დაგესიზმრათ სუნთქვა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმ ადამიანთან მოახლოება, რომელსაც სასიამოვნო სუნთქვა აქვს, ნიშნავს, რომ თქვენი ქცევა ქების ღირსი იქნება, ხოლო საქმიანი ოპერაციები თქვენთვის მომგებიანად დასრულდება. თუ კი არასასიამოვნო სუნთქვა აქვს, ეს ავადმყოფობას და თქვენი მტრების ხაფანგს მოასწავებს. დახრჩობა ნიშნავს, რომ უიღბლობა არის იქ, სადაც წარმატება უზრუნველყოფილი გეგონათ.
დაგესიზმრათ ჰაერი
მილერის მიხედვით
ეს სიზმარი მეტყველებს საქმეების ცუდ მდგომარეობაზე და სიზმრის მნახველისთვის არაფერს კარგს არ მოასწავებს. სიზმარში იმი ნახვა, რომ ცხელი ჰაერით სუნთქავთ, გულისხმობს, რომ ბოროტებისკენ ძალით გიბიძგებენ. ცივი ჰაერის შეგრძნება საქმეებში ჩახლართულობას და ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეებს ნიშნავს. ნესტიანი ჰაერის ზემოქმედების შეგრძნება გაფრთხილებთ, რომ საბედისწერო მოვლენები თქვენს ნებას დროებით დათრგუნავს და ცხოვრებისა და საკუთარი თავის რწმენას დაგაკარგვინებთ.
რატომ გვესიზმრება ჰაერი
ცვეტკოვის მიხედვით
სუფთა - ყველა მღელვარების, უბედურების დასასრული; ნათელი- დაკარგულის დაბრუნება; ბინძური ჰაერი - სევდა, ავადმყოფობა, დანაკარგი; არ იძვრის- დიდი ტკივილი; ტრიალებს- მოულოდნელი ცვლილებები, გაუთვალისწინებლობა; გაყინული- საშიშროება, გაფრთხილება; სუფთა- სიყვარული მძინარის მიმართ, განსაკუთრებით, თუ ჰაერში სასიამოვნო სუნია, სურნელი- იღბალი ან იმედი; ჰაერში ადამიანი გამოჩნდა- სრულიად მოულოდნელი შეტრიალება ბედში, შემთხვევა, რომელიც გამოჩენილ ფიგურასთან არის დაკავშირებული.