სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ სიშიშვლე
მილერის მიხედვით
საკუთარ თავს შიშველს ხედავ- სკანდალს და ცუდ საქმეებს მოასწავებს. სხვები არიან შიშვლები- ეს იმის ნიშანია, რომ არაკეთილმოსურნეები თქვენს დაბნევას შეეცდებიან, თუ სწორი გზით მიდიხართ. ავადმყოფობამ შეიძლება თქვენს წარმატებას ავნოს. თუ გესიზმრებათ, რომ უცებ თქვენი სიშიშვლე შეამჩნიეთ და მის დამალვას ცდილობთ- ეს ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილი გრძნობები დაუშვებელი ვნების წყურვილს შეეწინააღმდეგება. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში თავისი სიშიშვლით აღფრთოვანებულია- ეს მოასწავებს იმას, რომ ის კაცების პატივისცემას მიაღწევს, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს . ის იღბლიანი იქნება თავისი ხიბლის წყალობით. თუ მას ესიზმრება, რომ ცუდი აღნაგობისაა, მის რეპუტაციას სკანდალი შელახავს. თუ მას ესიზმრება, რომ ის სუფთა წყალზე შიშველი ცურავს- ეს ნიშნავს, რომ საიდუმლო სიყვარულით დატკბება, მაგრამ მისივე ბუნება შურს იძიებს მასზე ავადმყოფობით ან მიმზიდველობის დაკარგვით. თუ სიზმარში ის შიშველ კაცებს ხედავს, რომლებიც სუფთა წყალში ბანაობენ, მას ბევრი თაყვანისმცემელი ეყოლება. თუ წყალი ბინძურია, ეჭვიანი თაყვანისმცემელი მის შესახებ ცუდი ჭორის მიზეზი გახდება.
რატომ გვესიზმრება გახდა
ცვეტკოვის მიხედვით
სიახლე; მსუბუქი ავადმყოფობა; ზარალი ფულში; საზრუნავისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
რატომ გვესიზმრება გაშიშვლება
ცვეტკოვის მიხედვით
ვინმეს რამეს გაუშიშვლებთ- სხვისი გრძნობები; მძინარეს რაღაც გაშიშვლებული აქვს- სკანდალური ამბები
რატომ გვესიზმრება გახდა
ცვეტკოვის მიხედვით
კამათი
რატომ გვესიზმრება გახდილი
ცვეტკოვის მიხედვით
(ქვედა საცვალში)- საჯარო ადგილას- მოულოდნელი პატივისცემა. რაც უფრო შიშველი ხართ, მით მეტი პატივისცემა.
რატომ გვესიზმრება შიშველი
ცვეტკოვის მიხედვით
იყო შიშველი- ავადმყოფობა, უბედურება, უსიამოვნებები; მთლიანად შიშველი- სარგებელი; კაცის- შიში ( ქალისთვის); ქალის- ავადმყოფობა. შიშველი დარბიხარ- იმედგაცრუება სასიყვარულო მოლოდინში; ლამაზი ახალგაზრდა შიშველი ქალის ნახვა- აღიარება; უშნოს და მოხუცის- სინანული, მონანიება, ბევრი დარდი პირადში; შიშველი საჯარო ადგილას- აღიარების მოთხოვნილება; სხვები არიან შიშვლები- გაგიხარდება.
სიზმარში სიშიშვლის ნახვა
ლოფას მიხედვით
სიზმარში გაშიშვლება მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხშირად ადამიანები ჰყვებიან, რომ სიზმრებში ისინი მთლიანად შიშვლები არიან ან მხოლოდ ქვედა საცვალი აცვიათ. ასეთი სიზმრები ხშირად გამოავლენენ ჩვენს მოწყვლადობას, რომელიც გარეგნულად გაუტეხელი თავდაჯერებულობის ქვეშ იმალება. ეს მოწყვლადობა ჩვენი ბუნების იმ ნაწილში იღებს სათავეს, რომელსაც გარშემომყოფებისგან ვმალავთ. დამალვა შეიძლება იყოს გაცნობიერებული, მაგალითად, ტაბუს დამალვა, ან ნაკლებად გაცნობიერებული, რომელიც ჩვენი უნივერსალური დასკვნებიდან გამომდინარეობს: თუ გარშემომყოფებმა იციან ადამიანის საიდუმლოების შესახებ- ისინი მას სრულყოფილად ვერ მიიღებენ და ვერ გაუგებენ, მეტიც, ის საერთოდ დაუცველი იქნება. "შიშველი სიზმრების" განსაკუთრებულ თვისებას წარმოადგენს მათი უკუკავშირი ზღაპართან მეფის ახალი კაბის შესახებ. თუ გახსოვთ, ზღაპარი მოგვითხრობს ორი მკერავის შესახებ, რომლებიც არწმუნებენ მეფეს, რომ ტახტთან შიშველი დადგეს, ხოლო მისი მსახურები თავს მოაჩვენებენ, რომ "ახალი კაბით" აღფრთოვანებული არიან. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ პატარა ბიჭი გაბედავს სიმართლის თქმას- იმის, რასაც ყველა ხედავს, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინიათ: "მეფე შიშველია". შიშველ სიზმარში ან სიზმარში ქვედა საცვლებით, სრულიად უწევთ ანგარიშს საკუთარ თავს იმაში, რომ თქვენი სამოსი არასრულია, ან საერთოდ არ არის, მაშინ როცა სხვები ამას აბსოლუტურად მშვიდად აღიქვამენ. როგორც კი თქვენს სიშიშვლეზე რეაგირებთ, გარშემომყოფებიც ამჩევენ მას. თქვენი ქვეცნობიერი დაიაღალა თქვენი "ფასადის" მუდმივი შენარჩუნებით, რომელიც რეალურ და საზოგადოებისთვის ღია "მე"-ს წარმოადგენს. შესაძლოა, დადგა დრო, რომ რომელიმე თვისებების დამალვის სარგებლის შედარებითი შეფასება განახორციელოთ, თქვენი პიროვნების ახალი თვისებების აღმოჩენის ნაცვლად. ასეთი შეფასება შეიძლება უნივერსალური ხასიათის იყოს და ცხოვრების ყველა მხარეს , ცალკეულ ადამიანს ან პიროვნებათაშორის ურთიერთობებს ეხებოდეს, რომლებიც თქვენი მხრიდან მეტ გულწრფელობას მოითხოვენ. უდავოდ, ასეთ სიზმარს შეიძლება ექსჰიბიციონისტური ან სექსუალური ელფერი ჰქონდეს და სურვილების ან ფანტაზიების ასრულებას წარმოადგენდეს. თვლით თუ არა საკუთარ თავს გახსნილს გარშემომყოფების მიმართ თუ გარკვეულ ზომებს იღებთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების სხვადასხვა მხარე დამალოთ? რას გრძნობთ საკუთარ სხეულთან მიმართებაში?
სიზმრის მნიშვნელობა ნუდისტის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ, რომ ყველა თქვენს ნაცნობს არწმუნებთ, რომ ნუდისტად გადაქცევის თქვენს იდეას მხარი დაუჭირონ , ხოლო ისინი უარს ამბობენ, რეალურ ცხოვრებაში სექსში რაღაც ახლის გასინჯვა მოგინდებათ, მაგრამ პარტნიორი თქვენთან ამ სურვილს არ გააზიარებს. შეიძლება იგრძნოთ, რომ მას თქვენი არ ესმის, მაგრამ ნუ გამოიტანთ მაშინვე დასკვნებს, შესაძლოა, ცოტა ხნის შემდეგ თქვენი იდეა მას არც ისე სულელური მოეჩვენოს. როდესაც ხედავთ, თუ როგორ მისდევენ თქვენი ნათესავები ცხოვრების ნუდისტურ სტილს, თქვენ კი ამაში არ იღებთ მონაწილეობას, მაშინ ზედმეტად თავშეკავებული ხართ თქვენი სექსუალური ემოციების გამოვლინებაში. რაც უფრო მეტ ფანტაზიას გამოიყენებთ, სიახლეებს და არაჩვეულებრივ იდეებს შესთავაზებთ, მით უფრო მიმზიდველი იქნება თქვენთვის სექსი.