დაგესიზმრათ გველეშაპი
მილერის მიხედვით
სიზმარში გველეშაპის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენს ვნებებს ექვემდებარებით და საკუთარ თავს ბოროტად მეტყველების საშუალებას აძლევთ თქვენი არაკეთილმოსურნეების მისამართით. ეს სიზმარი არის გაფრთხილება: აკონტროლეთ საკუთარი თავი, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები ადამიანებთან ურთიერთობებში.
რატომ გვესიზმრება გველეშაპი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- სიმდიდრე, ბედის მაცნე; თავს დაგესხათ- დცულობა
სიზმარში გველეშაპის ნახვა
მითიური ცხოველების ახსნით
უნივერსალური და ძალიან რთული სიმბოლოა. გველეშაპი, ან ფრთიანი გველი, საკუთარ თავში აერთიანებს გველსა და ფრინველს, სულსა და მატერიას. თავდაპირველად მისი სიმბოლიკა მთლიანად დადებითი იყო და ნიშნავდა წყლებს, რომლებსაც გველისა და ფრინველის სიცოცხლე მოაქვთ. ის ზეციერ ღმერთებსა და მათ მიწიერ წარმომადგენლებთან ( იმპერატორები, მეფეები) იყო იდენტიფიცირებული. შედეგად მისი სიმბოლიკა ამბივალენტური გახდა და ნიშნავდა წვიმებს, რომლებიც ჭექა-ქუხილს მოჰყვება და , ამასთან, ელვისა და წყალდიდობის გამანადგურებელ ძალებს. აღმოსავლეთში გველეშაპი, როგორც წესი, არის ზეციური ძალა, რომელსაც სიკეთე მოაქვს, მაშინ როცა დასავლეთში ის ქტონიკური, დამანგრევებელი და ბოროტი ხდება. გველეშაპი შეიძლება იყოს მზის და მთვარის, მამაკური და ქალური, კეთილი და ბოროტი. შორეულ აღმოსავლეთში ის გამოხატავს ზებუნებრივ ძალას, სიბრძნეს, ძალას, ფარულ ცოდნას, წყლების ძალას, რომლებსაც სიცოცხლე მოაქვთ. ეს არის იმპერატორის ემბლემა, როგორც ზეციერი შვილის, და ასევე ბრძენი და კეთილშობილი ადამიანის. მონოთეისტური რელიგიები გველეშაპს ბოროტ ძალად გამოხატავენ , გარდა ცალკეული შემთხვევებისა, როდესაც ის შეიძლება განასახიერებდეს ლოგოსს ( გამაცოცხლებელ სულს) ან პლერომას ( ყოვლისშემძლე ღვთაებას). გველეშაპი და გველი ხშირად ერთმანეთს ანაცვლებენ სიმბოლიზმში , რომელიც წარმოადგენს არააშკარას, შეუმჩნეველს , ქაოსს, ლატენტურს, აულაგმავ ბუნებას, წყლის გამაცოცხლებელ ძალას. როდესაც ის მეხსა და ელვებს აფრქვევს, ხდება უცნობი სამყაროდან შექმნილ სამყაროზე გადასვლა. და აქ გველეშაპს ორმაგი სიმბოლიზმი ახასიათებს: ის შეიძლება იყოს როგორც წვიმის ღმერთი, ისე მისი მოწინააღმდეგე, რომელიც წვიმის წამოსვლას საშუალებას არ აძლევს. ერთი მხრივ, მას ასოცირებენ ზღვასთან, მეორე მხრივ- მთების მწვერვალებთან, ღრუბლებსა და აღმოსავლურ რეგიონებთან . როდესაც ურჩხულის როლში გამოდიან, გველეშაპები მიწის ავტოქტონური მბრძანებლები არიან, რომლებსაც ებრძვიან გმირები, დამპყრობლები და შემქმნელები, რათა დაიპყრონ ან აითვისონ მიწა. ისინი საგანძურისა და საიდუმლო ცოდნაზე წვდომის დამცველები არიან. გველეშაპთან ბრძოლა იმ სირთულეებს გამოხატავს, რომლებიც უნდა გადახალოთ, რათა შინაგანი ცოდნის საგანძურს დაეუფლოთ. გველეშაპზე გამარჯვება განასახიერებს კონფლიქტის გადაჭრას სინათლესა და სიბნელეს შორის, ბოროტების დესტრუქციული ძალების განადგურებას, ან ადამიანის ბნელ ბუნებაზე გამარჯვებას და საკუთარი თავის კონტროლის მიღწევას. უმანკო გოგონას გველეშაპისგან გადარჩენა წმინდა ძალების გათავისუფლებასა და ბოროტი ძალების განადგურებას ნიშნავს. გველეშაპი ხშირად მომაკვდავ ღმერთს უპირისპირდება. ალქიმიაში ფრთიანი გველეშაპი "მფრინავს" განასახიერებს, ხოლო ფრთების დაკარგვით ის "დაფიქსირებულია", დაჭერილია. ჩინურ ალქიმიაში გველეშაპი არის ვერცხლისწყალი , სისხლი და თესლი. კელტებში ის არის უზენაესი ძალაუფლების სიმბოლო. წითელი გველეშაპი უელსის ემბლემაა. გველეშაპი და გველი ჩინურ სიმბოლიზმში განუწყვეტელნი არიან. გველეშაპი უზენაეს სულიერ ძალას, ზებუნებრივს, უსასრულობას, ცვლილებებს, ცვლილებებისა და გარდაქმნის ღვთაებრივ ძალას, ბუნების რიტმს, ჩამოყალიბების კანონს, ზებუნებრივ სიბრძნეს, ძალას წარმოადგენს. ის არის "ციური ირემი", მზე, სინათლე და სიცოცხლე. ცა, უზენაესი ძალაუფლება, მამაკაცის ძალა იანი. გველეშაპი ასევე ნიშნავს ჭექა-ქუხილს და გამაცოცხლებელ წვიმას, ღრმა წყლებს და გაზაფხულს. ცისფერი გველეშაპი "ლუნი" არის უფალი ცაზე ცხოვრობს და არსებობს სულიწმინდა, ციური ძალა, ზებუნებრივი ძალა და უსასრულო. ცისფერი გველეშაპი მიწაზე დელეგირებული იმპერატორული ძალაუფლების, იმპერატორის ნიშანია. იმპერატორულ გველეშაპს ასევე ჰქვია "ლუნი", მას 5 ბრჭყალი აქვს, მისი თავი სამხრეთისკენ, ხოლო კუდი- ჩრდილოეთისკენ არის მიმართული. ის წარმოადგენს აღმოსავლეთს და გამაცოცხლებელ წვიმას. ჩვეულებრივ გველეშაპ "მანგს" აქვს ოთხი ბრჭყალი თათებზე და დროებით ძალაუფლებას წარმოადგენს. ჩინური გველეშაპის უფრო ადრინდელი ფორმა იყო გველეშაპი სამი ბრჭყალით. შემდგომში, გველეშაპის ეს ფორმა იაპონიაში მიიღეს. ურქო გველეშაპი "ლი" ზღვაში ცხოვრობს და ზღვის სიღრმეებს ფლობს, ის ასევე სწავლულს გამოხატავს. გველეშაპი "ჩიაო" მთებში ან მიწაზე ცხოვრობს და ხელისუფლებაში მყოფი ადამიანს განასახიერებს. ვანგ ფუს თანახმად, გველეშაპს "ცხრა შესაბამისობა" აქვს: "მისი რქები ირმის რქებს ჰგავს, თავი- აქლემის, თვალები- დემონის, კისერი- გველის, მუცელი- ლოკოკინის, ქერცლი- თევზის, ბრჭყალები- არწივის, თათები- ვეფხვის, ყურები- ძროხის".
სიზმარში გველეშაპის ნახვა
მითიური ცხოველების ახსნით
(გაგრძელება) ორი მებრძოლი, ერთმანეთის მოწინააღმდეგე გველეშაპი , რომლებიც ერთმანეთს უყურებენ, ინ-იანის ძალების , ყველა წინააღმდეგობრივი და ერთმანეთის შემავსებელი ძალების, ზეციური და მიწიერი ძალების დუალიზმს წარმოადგენენ. ჩვეულებრივ, მათ შორის გამოხატავენ ან მზეს, ან "ზეციურ მარგალიტს", მთვარეს. ერთმანეთისკენ ზურგით მდგომი გველეშაპები ინ-იანის საწყისს განასახიერებენ. როდესაც ისინი ერთმანეთის კუდებს დასდევენ, ეს ინ-იანის ძალების ორმხრივი შემოქმედებითი მოქმედებების სიმბოლოა. ხშირად გველეშაპს გამოხატავენ "გველეშაპის სფეროთი" ან "აალებული მარგალიტით". ამ გამოსახულებებისთვის სხვადასხვა განმარტება არსებობს: ეს ან მეხია, ან იგულისხმება, რომ როდესაც მთავრე, წვიმის მატარებელი , იკლებს, მას გველეშაპი შთანთქამს , ხოლო როდესაც ის მზარდია, ეს იმის ნიშანია, რომ გველეშაპი მას ნელ-ნელა უკან აფურთხებს. დაოსიზმსა და ბუდიზმში ეს არის "მარგალიტი, რომელიც ყველა სურვილს ასრულებს", სრულყოფილების მარგალიტი. სხვა სიტყვებით, სიბრძნე, სინათლე და სამყაროს სულიერი არსი. ის შეიძლება წარმოადგენდეს ბოდჰისატვას, უწყვეტი განათლების პროცესში. გველეშაპი, რომელიც ფენიქსთან ერთად არის გამოსახული, არის ცისა და დედამიწის, იმპერატორისა და იმპერატრიცის, ღვთაებრივი პოტენციურობის კავშირის სიმბოლო, რომელიც ყველა წინააღმდეგობრიობას მოიცავს. ასევე, ის არის მაკროკოსმისა და მიკროკოსმის, ანდროგინის ორი ასპექტის, ევოლუციისა და ინვოლუციის რიტმების, დაბადებისა და სიკვდილის ურთიერთქმედების სიმბოლო. მათ სიმბოლოს ასევე ორმაგი სპირალიც წარმოადგენს. გველეშაპი, რომელიც ვეფხვთან ერთად არის გამოსახული, შეიძლება პატივმოყვარეობას ნიშნავდეს. ვეფხვი, ამ შემთხვევაში, გამოხატავს მრისხანებასა და მტრობას. ქრისტიანობაში გველეშაპს გველად, ბოროტ ძალად, ეშმაკად, მაცდუნებლად, ღვთის მტრად თვლიან. ის ასევე წარმოადგენს სიკვდილს, სიბნელეს, წარმართობასა და მწვალებლობას. ძველ აღთქმაში "გველეშაპების სამყოფელი" სიკვდილის ჩრდილთან ასოცირდება, ფსალმუნი 44:19. "გველეშაპების სამყოფელი დაცარიელებისა და დაღუპვის ადგილად ითვლებოდა. გველეშაპებზე გამარჯვებულები არიან ბოროტ ძალებსა და მწვალებლობაზე გამარჯვებულები. გველეშაპი შეკრული კუდით დამარცხებულ ბოროტებას განასახიერებს, რადგანაც ითვლებოდა, რომ გველეშაპის, ისევე როგორც მორიელის ძალა მის კუდშია, მთავარანგელოზი მიქაელი , რომელიც გველეშაპს ამარცხებს, წარმოადგენს მზის ღმერთის გამარჯვებას სიბნელეზე, რაც ქრისტიანობაში ეშმაკის დამარცხების ვერსიად გარდაიქმნა. გველეშაპები წარმოადგენენ წმინდა კადოს, კლიმენტი მეცკის, გიორგის, კეინის, მარგარიტას, მართას, სამსონის, სილვესტრის და ფილიპე მოციქულის ატრიბუტებს. ეგვიპტელებში გველეშაპი არის ოზირისის, გარდაცვლილთა ღმერთის ემბლემა. აპოპს, სიბნელისა და ქაოსის გველეშაპს, ყოველ დილით მზის ღმერთი რა ამარცხებს. ბერძნულ- რომაულ კულტურაში ეს ჰერეკლეს, ურჩხულების დამმარცხებლის ატრიბუტია. ზოგჯერ გველეშაპებს ცერერას ეტლში შეკაზმულებს გამოსახავენ. ებრაელებში დაცარიელების, უდაბნოს მაცხოვრებლის სიმბოლოდ ითვლება. ინდუიზმში გველეშაპი ძალას, წარმოთქმულ სიტყვას, სომასა და ვარუნას ატრიბუტს წარმოადგენს. ინგრამ დაამარცხა გველეშაპი. ირანულ კულტურაში ქაომას ატრიბუტია. იაპონელებში გველეშაპი თათებზე სამი ბრჭყალით მიკადოს, იმპერატორულ და სულიერ ძალაუფლებას წარმოადგენს. შუმერულ- სემიტურ მითოლოგიაში ის არის "სუპოსტატი", ბოროტების ძალა.