კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ უგუნურობა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში საკუთარ თავს გიჟს ხედავთ- ეს მომავალი უსიამოვნებების მომასწავებელია. შესაძლოა, ავადმყოფობა გემუქრებათ, რომლის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ ხედავთ, რომ ამ ავადმყოფობისგან სხვები იტანჯებიან, ეს მეგობრების არამდგრადობასა და მომავლის ბრწყინვალე გეგმების დასასრულს ნიშნავს . ახალგაზრდა ქალისთვის სიგიჟის ნახვა ქორწინებაში იმედგაცრუების ნიშანია.
დაგესიზმრათ ხილვები
მილერის მიხედვით
უცნაური, ბუნდოვანი ხილვები სიზმარში საქმეების ჩაშლას, ავადმყოფობებს ნიშნავს. თუ ამ ხილვებში ვინმეს სახეებს ხედავთ, შესაძლებელია აგრესიულობა და მღელვარება როგორც თქვენს გარემოცვაში, ისე უფრო ფართო მასშტაბით, მაგალითად, ქვეყანაში. თუ თქვენი მეგობარი მძიმედ ავადაა, ის თქვენს ხილვებში თეთრი ტანსაცმლით გამოჩდება. თუ მღვდლის ფიგურას ამოიცნობთ- ეს თქვენს საქმეებში ახალ მიმართულებას, თქვენი გარემოცვის სულიერ ატმოსფეროში მკვეთრ ცვლილებას ნიშნავს. ცოტახნით ყველა მოვლენა შეიძლება ნეგატიური მხარით შემოტრიალდეს თქვენკენ, მაგრამ სამაგიეროდ შედეგად იგრძნობთ, რომ ფეხქვეშ ნიადაგს იძენთ, რასაც თქვენს ადამიანობასა და სიკეთეს უნდა უმადლოდეთ.
რატომ გვესიზმრება გიჟი
ცვეტკოვის მიხედვით
გიჟი ხარ- იღბალი; ნახვა- მოულოდნელი ბედნიერება; (ბევრი)- იმედები არ გამართლდება; ცრუ ამბები