კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ სოკო
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ სოკო, ეს არაჯანსაღ სურვილს და კაპიტალის ზრდისკენ მისწრაფებაში არაგონივრულ სიჩქარეს ნიშნავს : ამან შეიძლება სასამართლო პროცესი და ცრუ სიამოვნება გამოიწვიოს. სოკოს ჭამა დამცირებასა და სასირცხვილო სიყვარულს ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისთვის ასეთი სიზმარი მომავალში საკუთრების უკუგდებასა და საეჭვო სიამოვნებებს მოასწავებს.
დაგესიზმრათ სოკო : სიზმრის დეტალები
სიზმრების ზოგადი ახსნის მიხედვით
თუ არ იცით, რატომ დაგესიზმრათ სოკო, სიუჟეტის დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. როდესაც სოკო გაიზარდა არა ტყეში, არამედ სულ მოულოდნელ ადგილას, მაგალითად, თქვენს ნივთებზე, უახლოეს მომავალში ბედი ცხოვრებაში არანაირ ცვლილებას არ გიმზადებთ. თუ სოკო გაიზარდა სახლსა ან სამსახურში, ეს არის გაფრთხილება. ფრთხილად იყავით ჩაფიქრებულ საქმეში- შესაძლოა, ის ძალიან საშიში და სარისკო იყოს. როდესაც სიზმარში სოკოს ძიებისას ტყეში ხეტიალი გიწევთ , და შედეგად მას ნახულობთ, უახლოეს მომავალში ახალი ადამიანი გამოჩნდება. ის კეთილი რჩევით დაგეხმარებათ. თუ სოკო ძალიან დიდია და ბევრი, ყურადღებით დააკვირდით თქვენი ხასიათის თვისებებს, ჩვევებს. შესაძლოა, სხვადასხვა მანკი გაჩნდა, რომლებიც უბედურებამდე მიგიყვანთ, ამიტომაც ისინი მალევე უნდა მოიშოროთ . არ შეშინდეთ- ეს მხოლოდ გაფრთხილებაა, ამიტომაც ყველაფერი დაკარგული არ არის, შეგიძლიათ , უკეთესობისკენ შეიცვალოთ. ახალგაზრდა გოგონებს, მარტოხელა ქალებს სიზმრები სოკოს შესახებ აფრთხილებენ- კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ ახალ სასიყვარულო კავშირს დაიწყებენ. ხშირად ეს არის სასირცხვილო, უკანონო სიყვარულის სიმბოლო, რომელიც ცუდ შედეგებს გამოიწვევს.
რას ნიშნავს სოკოს მოკრეფა?
ლონგოს მიხედვით
ცნობილი ფსიქოლოგის, იური ლონგოს აზრით, ნებისმიერი სოკო არის სასიხარულო ამბავი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. შესაძლოა, ეს არის სიახლე მნიშვნელოვანი საქმის დასრულების, ან დიდი ხნის ნანატრი მოგების მიღების შესახებ. თუ კარგ სოკოს შორის ერთი უვარგისი შეგხვდათ- ამაში ცუდი არაფერია. ალბათ, ეს არის მცირე უსიამოვნება, რომელიც წარმატების მიღწევაში ხელს არ შეგიშლით. მაგრამ თუ განზრახ მიირთმევთ წითელ სოკოს, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომლიდანაც გამოსვლა გაგიჭირდებათ.
რატომ გვესიზმრება მოკრეფილი სოკო? სიზმრის ახსნა კაცებისა და ქალებისთვის
სიზმრების თანამედროვე ახსნის მიხედვით
სიზმრები ყველას გვესიზმრება- ზოგიერთ ადამიანს ისინი მაშინვე ავიწყდება, დანარჩენები კი მათ ამოხსნას ცდილობენ. რატომ უნდა დაგვსიზმრებოდა მოკრეფილი სოკო? ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგანაც თითოეული სიზმარი თავისებურად აიხსნება, სიზმარში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით. თანაც , სიზმრების დაჯერება/არდაჯერება თითოეულის გადასაწყვეტია. შესაძლოა, ბედი გიგზავნით ნიშანს, რომელიც პრობლემის გარკვევაში, მის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მითოლოგიაში, სოკოს ხშირად ტყის ხორცს უწოდებენ. ის ხომ ადამიანების საცხოვრებლებისგან შორს, ტყეში იზრდება, სადაც სხვადასხვა უწმინდური არსება ბინადრობს. ამიტომაც ხშირად სოკო მითიური სიმბოლოა. ზღაპრებში ალქაჯი ამზადებდა შხამს წითელი სოკოსა და სოკოშხამასგან, აკეთებდა ჯადოს შხამიანი სოკოს დახმარებით. ხოლო მილისებრ სოკოს სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდა, ამიტომაც ყველა სოკოს მეფედ ითვლებოდა. შესაძლოა, ამიტომაც არის სლავურ ლეგენდებში სოკო სიფრთხილის სიმბოლო, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლო და საშიშ არაჩვეულებრივ მოვლენებთან შეხვედრას წინასწარმეტყველებს. ამიტომაც ყველა ასეთი სიზმრიდან გამომდინარეობს, რომ ფრთხილად, ყურადღებით უნდა ვიყოთ უახლოეს დროს ადამიანებისა და მოვლენების მიმართ.
რატომ გვესიზმრება სოკო
ცვეტკოვის მიხედვით
ამ სიზმარს საკმაოდ საინტერესო ახსნა აქვს. მთლიანობაში სიუჟეტი მეტყველებს რჩევის მიღებაზე რომელიმე რთული პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. სოკოს მოკრეფა- გელოდებათ გულმოდგინე, რთული, მაგრამ უაზრო სამუშაო. საჭმელად უვარგისი, შხამიანი სოკოს ნახვა წარმატებას მოასწავებს. სიზმარში შამპინიონები დაწინაურებაზე მიანიშნებენ . სიუჟეტის გარდა, მნიშვნელობა კვირის დღესაც აქვს, როდესაც ეს სიზმარი ნახეთ- ასე მას უფრო ზუსტად და დეტალურად ახსნით.
რატომ გვესიზმრება სოკო
ვანგას მიხედვით
ვანგა სოკოს კონკრეტულ სახეობას ანიჭებდა მნიშვნელობას. თუ ის საჭმელად უვარგისი და შხამიანია, როგორიცაა სოკოშხამა ან წითელი შხამა, ეს სიზმარი არაფერს კარგს არ მოასწავებს: მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრის მცდელობისას შეიძლება მარცხი განიცადოთ. ჭიანი სოკო ახლო ადამიანის ღალატზე მიანიშნებს. თუ სიზმარში სტუმრად სოკოს კერძს მიირთმევთ, ეს უთანხმობებეს, კონფლიქტებს მოასწავებს უსამართლო, ცრუ დაბრალების საფუძველზე. გამხმარი სოკო დაგესიზმრათ? ეს შეიძლება მიანიშნებდეს ჯანმრთელობის პრობლემებზე, ექიმთან უნდა წახვიდეთ გამოკვლევისთვის. ხოლო რჩეული, კარგი სოკო დიდ, თანაც მოულოდნელ სიხარულს ნიშნავს.
რატომ გვესიზმრება სოკო
ნოსტრადამუსის მიხედვით
ნოსტრადამუსის ახსნა საკმაოდ საინტერესოა. კარგი თეთრი სოკო გესიზმრებათ- იღბალს, გამარჯვებას ნიშნავს, ხოლო ჭიანი- ავადმყოფოებსა და მარცხს. დიდი სოკო სიზმრის მნახველის გოივრულობას გამოხატავს. სოკოს ჭამა მეტყველებს ეჭვებზე, რომლებსაც სიზმრის მნახველი განიცდის. თუ ტყეში შემთხვევით შეგხვდათ სოკო, ეს იმის სიგნალია, რომ ვიღაცას თქვენი შეცდომაში შეყვანა სურს.
სიზმრის მნიშვნელობა სოკოს მოკრეფის შესახებ
ფროიდის მიხედვით
ფროიდის ფსიქოანალიზში სიზმარში სოკოს მოკრეფა არის სექსუალური კავშირების დიდი რაოდენობის მაჩვენებელი. თუ ამასთან მოკრეფილი მოსავალი შხამიან ან დამპალ სოკოს შეიცავს, უახლოეს მომავალში სქესობრივი კავშირები ორსულობამდე მიგიყვანთ.
სოკო გესიზმრებათ? ყველაფერი ძალიან ცუდადაა
მილერის მიხედვით
ამ სიზმარს არც ისე კარგი განმარტება აქვს. მილერი თვლიდა, რომ სოკოს ნახვა ნებისმიერ ფასად, კანონის დარღვევითაც სარგებლის მიღებისკენ მისწრაფებას ნიშნავს. უნდა დაფიქრდეთ თქვენს ქცევაზე, რათა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. ნებისმიერი სახით სოკოს დაგემოვნება, იქნება ის უმი თუ მომზადებული, იმის სიმბოლოა, რომ რაღაც ბნელი, ცუდი, აკრძალული გიზიდავთ, და სიამაყესა და საკუთარი თავის პატივისცემას კარგავთ. ასეთი სიზმარი განსაკუთრებით საშიშია გოგონასთვის. უნდა დაფიქრდეთ თქვენს ქცევაზე.
სოკო სექსში გაურკვეველებს ესიზმრება
ფროიდის მიხედვით
ფროიდი თვლიდა, რომ ვიზუალურად სოკო კაცის გენიტალიებს ჰგავს. აქედან გამომდინარეობს ამ სიზმრის ყველა ახსნა. სიზმარში ბევრი სოკოს ნახვა ნიშნავს, რომ ინტიმურ პარტნიორებს ხშირად ცვლით . სიზმარში მოკრეფილი სოკოს გადარჩევა, მისი გაწმენდა იმის ნიშანია, რომ ასეთმა სიტუაციამ დაგღალათ, და შესვენება გსურთ. მისი მომზადება ( სუპის გაკეთება, შეწვა) სქესობრივი დაავადებების შესახებ მეტყველებს. სიზმარში სოკოს ხელში დაჭერა ნიშნავს, რომ თვითდაკმაყოფილებისკენ ხართ მიდრეკილი, გადაყრა- ჰომოსექსუალურობისკენ.
სოკო- დიდ გრძნობას მოასწავებს
ლოფას მიხედვით
ლოფას ამ სიუჟეტის თავისებური ახსნა აქვს. გესიზმრებათ მუქი ან წითელი ფერის სოკო- ღრმა, ამაღლებულ გატაცებას განიცდით. ტყეში საკვებად ვარგისი სოკოს მოკრეფა მიანიშნებს სიამოვნებაზე, ხოლო შხამიანის- პრობლემების წარმოშობაზე. სოკოს კერძი- მატერიალური კეთილდღეობისა და იღბლისკენ. სიზმარში შხამიანი სოკოს მოკბეჩა გსურთ? ასეთი დეტალი გატყობინებთ: ის, ვისაც მეგობრად თვლით, სინამდვილეში მტერია, მაგრამ მალე ის გამოაშკარავდება.
სოკოს მოკრეფა
ვანგას მიხედვით
ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, ტყეში უამრავი სოკო არის გაფრთხილება. სავსებით შესაძლებელია, რომ საფრთხე ან ღალატი გელოდებათ. თუ სოკოს კრეფთ, მის სახეობას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მილისებრი სოკო სასიხარულო მოვლენას მოასწავებს, შხამიანი სოკოშხამა და წითელი სოკო- უიღბლობას და ყვენალაირ დანაკარგს, ხოლო ჭიანი ახლო წრიდან ვინმეს შესაძლო ღალატზე მეტყველებს.
სოკოს მოკრეფა
მილერის მიხედვით
თუ ახალგაზრდა ადამიანს ან გოგონას სოკოს მოკრეფა ესიზმრება, ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებით სიყვარულს, რომელიც მყარ ქორწინებაში გადაიზრდება. როდესაც მოკრეფაში მეუღლეები მონაწილეობენ, კონფლიქტები და სკანდალები დასრულდება, თბილი გრძნობები დაბრუნდება და ურთიერთობები დალაგდება. როდესაც სიზმარში ჭიან , შხამიან სოკოს კრეფთ, რეალობაში დამამცირებელი საიდუმლო ან სკანდალური კავშირი გამოაშკარავდება. თუ სიზმარში ცუდ სოკოს გაუთხოვარი ან განქორწინებული ქალი კრეფს, არსებობს იმის შანსი, რომ მას შეყვარებულთან ურთიერთობებში იმედი გაუცრუვდება. ამ სიტუაციაში არსებული ურთიერთობები უნდა გააანალიზოთ, მათ შეცვლას შეეცადოთ. სოკოს ჭამა- არსებობს იმის ალბათობა, რომ სასირცხვილო ურთიერთობებს დაიწყებთ.
ცვეტკოვის ახსნა
ცვეტკოვის მიხედვით
ტყეში სოკოს კრეფთ- რეალობაში ამაო საზრუნავი გელოდებათ. თუ იპოვეთ- ხანგრძლივი ცხოვრება გელოდებათ, რომელსაც ჯანსაღი გონებით გაატარებთ. შამპინიონების მოკრეფა მოასწავებს სწრაფ კარიერულ ზრდას, ცხოვრებაში კეთილდღეობას.