დაგესიზმრათ დოკუმენტი
მილერის მიხედვით
სიზმარში დოკუმენტის, ლიცენზიის ან პატენტის ნახვა კამათს და დანაკარგს მოასწავებს. გათხოვილ ქალს ასეთი სიზმარი მისი ბუნებრივი მხიარულების დაკარგვით ემუქრება. ქალისთვის სიზმარში ქორწინების მოწმობის ნახვა იმის ნიშანია, რომ მალე მის სიამაყეს დაამცირებენ. თუ გესიზმრებათ, რომ დოკუმენტს აწერთ ხელს, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო საქმე გემუქრებათ, რომლის წარმატებული გადაჭრისთვის კარგი ადვოკატი დაგჭირდებათ. ზოგადად ქაღალდების ხელმოწერა სიზმარში ცუდი ნიშანია.
დაგესიზმრათ ქაღალდი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში გააგზავნეთ ან ხელში გეჭირათ ქაღალდი ან პერგამენტი- ეს იმის ნიშანია, რომ დანაკარგი გემუქრებათ. რეალურ ცხოვრებაში ის, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესის ფორმით გამოვლინდება. ახალგაზრდა ქალისთვის ეს შეყვარებულთან კამათს მოასწავებს. ფრთხილად იყავით, თუ დაოჯახებული ხართ, და თქვენი სახლის მიდამოებში არ იჩხუბოთ. ასეთი სიზმარი შეიძლება თქვენი სახლის გატეხასაც ნიშნავდეს.
რატომ გვესიზმრება პასპორტი
ცვეტკოვის მიხედვით
მიღება- შეფერხება საქმეებში
რატომ გვესიზმრება ქაღალდი
ცვეტკოვის მიხედვით
დაწერა- ცრუ ცილისწამება; გახევა ან დასვრა- საქმეებში გაუმჯობესება; სუფთა- საზრუნავი; თეთრი- გამართლება.
სიზმრის მნიშვნელობა პასპორტის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ პასპორტი, ეს მოწმობს იმას, რომ პარტნიორთან თქვენი ურთიერთობების დაკანონებისკენ მიისწრაფვით. გულუბრყვილოდ ვარაუდობთ, რომ ამგვარად ადამიანს თქვენზე დამოკიდებულს გახდით და მის ქცევებსა და თავისუფლებაზე კონტროლს დააწესებთ.