სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ გულის წასვლა
მილერის მიხედვით
სიზმარში გულის წასვლა ნიშნავს შესაძლო ავადმყოფობას და არასასიამოვნო ამბებს თქვენს ოჯახში. თუ ამ სიზმარს ახალგაზრდა ქალი ხედავს, ეს ნიშნავს, რომ ის იმედგაცრუებას განიცდის, რისი ბრალიც მისი დაუდევარი ცხოვრების სტილი იქნება.
დაგესიზმრათ თავი
მილერის მიხედვით
თქვენს სიზმარში ვინმეს თავის გამოჩენა გპირდებათ მნიშვნელოვან შეხვედრას გავლენიან ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ძალაუფლება და შესაძლებლობები, რომ მხარი დაგიჭირონ. საკუთარი თავის ნახვა ავადმყოფობას მოასწავებს. მოკვეთილი და გასისხლიანებული თავი საქმეების გაფუჭებას და ბევრ სხვა იმედგაცრუებას მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ ორი თავი გაქვთ, ასეთ სიზმარს შეიძლება მოჰყვეს კარიერული წინსვლა და სხვა წარმატებები. მრავლისმეტყველია სიზმარი გასიებული თავის შესახებ, ასევე სიზმარში ბავშვის თავის ნახვა. სიზმარში ძლიერი თავის ტკივილის შეგრძნება საზრუნავის მომასწავებელია. თავის დაბანა თქვენი გონივრული და ნაყოფიერი საქციელის მომასწავებელია, რომელთა ჩადენითაც, მთელ თქვენს ჯანსაღ გონებას მოიხმართ. ცხოველის თავი გაფრთხილებთ, რომ მეგობრებისა და საქმიანობის არჩევაში გაურკევეველი ხართ.
დაგესიზმრათ თავსაბურავი
მილერის მიხედვით
სიზმარში მდიდრული თავსაბურავის ნახვა ნიშნავს, რომ ცნობილი და იღბლიანი იქნებით. თუ ხედავთ ძველ და გაცვეთილ თავსაბურავს- სხვებს უნდა დაუთმოთ თქვენი საკუთრება.
დაგესიზმრათ ყურები
მილერის მიხედვით
სიზმარში ვინმეს ყურების ნახვა- ეს სიზმარი არის გაფრთხილება: ვიღაც, ვინც ზიზღით გეპყრობათ, პრეტენზიით მოუსმენს ყველა თქვენს აზრს და ეცდება, იპოვოს საბაბი იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მოგაყენოთ.
რატომ გვესიზმრება გულის წასვლა
ცვეტკოვის მიხედვით
ტყუილი
რატომ გვესიზმრება თავი
ცვეტკოვის მიხედვით
შეჭრილი- უბედურება; დიდი და სქელი- იღბალი; მელოტი- სისულელეს თავის აარიდე; გადაღებული- პატივისცემა, გათავისუფლება საზრუნავისგან, პატივი, ვალების გადახდა ან ნდობა მნიშვნელოვან საქმეში; ავადმყოფებისთვის- გამოჯანმრთელება; დაპატარავდა- დამოკიდებულება; დაფარული- სიღარიბე; თავის დაბანა- გამოჯანმრთელება, გადასვლა; თავზე რქები- მოწინააღმდეგე საქმეებში; თავის მოკვეთა- გამარჯვება. ცხოველს ან ფრინველს მოკვეთე- სიხარული.
რატომ გვესიზმრება თავსაბურავი
ცვეტკოვის მიხედვით
კაცის- საქმეები; ქალის- ბავშვების დაბადება, პირადი; უცნაური- ჭორი ან ავადმყოფობა.
რატომ გვესიზმრება სფინქსი
ცვეტკოვის მიხედვით
პასუხები კითხვებზე
რატომ გვესიზმრება ქერტლი
ცვეტკოვის მიხედვით
მოულოდნელი სიმდიდრე
სიზმარში სფინქსის ნახვა
ლოფას მიხედვით
სფინქსი არის ძველეგვიპტური ქანდაგება ლომის სხეულით და ადამიანის თავით. საუკუნეთა განმავლობაში ის იყო ძალის, საიდუმლოებისა და სიბრძნის სიმბოლო. სფინქსი ჩნდება სიზმრებში მაშინ, როდესაც რეალობაში გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიზმარში პარალელურად არსებულ მოვლენებს და იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ეხება ისინი იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღოთ რეალურ ცხოვრებაში სიტუაციის მოგვარებისთვის.
სიზმარში შაქრის თავის ნახვა
ხასსეს მიხედვით
რატომ გვესიზმრება შაქრის თავი? ხასსე ამბობს, რომ თუ სიზმარში ადამიანი შაქრის თავს ხედავს, მისი საქმეები კარგად წავა; თუ სიზმარში შაქრის თავი გატყდა- ამაყად იქცევი.