სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ახალი წელი
მილერის მიხედვით
სიზმარში ახალი წლის შეხვედრა მომავალში კეთილდღეობას გპირდებათ. ახალგაზრდობისთვის ეს ბედნიერი ქორწინების ნიშანია. თუ ახალი წლის შეხვედრაზე დაღლილობით ფიქრობთ და ის არ გახარებთ, ახლობლებთან ურთიერთობებში შეიძლება სირთულეები იყოს.
დაგესიზმრათ კედარი
მცენარეების ახსნით
ნიშნავს ძალას, სულგრძელობას და არაკორუმპირებულობას. ქრისტიანობაში გამოხატავს დიდებულებას, ღირსებას, სილამაზეს და ქრისტეს. ებრაელებისთვის კედარი სოლომონის ტაძრის წმინდა ხეა. შუმერებისთვის კედარი კოსმოსური ხეა, სიცოცხლის ხე, რომელსაც ჯადოსნური თვისებები აქვს. ეძღვნება თამუზზს. ლიბანის ემბლემაა.
დაგესიზმრათ ნაძვის ხე
მილერის მიხედვით
სიზმარი საახალწლო ნაძვის ხის შესახებ თქვენთვის მალე სასიხარულო მოვლენებს გპირდებათ. თუ უყურებთ, როგორ ჩამოხსნეს ნაძვის ხისგან მორთულობა, ეს თქვენთვის მოასწავებს დარდს, რომელიც სიხარულს ჩაანაცვლებს.
დაგესიზმრათ ნაძვის ხე
მცენარეების ახსნით
გამოხატავს გამბედაობას, მთლიანობას, პატიოსნებას. ჩინურ სიმბოლიზმში რჩეულსა და მოთმინებას ნიშნავს. ბერძნულ მითოლოგიაში ნაძვის ხე ეძღვნება პანს და ვოდანუს.
დაგესიზმრათ ფიჭვი
მცენარეების ახსნით
პირდაპირობა, სიცოცხლის ძალა, ნაყოფიერება, ხასიათის სიმტკიცე, სიჩუმე, განმარტოება, ფალოსური სიმბოლო. გამოხატავს უკვდავებას, რადგანაც მარადმწვანეა. ითვლებოდა, რომ ის იცავს სხეულს ლპობისგან, ამიტომაც მისგან ამზადებენ კუბოებს და ის სასაფლაოებზე იზრდება, დევნის ბოროტებას. თავისი ფორმის წყალობით, ფიჭვის გირჩი არის ცეცხლოვანი და ფალოსური სიმბოლო, რომელიც განასახიერებს მამაკაცის ძალას, ნაყოფიერებასა და იღბალს. ფიჭვის გირჩის სპირალისებურ დახვეულ წვეროს სპირალსა და გრიგალს ამსგავსებენ, რომლებიც დიდებულ შემოქმედებით ძალებს წარმოადგენს. ჩინეთი: დღეგრძელობა, სიმამაცე, ერთგულება, მდგრადობა რთულ გარემოებებში, კონფუცის ემბლემა. ხშირად გამოისახება წეროსა და თეთრ ირემთან. როდესაც ეგვიპტეში სერაპისის კულტი გავრცელდა , ფიჭვი მისი ემბლემა გახდა. ზევსის ემბლემა. ფიჭვის გირჩი, როგორც ფალოსური და ნაყოფიერების სიმბოლო, დიონისეს ატრიბუტი იყო და მის თირსს აგვირგვინებდა. ამას გარდა, ის არტემიდას ემბლემაა. როგორც დაცვის საშუალება, ის ასოცირდებოდა ესკულაპთან. იაპონია: დღეგრძელობა; გვხვდება წეროსა და თეთრ ირემთან ერთად. რომი: იუპიტერისა და ვენერას ემბლემა, როგორც წმინდა ხე, გამოხატავს ქალწულობას და ასოცირდება დიანასთან. ასევე დაკავშირებულია მიტრასთან. სემიტური ტრადიცია: გირჩი- სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო. თავად ხე ეძღვნება ატის ფრიგიელს და კიბელეს, რომელიც მისი თანამგზავრი იყო.
დაგესიზმრათ ფიჭვი
მილერის მიხედვით
სიზმარში ნანახი ფიჭვი ნებისმიერ საქმეში უცვლელ წარმატებას ნიშნავს. თუ ქალი სიზმარში გამხმარ ფიჭვს ნახავს - მას საზრუნავი და მძიმე დანაკარგი ელოდება.
რატომ გვესიზმრება ახალი წელი
ცვეტკოვის მიხედვით
სხვა დროს- საქმეებით კმაყოფილება, იმედის ასრულება. ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღინიშნება ის სიზმარში.
რატომ გვესიზმრება გირჩები
ცვეტკოვის მიხედვით
მოულოდნელი ბედნიერება
რატომ გვესიზმრება ნაძვის ხე
ცვეტკოვის მიხედვით
საჩუქარი
რატომ გვესიზმრება ფიჭვი
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების შენელება; გაჩერება
სიზმრის მნიშვნელობა ნაძვის ხის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ნაძვის ხე, ეს მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში საკუთარ თავს და სხვებს არწმუნებთ იმაში, რომ თქვენთვის მიუღებელია სექსუალური ურთიერთობები სიყვარულის გარეშე. რომანტიკოსი ხართ, და ეს გიშლით ხელს, რომ სექსით სრულიად ისიამოვნოთ.
სიზმრის მნიშვნელობა წიწვი
ფროიდის მიხედვით
სიზმარში წიწვებზე სიარული - თქვენი ცხოვრებისგან საიდუმლოს არასდროს გახდით და არ ცდილობთ, რომ გარშემომყოფებს თავი მოაწონოთ. გულუბრყვილო, პატიოსანი და მიმნდობი ხართ და გგონიათ, რომ სხვა ადამიანებიც ასეთნი არიან. როდესაც საპირისპიროს ხედავთ, იმედი გიცრუვდებათ. ამის ბრალია თქვენი მსოფლმხედველობა, ან თქვენ თვითონ. ხოლო ეს სიზმარი მეტყველებს იმაზე, რომ მალე კიდევ ერთხელ გაგიცრუვდებათ იმედი.