სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ ინდაური
მილერის მიხედვით
სიზმარში ინდაურების ნახვა საქმეებში მდიდარ მოგებას, ხოლო გლეხებისთვის- დიდ მოსავალს ნიშნავს. თუ ინდაური გასაყიდადაა მზად- ეს თქვენს საქმეებში გაუმჯობესებას ნიშნავს. თუ ინდაურები ავად არიან, ეს მოასწავებს იმას, რომ შეზღუდული გარემოებები თქვენს სიამაყეს დატანჯავს. თუ სიზმარში ინდაურს ჭამთ, ეს თქვენთვის რაღაც სასიხარულო მოვლენას მოასწავებს. თუ ინდაურები დაფრინავენ- ეს თქვენთვის წარმატებას და ცნობადობას მოასწავებს, რაც ძალიან მცირე დროში მოხდება. ინდაურების მოკვლა იმის ნიშანია, რომ შედეგად თქვენს სიმდიდრეს ყოველთვის პატიოსანი გზებით არ მოიპოვებთ.
დაგესიზმრათ შინაური ფრინველი
მილერის მიხედვით
სიზმარში შინაური ფრინველის ნახვა იმის ნიშანია, რომ გაფლანგვის ჩვევა თქვენს ფინანსურ უზრუნველყოფას მნიშვნელოვნად შეამცირებს. თუ გოგონა სიზმარში შინაურ ფრინველს დასდევს , ეს ნიშნავს, რომ ის თავის ძვირფას დროს უაზრო გართობაზე გაფლანგავს.
რატომ გვესიზმრება ინდაური
ცვეტკოვის მიხედვით
უძლურება
რატომ გვესიზმრება ინდაური
ცვეტკოვის მიხედვით
იღბალი; ჭამა- იმედგაცრუება
სიზმარში ინდაურის ნახვა
ცხოველების ახსნით
ტოლტეკების წმინდა ფრინველია. "ძვირფასი ფრინველი". საკვები რიტუალებისთვის, მადლიერების დღეებისა და სხვა დღესასწაულებისთვის. ინდაური, ფარშავანგი და ხოხობი ასოცირდებიან ჭექა-ქუხილსა და წვიმასთან, რადგანაც ისინი მათ გამო აღელვებულები ხდებიან.
სიზმრის მნიშვნელობა ინდაურის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ინდაური, შეიძლება დაასკვნათ, რომ სინამდვილეში გაბღენძილობით და უზომო თავმოყვარეობით გამოირჩევით. ეს ორი თვისება ხშირად ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი ხდება, რადგან მსოფლიოში ცოტა ადამიანი მოიძებნება, რომლებიც თქვენს უსაფუძვლო ამბიციებს გაუძლებდნენ.