სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ გულისრევა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში გული გერევათ, ნიშნავს, რომ რომელიმე ავადმყოფობა დაგტანჯავთ ან მოულოდნელად დიდ სკანდალში აღმოჩნდებით. სიზმარში სხვებს ერევათ გული - ეს სიზმარი მოასწავებს, რომ იმ ადამიანების არაგულწრფელობას აღმოაჩენთ, ვისაც ენდობოდით. ქალისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის გულისრევის დროს სწრაფად მფრინავ ჩიტებს უშვებს პირიდან, ნიშნავს, რომ ის დიდი ხნის ნანატრ სიხარულს არ მიიღებს. ეს სიზმარი ასევე საქმის უიღბლო მსვლელობას ნიშნავს. თუ სისხლიანი გულისრევა გაქვთ, ავადმყოფობა გელოდებათ.
დაგესიზმრათ თავბრუსხვევა
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ , რომ თავბრუ გეხვევათ,- ასეთი სიზმარი მოასწავებს დანაკარგს, ოჯახის დანგრევას, საქმეების ჩაშლას.
რატომ გვესიზმრება გულისრევა
ცვეტკოვის მიხედვით
ავადმყოფისთვის- გამოკეთება
რატომ გვესიზმრება გულისრევა
ცვეტკოვის მიხედვით
ნახვა- გამოკეთება ან საქმეების მოგვარება; ღებინება სისხლით- შემოსავალი, ვალებისგან გათავისუფლება.
რატომ გვესიზმრება ღებინება
ცვეტკოვის მიხედვით
გამოკეთება; საქმეების ან ურთიერთობების გარკვევა.
რატომ გვესიზმრება ღებინება
ცვეტკოვის მიხედვით
გამოკეთება; საქმეების მოგვარება; ვიღაცას გული ერევა- ურთიერთობების გარკვევა; ავადმყოფისთვის- გამოკეთება.
სიზმარში გულისრევის ნახვა
ლოფას მიხედვით
ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით, ბავშვისთვის, გულისრევა რთული და დამამცირებელი გამოცდილებაა. ეს შეიძლება თითქმის ნებისმიერი სახის სიზმარში მოხდეს. რადგან რეალურ ცხოვრებაში გულისრევა დაკავშირებულია ავადმყოფობასთან , სიზმრებში ის ფიგურირებს, როდესაც ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლს ვკარგავთ. დიდი ალბათობით, სიზმარში ეს მოვლენა ეხება გულისრევას და ღებინებას ან სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებს რეალობაში საჭმლის მომნელებელ სისტემაში. 40 წლის მეტი ასაკის ქალი ჰყვება თავისი შვილის შესახებ: " მე სათამაშო მოედანზე ვარ. რვა წლის ბავშვი ვარ. საქანელა სულ უფრო სწრაფად და სწრაფად ტრიალებს. მე ეს მომწონს. საქანელას უცნობი კაცი ამოძრავებს . ის საქანელას აჩერებს და მიდის. მე ჩემს ყვითელ კაბაზე მაღებინა და ძალიან მოვიწყინე". ეს სიზმარი ბევრი მიზეზით იწვევს ინტერესს. პირველ რიგში, მძინარე საკუთარ თავს ბავშვად წარმოიდგენს. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მოგონებები ბავშვობის შესახებ ამ სიზმრის ახსნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. სიზმარში კაცი მიდის, მას კი აღებინებს. აღმოჩნდა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კაბას, რადგან ის მას იმ ზაფხულში აჩუქეს, როდესაც მშობლები დაშორდნენ. რეალურ ცხოვრებაში მძინარე "უნაყოფობის საქანელას" ასრულებდა: ის და მისი ქმარი ძალიან ტრავმირებული და მოწყენილი იყვნენ იმის გამო, რომ შვილები არ ჰყავთ. ისინი გრძნობდნენ, რომ თავის ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგეს. ჩანს, ეს სიზმარი პოტენციურად უბავშვო სახლში თავისი მომავლის შესახებ მღელვარებით იყო განპირობებული.