დაგესიზმრათ გლოვა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში გლოვობთ, ეს ავადმყოფობას ან უბედურებას მოასწავებს. თუ სხვები გლოვობენ - ეს სხვა ადამიანების უიღბლობაში თქვენი ბრალის შესახებ სულელური ჭორების გავრცელებას ნიშნავს . შეყვარებულებისთვის ეს სიზმარი გაუგებრობას და, შესაძლოა, დაშორებას მოასწავებს .
რატომ გვესიზმრება სიმწარე
ცვეტკოვის მიხედვით
იმ ადამიანის სიხარული, ვის გამოც სიმწარეს გრძნობთ
სიზმარში ძვირფასი ადამიანებისა და საგნების დაკარგვის ნახვა
ლოფას მიხედვით
ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთები ჩვენი ქვეცნობიერის გაგრძელებას წარმოადგენს. საყვარელი შლაპა, მანქანა ან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი საკუთარი თავის ჩვენს ხედვას ასახავს. ამიტომაც, ამ საგნების ან ადამიანების დაკარგვა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ასევე იმას აქვს მნიშვნელობა , ფლობთ თუ არა ამ საგნებს რეალობაში. თუ დაკარგული საგანი პირადი მოხმარების საგანს წარმოადგენს , რას გამოხატავს ის თქვენთვის? ეს სამკაული, საყვარელი ტანსაცმელი, სურათები თუ საგვარეულო ძვირფასი ნივთებია? შესაძლოა, ახალი, ძვირფასი ან მნიშვნელოვანი საგნის დაკარგვის გამო ნერვიულობთ. თუ ადამიანს კარგავთ- ვინ არის ეს ადამიანი? შესაძლოა, ეჭვქვეშ აყენებთ თქვენს ერთგულებას სხვა ადამიანის მიმართ ან, პირიქით, ამ ადამიანის ერთგულებას თქვენ მიმართ. თუმცა, შესაძლებელია, რომ უცნობ ადამიანს ეძებთ. რატომ ეძებთ ამ ადამიანს? იპოვით მას? სად?