კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ნიჩბები
მილერის მიხედვით
სიზმარში თავის ხელებში ნიჩბების ნახვა იმედგაცრუებას მოასწავებს: შესაძლოა, თქვენს კეთილდღეობას შესწირავთ სხვების მხარდაჭერის გულისთვის. ნიჩბის დაკარგვა თქვენი გეგმების ბოლომდე მიყვანის ამაო ძალისხმევებს ნიშნავს. გატეხილი ნიჩაბი იმის ნიშანია, რომ დიდი ხნის ნანატრი სიხარული იმედგაცრუებით შეიცვლება.
რატომ გვესიზმრება ნიჩბები
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების ან ურთიერთობების მდგომარეობა
სიზმარში გემებისა და ნავების ნახვა
ლოფას მიხედვით
ნავები შეიძლება სხვადასხვა რამეს გამოხატავდნენ: სიმდიდრეს, მოგზაურობას, იზოლაციას, საშიშროებას, რომანტიზმს, სრულ იმედგაცრუებასა და იმედების დამსხვრევას. ნავები და კანოე, როგორც წესი, მხოლოდ ტბებისა და მდინარეების მშვიდ წყალზე ქანაობენ. ამიტომაც, თუ სიზმარში ღია ზღვაში შორს მყოფი ნავი დაგესიზმრათ, ეს ვინმესთან მშვიდობიანი ურთიერთობების გაწყვეტას გულისხმობს. გარემოს ანალიზი უფრო დეტალური ახსნის მიღებაში დაგეხმარებათ. გემის სიმბოლიკის მნიშვნელობა მის ტიპზეა დამოკიდებული. ყველაზე სავარაუდო ინტერპრეტაციებია იზოლაცია, საშიშროება, რამისგან გაქცევა და რომანტიკა. იალქნებიანი და ნიჩბიანი გემები ერთნაირ გარემოში გვხვდება. იალქნებიანი გემები სიმდიდრეს ან იმედგაცრუებას მოასწავებს; ისინი შეიძლება კეთილდღეობას ან რომანტიზმს გამოხატავდნენ, მაგრამ გარკვეულ რისკთან იყვნენ დაკავშირებული: ყოველთვის ხომ არ გვხვდება ზურგის ქარი. ორთქლმავალი გამოხატავს ძალას, კონტროლს, სიმდიდრეს, შეჯიბრს ან მოგზაურობას. საშიში სიტუაციის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი- ძრავის გაფუჭება თუ შეგიშლით ხელს. გემი, რომელიც იძირება, წყლის, ჩაძირვის შიშს ან არაკომპეტენტურობას ნიშნავს. მაგრამ უფრო ხშირად ის თქვენი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ ასპექტს ეხება. იმისთვის რომ უფრო ზუსტად განსაზღვროთ ინტერპრეტაცია, ნახეთ, ვინ არის გემზე ან, პირიქით, ვინ აკლია მას. ასევე, გააანალიზეთ, ჩანს თუ არა თქვენს სიზმარში, თუ რატომ იძირება გემი. იცნობთ გემს? რომელ გრძნობებს განიცდით- სიხარულს და შემსუბუქებას თუ შიშს და მღელვარებას?
სიზმარში ნიჩბების ნახვა
ლოფას მიხედვით
ნიჩბები პირველად სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც ბუნებასთან ადამიანის ბრძოლას ნიშნავს. ისინი გამოხატავენ ჩვენს წინააღმდეგობას ბუნების ძალებთან, რომლებიც ჩვენი მისწრაფებების რეალიზაციას უშლის ხელს. სიზმარი, რომელშიც მიდიხართ ან ემზადებით ნიჩბებზე ლაშქრობისთვის , წარმოადგენს სიზმარს გარემოებებთან ბრძოლის შესახებ. შეიძლება იგრძნოთ გადაღლა სამსახურში, ან დათრგუნვა იმის გამო, რომ ფინანსურ, პიროვნებათაშორის და პროფესიონალურ ურთიერთობებს ვერ ინარჩუნებთ. ცხოვრებაში მუდმივად პროგრესისკენ მიისწრაფვით? გრძნობთ თუ არა მხარდაჭერის უკმარისობას თანამშრომლების, მეუღლის, სხვა პირების მხრიდან? ნიჩბების მოსმის დროს, ძლიერ ქარს ებრძვით, რომელსაც ცხოვრებისეული მისწრაფებებისგან თქვენი ყურადღება გადააქვს?