანსაცმლის ნახვა
ლოფას მიხედვით
ტანსაცმელი ადამიანის შინაგანი სამყაროს და ინდივიდუალობის ანარეკლია. იწვევს თუ არა თქვენი ტანსაცმელი აღფრთოვანებას ან დაცინვას? ეს არის თქვენი თვითშეფასების სარკე. ტანსაცმლის დაკარგვა თქვენს მოწყვლადობაზე მეტყველებს. არ გჯერათ? სცადეთ, გაიხადოთ, ვთქვათ, მაღაზიაში- ვნახოთ, რამდენად თავდაჯერებული იქნებით. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება სექსუალური ან ექსჰიბიციონისტური ფანტაზიებიც იყოს. ტანსაცმლის ჩუქება ორაზროვანი საქმეა. ვის არ მიუღია საჩუქრად ტანსაცმელი, რომელიც მერე ცუდი გემოვნების ნიშანი ხდებოდა? თუმცა, ისეთი ტანსაცმლის ყიდვა, რომელიც მშვენივრად მოგერგოთ და თავს თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ, საკუთარ თვითშეფასებაში დადებით ბიძგებს მოასწავებს. ზოგჯერ ნივთებს ან ტანსაცმელს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ყიდულობთ, რომლებსაც ჯადოსნური თვისებები მიეწერება. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ გაგებას ან დაცვას ეძებთ.