სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ულაყი
მილერის მიხედვით
სიზმარში ულაყის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენთვის კარგი დრო დგება, სადაც ღირსეული ადგილს დაიკავებთ. სიზმარში ლამაზ ულაყზე ამხედრება ნიშნავს, რომ თქვენი პრესტიჟი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ფენომენალური გზით გაიზრდება, თუმცა, ეს წარმატება თქვენს ზნეობასა და ნამუსს ავნებს. სიზმარი, რომელშიც გაცოფებულ ულაყს ნახავთ, გაფრთხილებთ, რომ გარშემო ფუფუნება ქედმაღალს და ამპარტავანს გაგხდით, ეს საეჭვო სიამოვნებისკენ გიბიძგებთ და ამის გამო მეგობრები უკუგაგდებენ. ულაყის ნახვა იმის ნიშანია, რომ ახალ წარმატებულ საქმეებს დაიწყებთ.
დაგესიზმრათ ყვავი
მილერის მიხედვით
სიზმარში ყვავი სევდიან მოვლენებს მოასწავებს. მათი ჩხავილის გაგონება თქვენზე ცუდ გავლენას და შედეგად, მცდარ ქმედებებს ნიშნავს. ახალგაზრდა კაცებს ეს სიზმარი აფრთხილებს ქალების მხრიდან მათ წინააღმდეგ მიმართული ინტრიგების შესახებ.
დაგესიზმრათ ცხენი
მილერის მიხედვით
სიზმარში თეთრ ცხენზე ამხედრება მშვენიერი ნიშანია. პირველ რიგში, ის თქვენთვის მეგობრული კავშირების სიმყარესა და სულიერ მეგობრებთან შეხვედრის სიხარულს მოასწავებს. თუ ხედავთ, რომ თქვენი ცხენი ჭუჭყიანია, შესაძლებელია ტყუილი და შური იმათ მხრიდან, ვისაც ენდობით. თუ გესიზმრებათ , რომ შავ ცხენზე ხართ, ეს ნიშნავს, რომ საქმეებში წარმატება დიდხანს იქნება და თქვენთვის მოულოდნელად თქვენი საქმის ამაოებას აღმოაჩენთ. ყავისფერი ცხენების სირბილზე დაკვირვება თქვენთვის ხელსაყრელ გარემოებებს მოასწავებს, რომლებიც მოულოდნელად უარესისკენ შეიცვლება. ეს სიზმარი შეიძლება ზედაპირულ და სწრაფმავალ გატაცებებს მოასწავებდეს. ჭრელი ცხენების ნახვა საქმეებში მოგებას ნიშნავს. სიზმარში ქურან ცხენზე ამხედრება ამაღლებას, სურვილების დაკმაყოფილებას მოასწავებს. ქალისთვის, რომელმაც ეს სიზმარი ნახა, ის მომაბეზრებელი თაყვანისმცემლისთვის უარის თქმის გამბედაობას მოასწავებს და უახლოეს დროს თქვენ გელოდებათ ამბავი ვინმეს ავადმყოფობის შესახებ. ზოგადად სიზმრებში მშვენიერი ცხენები ნახვა წარმატებასა და კეთილდღეობას მოასწავებს. თუ სიზმარში ცხენით გამჭვირვალე ნაკადულს გაივლით- თქვენ გელოდებათ იღბალი, მაგრამ სიხარული სევდით შეიცვლება, თუ მუქ წყალს უყურებთ. ბევრი ოცნების ასრულებასა და საქმეებში მოგების მიღებას მოასწავებს სიზმარი იმის შესახებ, რომ ცხენზე სუფთა მდინარეს გადაცურავთ. მაგრამ სიზმარში დაჭრილი ან მკვდარი ცხენის ნახვა ცუდ ამბებს მოასწავებს. თუ სიზმარში ცხენი არ არის მშვიდად, ეს იღბლისკენ გზაზე სხვადასხვა სირთულეს მოასწავებს . თუ ცხენმა ჩამოგაგდოთ - ბედი განსაცდელს გამოგიგზავნით მტრების ან ავადმყოფობის სახით. ცხენის ალაგმვა და დაქვემდებარება თქვენთვის ცხოვრებაში მკვეთრ ხელსაყრელ ცვლილებებს მოასწავებს . თუ სიზმარში კარგად დალდაკრულ ცხენს ხედავთ- თქვენი წარმატება უახლოეს დროს თქვენს საკუთარ წარმოსახვასაც გააოცებს. ქალისთვის ასეთი სიზმარი სანდო მეგობარს მოასწავებს. რბოლაში მონაწილეობის მიღება კეთილდღეობის მომასწავებელია. ცხენს თვითონ აკრავთ ნალს- ქონების საეჭვო გზით შეძენისკენ. თუ გესიზმრებათ, რომ უუნაგირო ცხენზე ხართ, ნიშნავს, რომ რთულ ბრძოლაში კეთილდღეობისა და კომფორტის მოპოვება გამოგივათ, თანაც, სიზმარში მეგობრების დახმარებაც შესაძლებელია. ცხენზე ამხედრება ქალების გარემოცვაში თქვენთვის სამომავლო სურვილებში გაურკვევლობას, თქვენს დამოკიდებულებას მოასწავებს. თუ ხედავთ, როგორ წმენდენ ცხენს, ან თვითონ წმენდთ მას,- ასეთი სიზმარი თქვენთვის დიდ განსაცდელს, მძიმე შრომას მოასწავებს, ცხოვრებაში მყარი მდგომარეობისკენ მიმავალ გზაზე. საქმიანი ადამიანებისთვის, გლეხებისთვის, მწერლებისთვის, ძალიან კარგია სიზმარი, რომელშიც ისინი ცხენის ფაფარს და ძუას ამშვენებენ. თუ გესიზმრებათ ერთად შეკაზმული ცხენები, ეს ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებებს მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ ცხენზე ვიწრო ბილიკით მაღალ მთაზე ადიხართ,- რეალობაში ძალიან მყარ ცხოვრებისეულ მდგომარეობას მიაღწევთ. თუ ასვლისას ცხენი ვერ უძლებს და დარჩენილ გზას მარტო გადიხართ, თქვენს მყარ მდგომარეობას დიდი ძალისხმევის ფასად დაიპყრობთ. თუ გოგონა სიზმარში საკუთარ თავს შავ ცხენზე ამხედრებულ ცხენოსნად ხედავს, ეს მოულოდნელ შემთხვევას ნიშნავს, რომელიც მისი სურვილების ასრულებაში დაეხმარება. ასევე, ეს ბრძენ პატივსაცემ მოსაუბრეებთან მის ურთიერთობას ნიშნავს. ბორცვიდან ცხენით ჩამოსვლა- უიღბლობისკენ. იმის ნახვა, რომ შეყვარებული მის უკან ცხენით მოდის, ქალისთვის საინტერესო წარმატებულ თაყვანისმცემლებს შორის წარმატებას მოასწავებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის ცხენიდან ჩამოდის და ცხენი მაშინვე ღორად იქცა, ეს მისთვის ხელის თხოვნის მომგებიანი წინადადების უგუნურ უკუგდებას მოასწავებს, რის შემდეგაც თავისუფლება მას საძაგელი მოეჩვენება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის თეთრ ცხენზეა ამხედრებული და ბორცვიან ადგილზე დადის, და თან, უკან გახედვისას, შავ ცხენზე ამხედრებულ მხედარს ხედავს,- ეს მისთვის იღბალსა და უიღბლობას მოასწავებს, და ასევე- გულში მუდმივ მღელვარებას მისთვის მნიშვნელოვანის საქმის ბედის გამო. თუ გესიზმრებათ ცხენი, რომელიც ციდან გადმოვარდა და უცნობ ადამიანად იქცა, რომელიც რაღაცას გესვრით,- ეს სერიოზულ უიღბლობას, გაუმართლებელ იმედებს და სიტუაციის დაუფლების თქვენი მცდელობების დროებით წარუმატებლობას ნიშნავს. თუ სიზმარში ხედავთ ცხენებს მინდორში, ეს კარგად მოგვარებულ საქმეებს და თქვენი პარტნიორების შეთანხმებულ მოქმედებებს ნიშნავს. საძოვარი, მშრალი მიწა თქვენთვის ღარიბ, მაგრამ ერთგულ მეგობრებს მოასწავებს. ახალგაზრდა ქალისთვის ეს არის ბედნიერი ქორწინების მომასწავებელი. თუ ცხენებით მოვაჭრეს ხედავთ- ეს თქვენთვის მატერიალურ მოგებას, მაგრამ სარისკო საქმეებს მოასწავებს. თვითონ ყიდულობთ ცხენს და სიზმარში აცნობიერებთ, რომ ვაჭარი გატყუებთ- დანაკარგისკენ. არც ისე კარგი ცხენის გაყიდვა და კარგი ჯიშის ცხენის თავისთვის დატოვება- დიდი იღბლისკენ.
რატომ გვესიზმრება სიზმარი ყვავის შესახებ
ვანგას მიხედვით
ყვავი სევდის მაუწყებელია, რომელიც თავისი ჩხავილით და გამოჩენით უბედურებების შესახებ გვაუწყებს. თუ ყვავების გროვა დაგესიზმრათ, რომელიც ცაში დაფრინავს, მალე სამხედრო კონფლიქტი მოხდება, ბევრი ადამიანი დაზარალდება, მიწა ცხედრებით აივსება, მათ დასაფლავებასაც ვერ მოასწრებენ, ასე რომ იქნება ნადიმი ყვავებისთვის, ხოლო გლოვა - ადამიანებისთვის. სიზმარში ყვავი ჩხავის- იმის ნიშანია, რომ თქვენს ოჯახს სიკვდილი ემუქრება, და უნდა ილოცოთ, და გადარჩებით. სიზმარი, რომელშიც ყვავები ხეებზე ბუდეს იკეთებენ, მოასწავებს ავადმყოფობას, რომელიც დააავადებს ადამიანებსა და საქონელს, ასე რომ ცხოველების ხორცს აღარ შეჭამენ. შველას იპოვით წყალში, ბალახში, ლოცვებსა და მოწყალებაში. თუ ყვავების გროვა მინდვრის მიწას ფარავს, ასეთი სიზმარი უმოსავლო წელს მოასწავებს, პური ძვირი იქნება, ხოლო ფრინველები მარცვლებს ვერ ნახავენ, დაიხოცებიან, თუ არ გადარჩებიან სამხრეთ-აღმოსავლეთში გაფრენით, სადაც მოსავალი იქნება. სიზმარში ყვავის მოკვლა- რეალობაში რომელიმე ახლობლის სასიკვდილო ავადმყოფობის წინაშე უძლური იქნებით, წამლები არ უშველის, ექიმების როგორი იმედიც არ უნდა გქონდეთ, მხოლოდ თანაგრძნობა და მოთმინება მომაკვდავი ადამიანის საწოლთან ამქვეყნად მის ბოლო დღეებს გაანათებენ. სიზმარში შავ ფრინველს კლავთ- სასიკვდილო ავადმყოფობას ნიშნავს, რომელსაც ტანჯვის წყაროდ თვლით, სინამდვილეში კი სიკვდილი შემსუბუქებაა ავადმყოფისთვის, და მან ეს იცის, და ამას უნდა შეეგუოთ.
რატომ გვესიზმრება ულაყი
ცვეტკოვის მიხედვით
ბედი ( გააჩნია, რა ფერისაა), ულაყი ( დედისთვის)- შვილი; გაიქცა ეზოდან- დანაკარგი, დაშორება; ულაყი შეკაზმეს- გამარჯვება
რატომ გვესიზმრება ყვავი
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- დანაკარგი, უბედურება, საქმეების შეყოვნება; ჩხავილი- ცუდი ამბები, ბევრი ყვავი დაფრინავს- დასაფლავება
რატომ გვესიზმრება ცხენი
ცვეტკოვის მიხედვით
ბედი, იმედი; თეთრი- ჩივილი, საქმეების მოწყობა, ქორწილი ( ქალისთვის); ცხენიდან ჩამოსვლა- მდგომარეობის დაკარგვა; ცხენზე ამხედრება- იმედის ასრულება; სახლში შევიდა- ბედნიერება, ქორწილისკენ, თუ შეკაზმულია; უუნაგირო- სასიყვარულო კავშირი; ( ქალისთვის)- ურთიერთობების, გათხოვების იმედი; თავისი კარგად შეკაზმული ცხენი - მშვენიერი და მდიდარი ცოლი; სხვისი ცხენი- სიხარული, მშვენიერ ქალთან გართობა; ვიღაც შენს ცხენზეა ამხედრებული- ახლობლებს შორის ცდუნება; ცხენს გრძელი ძუა აქვს- მეგობრების დახმარება; ცხენს კაზმავენ- საყვარლის დაკარგვა; ცხენზე ამხედრება- მფარველობა; საქმეებში წარმატება.
სიზმარში ცხენის ნახვა
ცხოველების ახსნით
ორმაგი მნიშვნელობა აქვს. როგორც მზის ძალა, თეთრი, ოქროსფერი ან ცეცხლოვანი ცხენი მზის ღმერთებთან ერთად ჩნდება და მათ ეტლებშია შებმული; როგორც მთვარის ელემენტი, საბრძოლო ცხენები ოკეანეს ღმერთებს ეკუთვნიან. ამგვარად, ცხენი გამოხატავს როგორც სიცოცხლეს, ისე სიკვდილს. ცხენი ასევე გამოხატავს ინტელექტს, სიბრძნეს, გონებას, ჭკუას, კეთილშობილებას, სინათლეს, დინამიურ ძალას, გამჭრიახობას, აზრის სისწრაფეს, დროის მსვლელობას. ის ინსტინქციურ მგრძნობიარე ცხოველურ ბუნებას, გაღმერთების ჯადოსნურ ძალას ფლობს და ჰაერსა და ზღვის ტალღებს გამოხატავს. ჩნდება ნაყოფიერების ღმერთების და ვანირის გამოსახულებებზე. მასზე შეიძლება ეშმაკიც იყოს ამხედრებული , და მაშინ ის ფალური სიმბოლო ხდება. თუ მხედარი ველური მონადირე ან მეფე ერლია , ის სიკვდილს ნიშნავს. ფრთიანი ცხენი არის მზე ან კოსმოსური ცხენი. ის წმინდა ინტელექტს, უდანაშაულობას, უმანკოებას, სიცოცხლეს და სინათლეს წარმოადგენს, მას გმირები მართავენ. მოგვიანებით, ცხენმა ხარი ჩაანაცვლა მსხვერპლშეწირვის დროს. ორივე ცისა და ნაყოფიერების ღმერთებს, მამაკაცურ, ასევე ქთონიურ ძალას წარმოადგენს. ოკეანეს თეთრი ცხენი ეხება როგორც წყლის, ისე ცეცხლის პრინციპს. ლომი, რომელიც ცხენს ან ხარს კლავს, მზეს ნიშნავს, რომელიც სინესტესა და ნისლს აშრობს. შავი ცხენი დაკრძალვის ნიშანია. მოასწავებს სიკვდილს და ქაოსს გამოხატავს. ჩნდება ქაოსის თორმეტი დღის პერიოდში ძველ და ახალ წელს შორის. ოქტომბრის ცხენის მსხვერპლი სიკვდილის სიკვდილს ნიშნავს. ბუდიზმში ცხენი რაღაც დაურღვეველია, საგნების ფარული ბუნებაა. ფრთიანი ან კოსმოსური ცხენი ავალოკიტეშვარას ან გუან-ინს წარმოადგენს. ბუდამ სახლი თეთრ ცხენზე ამხედრებული დატოვა. ჩინურ ბუდიზმში ფრთიანი ცხენი ზურგზე კანონთა წიგნს ატარებს. კელტებში ცხენი ღმერთ-ცხენების ატრიბუტია, როგორიც არიან ეპონა, დიდი ცხენი, ქალღმერთი - ფაშატი, მებდი ტარადან და მაჩა ოლსტერიდან, ცხენების მცველი როგორც ქთონიური ღმერთების და სიკვდილის ძალების. ცხენი ასევე შეიძლება მზის სიმბოლოც იყოს, როგორც სიმამაცის, ნაყოფიერების ნიშანი. გარდა ამისა, ის არის ფსიქოპომპი და ღმერთების დესპანი. ჩინურ მითოლოგიაში ცხენი არის ცა, ცეცხლი, იანი, სამხრეთი, სისწრაფე, გულმოდგინება, კეთილი ნიშანი. ცხენი თორმეტი მიწიერი შტოს ერთ-ერთი სიმბოლური ცხოველია. მისი ჩლიქი, და არა ნალი, იღბლის მომტანია. როდესაც კოსმოსური ცხენი მზის სიმბოლოს წარმოადგენს, მას მიწის ძროხას უპირისპირებენ, მაგრამ, თუ გველეშაპთან ერთად გაჩნდა, რომელიც ცას გამოხატავს, ცხენი მიწას განასახიერებს. ფრთიანი ცხენი, რომელიც ზურგზე კანონის წიგნს ატარებს,- იღბლისა და სიმდიდრის ნიშანია. ქორწინების სიმბოლიკაში ცხენი სისწრაფეს ნიშნავს და თან ახლავს სიძეს, ძლიერ ლომს, პატარძალს კი ყვავილები ახლავს თან. ცხენი ნაყოფიერებისა და ძალაუფლების ტიპიური სიმბოლოა. ქრისტიანობაში ცხენი არის მზე, სიმამაცე, კეთილშობილება. მოგვიანებით, აღორძინების ეპოქაში, ის ლტოლვას გამოხატავდა. კატაკომბების გამოსახულებებზე ცხენი დროის სწრაფ მსვლელობას ნიშნავდა. აპოკალიფსის ოთხი ცხენი არის ომი, სიკვდილი, შიმშილი და ეპიდემია. ცხენი წარმოადგენს წმინდა გიორგის, მარტინის, მავრიკის, ვიქტორის ემბლემას. ველური ცხენები წმინდა იპოლიტეს ემბლემაა. უნდა აღინიშნოს, რომ ცხენი ეგვიპტურ სიმბოლიზმში საერთოდ არ არსებობს. ბერძნებში თეთრი ცხენები თებეს მზის ეტლს ატარებენ, და დაკავშირებული არიან პოსეიდონთან, როგორც ზღვის, მიწისძვრებისა და წყაროების ღმერთთან. პოსეიდონი შეიძლება ცხენის სახით გამოჩნდეს. დიოსკურები თეთრ რაშებზე არიან ამხედრებულნი. პეგასი ერთი დონიდან სხვა დონეზე გადასვლას ნიშნავს, ის ზევსის ელვას ატარებს. კენტავრები დიონისისთვის მიძღვნილ რიტუალებში ხშირად ჩნდებიან. ინდუიზმში ცხენი სხეულის გემია, ხოლო მხედარი- სულია. ფაშატი მანუ გაღმერთებული მიწაა. კალკის თეთრი ცხენი ბოლო ინკარაციას ან ვიშნუს გადაადგილების საშუალებას წარმოადგენს, როდესაც ის მეათედ გამოჩნდება და მშვიდობა და სამყაროს გადარჩენა მოაქვს. ვარუნა, კოსმოსური ცხენი, წყლისგანაა დაბადებული. განდხარვები, ანუ ადამიანი-ცხენები, ბუნებრივი ნაყოფიერებისა და აბსტრაქტული აზროვნების, ინტელექტისა და მუსიკის კომბინაციას წარმოადგენენ. ცხენი სამხრეთის მცველია. ირანულ მითოლოგიაში არდვისურა ანახიტას ეტლი ოთხი თეთრი ცხენითაა შეკაზმული: ჰაერით, წვიმით, ღრუბლით და თოვლით. მაგის ეტლი ოთხი საბრძოლო ცხენითაა შებმული, რომლებიც ოთხ ელემენტს და მათ ღმერთებს გამოხატავენ. ისლამში ცხენი ბედნიერება და სიმდიდრეა. იაპონურ მითოლოგიაში თეთრი ცხენი გადაადგილების საშუალება ან ბატო კვანნონის გამოჩენის ფორმაა, რომელიც ინდურ ბუდისტურ ავალოკიტეშვარას და ჩინურ გუან-ინს, მოწყალების ქალღმერთს და დიდ დედას შეესაბამება. ის შეიძლება გამოჩნდეს როგორც თეთრი ცხენი, ან ცხენის თავით, ან ცხენის ფიგურით მის გვირგვინში. შავი ცხენი წვიმის ღმერთის ატრიბუტს წარმოადგენს. მიტრაიზმში თეთრი ცხენები მიტრას, მზის ღმერთის ეტლს ატარებენ. რომაელებში თეთრი ცხენები აპოლონისა და მიტრას ეტლებში არიან შებმული. ეპონა, რომელიც რომაელებმა კელტებისგან გადმოიღეს, რომაელი ქალღმერთი და ცხენების მცველი ხდება. ის ასევე დაკრძალვის ღვთაებას წარმოადგენდა.ცხენი დიანა-მონადირის ატრიბუტია. სკანდინავიურ და ტევტონურ მითოლოგიაში ცხენი ეძღვნება ოდინს, რომელიც რვაფეხა ფაშატზე, სლეიპნირაზე იყო ამხედრებული. ცხენი თან ახლავს ვანირს, მინდვრების, ტყეების, მზისა და წვიმის ღმერთს. ღრუბლები- ვალკირიის სამხედრო ცხენები არიან. შამანების ტრადიციაში ცხენი ფსიქოპომპია; ამ სამყაროდან საიქიოში გადასვლას ნიშნავს. ამას გარდა, ის ასოცირდება მსხვერპლშეწირვასთან და სიბირსა და ალტაიში შესაწირ ცხოველს წარმოადგენს. ცხენის ტყავსა და თავს რიტუალური მნიშვნელობა აქვთ. ტყავს, როგორც ოქროს საწმისს, ცხიმის სიმბოლოს გამოხატავს, ხოლო თავი ცხოვრებისეულ პრინციპს შეიცავს. შუმერულ- სემიტურ მითოლოგიაში მზის ღმერთის, მარდუკის ეტლში ოთხი ცხენი იყო შებმული. ცხენის თავი კართაგენის ემბლემას წარმოადგენდა. ფრთიანი ცხენი ჩდება ასირიულ ბარელიეფებსა და კართაგენულ მონეტებზე. დაოსიზმში ცხენი ჩანგ კუოს, დაოსის რვა უკვდავი გენიოსიდან ერთ-ერთის ატრიბუტია.
სიზმრის მნიშვნელობა ულაყის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ეს სიზმარი მხოლოდ ქალებისთვისაა განმარტებული. თუ დაგესიზმრათ ულაყი, ის თქვენს მეორე ნახევარს, თქვენს მამაკაცს გამოხატავს. სიზმარში ველური ულაყის ნახვა მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი მამაკაცი უკიდურესად ამაყი და დამოუკიდებელი ხასიათით გამოირჩევა და ალბათ მას ვერ დაიმორჩილებთ, მის ხასიათს ვერ გატეხთ. ერთადერთი, რისი მიღწევაც შეგიძლიათ, თუ ძალისხმევას დაატანთ- მასთან საბოლოო დაშორებაა. ის არავის მისცემს მასზე დომინირების უფლებას, და თუ გინდათ, რომ თქვენი კავშირი ჰარმონიული და ხანგრძლივი იყოს, მის შეცვლას ნუ ეცდებით. თუ დაგესიზმრათ მშვიდი ულაყი, რომელიც თავს გაფერებინებთ, და მისი დავარცხნა, საკვების მიცემა შეგიძლიათ, ეს მოწმობს იმას, რომ თქვენი მამაკაცი მშვიდი ხასიათით გამოირჩევა და ყოველთვის იმორჩილებთ მას, და ამას ძალიან ოსტატურად ახერხებთ, მისი ღირსების შეულახავად. თუ სიზმარში ულაყზე ხართ ამხედრებული, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანთან ემოციური გაგებით ბობოქარი ცხოვრებით იცხოვრებთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ, რომ ის ნაკლებად იმპულსური და უფრო გაწონასწორებული, ხოლო ცხოვრება უფრო მშვიდი გახადოთ, ნუ ეცდებით ამის გაკეთებას, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდებით. თუ დაგესიზმრათ, თუ როგორ გაიქცა ულაყი თქვენგან, ეს მოწმობს იმას, რომ ერთმანეთს არ უხდებით და ჰარმონიული წყვილი ვერასდროს გახდებით . ჯერჯერობით ასე მკვეთრად არ გრძნობთ ხასიათების შეუთავსებადობას, მაგრამ თქვენი ქვეცნობიერი სიგნალს გაძლევთ.
სიზმრის მნიშვნელობა ყვავის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ყვავი ან ყორანი, ეს მოწმობს იმას, რომ თქვენი არსებული ურთიერთობები იმ სტადიაში იმყოფება, როდესაც გარეგნობა შინაგან სამყაროს მალავს. კარგად ხართ საწოლში, მაგრამ თვითონაც არ იცით, ვნებიანი სურვილის გარდა რომელი გრძნობები გაკავშირებთ და თქვენს კავშირს ორივესთვის ასეთ მიმზიდველს ხდის . ფხიზლად ფიქრისას გესმით, რომ თქვენ შორის ჰარმონია და ურთიერთგაგება მხოლოდ საწოლში არსებობს, მაშინ როცა ჩვეულებრივ დროს საერთო ენასაც ვერ ნახულობთ. ალბათ, მხოლოდ ინტიმური ურთიერთობები გაკავშირებთ.
ყვავი
აიურვედას მიხედვით
დაკრძალვის ცერემონიას მოასწავებს