სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ შემოსავალი
მილერის მიხედვით
სიზმარში შემოსავლის მიღება , ქონების ფლობა ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, ვინმე მოატყუოთ და ოჯახისა და მეგობრებისთვის უსიამოვნებების მიზეზი გახდეთ. იმის ნახვა, რომ რომელიმე თქვენი ნათესავი მემკვიდრეობას იღებს, თქვენთვის წარმატებას ნიშნავს. ქალებისთვის სიზმარში შემოსავლის დაკარგვა ცხოვრებაში იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი შემოსავალი მცირეა და თქვენთვის არასაკმარისი, ეს ნათესავებსა და მეგობრებთან უსიამოვნებებს მოასწავებს. სიზმარში იმის ნახვა, რომ თქვენი შემოსავლის მხოლოდ ნაწილს იღებთ , ნიშნავს, რომ ხანმოკლე წარმატება გელოდებათ, თუმცა იმაზე მეტს ელოდებით, ვიდრე მიიღებთ.