სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ მორიელი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ მორიელი , ნიშნავს, რომ თქვენი ცრუ მეგობრები გამოიყენებენ შემთხვევას, რომ სახელი გაგიტეხონ. თუ მათ ხელს ვერ შეუშლით- ნიშნავს, რომ დაზარალდებით მათ გამო.
მორიელი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
მორიელი ნიშნავს შურისძიებას, სიძლიერეს, ვერაგობას. თუ სიზმარში მორიელმა გიკბინათ , რეალობაში ცილისწამებისა და ცრუ ჭორების მსხვერპლი გახდებით. სიზმარში გიგანტური შავი მორიელის ნახვა გრანდიოზულ ცვლილებებს ნიშნავს . სიზმარი, რომელშიც მორიელს კლავთ, მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი მტრის მზაკვრულ გეგმებს ჩაშლით. თუ სიზმარში ზოდიაქოთი მორიელი ხართ , მოვლენების მოულოდნელ შემოტრიალებას ნიშნავს, თანაც, თქვენ სასარგებლოდ. თუ სიზმარში ჩინური სამზარეულოს მორიელებისგან დამზადებულ ეგზოტიკურ კერძს მიირთმევთ , რეალობაში ეს ნიშნავს, რომ იქნებით ადამიანთან, რომელიც თქვენს ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს გახდის და მასში ბევრ შთაბეჭდილებას შეიტანს.
სიზმარში ზოდიაქოს ნახვა
ლოფას მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები სიზმრებში შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში ფიგურირებდნენ. თუ რეალურ ცხოვრებაში ასტროლოგიის თაყვანისმცემელი ხართ , მაშინ სიზმრები ზოდიაქოს შესახებ ასახავენ თქვენს სურვილს, რომ მსოფლიოს მოწყობის შესახებ უფრო სრულყოფილი ცოდნა შეიძინოთ. თითოეული ნიშანს, მაგალითად, კირჩხიბს, ლომს ან თევზებს, სტერეოტიპული მნიშვნელობა აქვს, რომელიც პიროვნების ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს და დამახასიათებელ თვისებებს აჩვენებს. იფიქრეთ ნიშნის სიმბოლოსა და ქვებზე, რიცხვებსა და სხვა ელემენტებზე, რომლებიც მასთან ასოცირდება. როდესაც გესიზმრებათ სიზმრები ასტროლოგიასთან გატარებული დროის შესახებ , ნიშნავს, რომ ცდილობთ, დაალაგოთ ცხოვრების მოვლენები იმის გაგების შესაბამისად, თუ რა არის უკეთესი. სიზმარში თავად შეგხვდათ ზოდიაქოს ნიშნები თუ ვინმე სხვამ გაჩვენათ ისინი? ვინ არის ეს ადამიანი? თუ ეს უცნობია, ეცადეთ, გაიგოთ, ვის წარმოადგენს ის თქვენი ცხოვრებიდან.
სიზმარში თხის რქის ნახვა
ცხოველების ახსნით
ეგვიპტეში თხის რქა სეთსა და რეშეპას ეძღვნებოდა. გაზელის სიმბოლიკა ახასიათებს.