სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ სოფელი
მილერის მიხედვით
თუ ხედავთ, რომ ლამაზ და მდიდარ ადგილას ხართ ხორბლის დიდი ველებით, სუფთა მდინარეებით, ლამაზი სახლებით, ეს თქვენთვის ვარსკვლავური საათის დადგომას მოასწავებს. ხელსაყრელი გარემოებები მაღალი თანამდებობის დაკავების და გამდიდრების საშუალებას მოგცემთ. მშრალი, უშენი ადგილი , ღარიბი სახლები- თქვენს ცხოვრებაში მღელვარებისა და სასოწარკვეთილების დადგომას ნიშნავს. ზოგადად სიზმარი სოფელში ყოფნის შესახებ კარგ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ნიშნავს. სიზმარში თქვენი ბავშვობის სოფლის სახლის ნახვა- რეალობაში მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო მოვლენები გელოდებათ.
რატომ გვესიზმრება სოფელი
ცვეტკოვის მიხედვით
ბედნიერება; ვინმეს სოფელში სახლის ძებნა- განცდები ჭორების, სკანდალების გამო .
რატომ გვესიზმრება ქოხი
ცვეტკოვის მიხედვით
ცხოვრებაში ცვლილება
სიზმრის მნიშვნელობა ქოხის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ქოხი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი წარმოდგენები და პრინციპები ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. ყველაფრის შესახებ მსჯელობთ არა თანამედროვე ცხოვრების რეალიებიდან გამომდინარე, არამედ ისე, თიტქოს გასულ საუკუნეში ცხოვრობთ. თქვენ არ თვლით, რომ მოძველებული პრინციპები სამყაროს და ადამიანების ადეკვატურად აღქმაში, თქვენ მიმართ მათი განზრახვების და მათ მიერ ჩადენილი ქცევების სწორად შეფასებაში ხელს გიშლით?