სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ახალი წელი
მილერის მიხედვით
სიზმარში ახალი წლის შეხვედრა- მომავალში კეთილდღეობისკენ. ახალგაზრდებისთვის ეს არის ბედნიერი ქორწინების ნიშანი. თუ ახალი წლის შეხვედრაზე დაღლილი ფიქრობთ და ის არ გახარებთ, შეიძლება, ახლობლებთან ურთიერთობებში გართულებები გქონდეთ.
დაგესიზმრათ ვიზიტი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ვიღაცას ეწვიეთ, რეალობაში ამას შეიძლება სასიამოვნო ცვლილებები მოჰყვეს. მაგრამ თუ ვიზიტის დროს უხერხულობას გრძნობთ- ეს ავი ადამიანების თქვენს ცხოვრებაში ჩარევას ნიშნავს. სიზმარში მეგობრებთან შეხვედრა ყოველთვის კარგ ამბებს მოასწავებს. ცუდ ნიშანს წარმოადგენს მეგობრების დაღლილი ან სევდიანი გამომეტყველება, ასევე მათი შავი ან თეთრი ტანსაცმელი.
დაგესიზმრათ მიღება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ რომელიმე მიღებაზე აღმოჩნდით, ეს მალე სასიამოვნო შეხვედრას გპირდებათ. თუ ამ მიღებაზე რაღაც გაუგებრობა მოხდება, ნიშნავს, რომ მღელვარება გელოდებათ.
დაგესიზმრათ ნაცნობები
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ნაცნობს შეხვდით და მას სასიამოვნოდ ესაუბრებით მას, ეს თქვენთვის საქმეების წარმატებულად მართვას მოასწავებს. თუმცა, მცირე ოჯახური უთანხმოებებიც შესაძლებელია. მაგრამ თუ თქვენი საუბარი მაღალი ტონით მიმდინარეობს - რეალობაში დამცირებები და კამათი გელოდებათ. თუ შეხვედრისას უხერხულობას გრძნობთ ან გესიზმრებათ, რომ თქვენი შეხვედრა უადგილოა,- რაღაც აკრძალულში გაუაზრებელი მონაწილეობა გელოდებათ, რასაც ვერ დამალავთ. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ბევრ თავის ნაცნობს ხედავს- ეს სიზმარი მისთვის რამდენიმე მსუბუქ გატაცებასა და დიდ სიყვარულს მოასწავებს, რომლის დაპყრობითაც, ის არასდროს ინანებს ამაზე დახარჯული ძალისხმევის გამო. თუ სიზმარში ის დარდობს თავისი ნაცნობების მცირე წრის გამო, რეალობაშიც მას პროზაიკული ცხოვრება ელოდება, მხოლოდ თუ უფრო კრიტიკული არ გახდება საკუთარი თავის მიმართ.
დაგესიზმრათ სიყვარული
მილერის მიხედვით
სიზმარში საყვარელი ადამიანის ნახვა თქვენი დღევანდელი გარემოცვით კმაყოფილებას ნიშნავს. იმის ნახვა, რომ სხვების სიყვარული გაბედნიერებთ, მოასწავებს, რომ საქმეების წარმატებული მართვა კმაყოფილებასა და ყოველდღიური საზრუნავისგან თავისუფლებას მოგცემთ. თუ სიზმარში აღმოაჩენთ, რომ სიყვარული გაქრა და საპასუხო გრძნობას აღარ იწვევს,- ეს ნიშნავს , რომ თქვენ წინაშე რთული საკითხი დადგება: ხომ არ ჯობია, რომ ცხოვრების სტილი შეცვალოთ ან დაოჯახდეთ და წარმატებას მიაღწიოთ, რათა თავისი მომავალი უზრუნველყოთ. ცოლ-ქმრისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ერთმანეთი უყვართ, დიდ ოჯახურ ბედნიერებასა და მხიარულ გამჭრიახ ბავშვებს ნიშნავს , რომლებსაც სიხარული მოაქვთ. სიზმარში მოსიყვარულე მშობლების ნახვა მოასწავებს იმას, რომ ხასიათის სიმტკიცესა და კეთილდღეობისა და საზოგადოებაში მდგომარეობის მიღწევისკენ მისწრაფებაში მუდმივობას განავითარებთ. სიზმარში ცხოველების სიყვარული კმაყოფილებაზე მიანიშნებს, თუმცა, შესაძლოა, თვითონ ასე არ თვლით; მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ბედი დაგაჯილდოებთ ყველაფრით, რასაც ეს შეგრძნება მოგცემთ.
დაგესიზმრათ შეკრება
მილერის მიხედვით
სიზმარში ყრილობის, შეხვედრის ნახვა თქვენს კომერციულ საქმეებში არაჩვეულებრივ აქტიურობას და ნიშნობას ნიშნავს, რომელიც სიყვარულს აგვირგვინებს. არასასიამოვნო შეკრება, სადაც თანხმობა არ არსებობს, იმედგაცრუებას მოგიტანთ.
დაგესიზმრათ შეხვედრა
მილერის მიხედვით
სიზმარში საქმიანი შეხვედრის ნახვა საქმეებში მოდუნებას, საზრუნავს და შფოთს ნიშნავს. ახალგაზრდებისთვის სიზმარში თავისი შეხვედრის ნახვა გრძნობების ორმხრივ გაგრილებას ნიშნავს. ვინმესთან გაწყვეტილი შეხვედრის ნახვა ნაჩქარევ და გაუაზრებელ ნაბიჯს ნიშნავს რომელიმე საქმეში, რომელიც უსიამოვნებებს გამოიწვევს.
რატომ გვესიზმრება ახალი წელი
ცვეტკოვის მიხედვით
სხვა დროს- საქმეების მსვლელობით კმაყოფილება; იმედის ასრულება; შესრულების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღინიშნება სიზმარში, რომელი გრძნობებით.
რატომ გვესიზმრება გაცნობა
ცვეტკოვის მიხედვით
გაფრთხილება- სიფრთხილე
რატომ გვესიზმრება საყვარელი
ცვეტკოვის მიხედვით
მათთან ურთიერთობები ( როგორც ხედავ); კაცს- საქმეების მსვლელობა; ის კვდება- ურთიერთობები გაირკვევა; ქალი კვდება- რაღაცას გაბედავ; სადღაც მიდიან- დაშორებისკენ.
რატომ გვესიზმრება სიყვარული
ცვეტკოვის მიხედვით
მძინარის ირგვლივ- ბედნიერებისკენ; თვითონ გიყვარს- დიდი ჯილდო; ბედნიერი, იღბლიანი დრო; ცნობილი ადამიანის მიმართ- ტყუილი, ავადმყოფობა
რატომ გვესიზმრება შეყვარება
ცვეტკოვის მიხედვით
საქმეების მოულოდნელი ცვლილება
რატომ გვესიზმრებიან ნაცნობები
ცვეტკოვის მიხედვით
ძველი ნაცნობის შეხვედრა- დაკარგულის დაბრუნდება; ნაცნობებს შორის ყოფნა- საქმეების მდგომარეობა; ახალი ნაცნობი- გაფრთხილება; ვერ გაიგებენ- ფულისკენ, სახელის განთქმისკენ; შენ ვერ გაიგებ- ჭორებისკენ, ცილისწამებისკენ; ზურგს გაქცევენ.
სიზმრის მნიშვნელობა გაცნობის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაც გაიცანით, ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაში იშვიათი თავმდაბლობით გამოირჩევით და თქვენთვის ყოველთვის რთული იყო უცნობ ადამიანთან უშუალო საუბრის დაწყება. რატომღაც სათანადოდ არ აფასებთ თავის თავს, თუმცა ამისთვის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ალბათ, მეხსიერებაში წარსულ მოვლენებს ინახავთ, რომლებიც თქვენთვის ძვირფასი იყო. შეუძლებელია იმ დროის და იმ ადამიანის დაბრუნება, თანაც, ეს არ არის საჭირო, რადგან ისტორიაში ორჯერ არაფერი მეორდება. არ იფიქროთ, რომ თუ ახლა შეხვდებოდით მას, აუცილებლად გამოასწორებდით რამდენიმე წლის წინ დაშვებულ შეცდომას. ეს არის მცდარობა და ქედმაღლობა. წარსულით ცხოვრობთ, თუმცა აწმყოთი და მომავლით უნდა იცხოვროთ. ყურადღება მიაქციეთ იმ ადამიანს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად არსებობს სანდო მეგობრის სახით და დაფიქრდით, აწყობს თუ არა მას თქვენ მიერ მასზე თავსმოხვეული მეგობრის როლი და ხომ არ უნდა მას რამე მეტი თქვენთან ურთიერთობისგან?