სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ გზაჯვარედინი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში გზაჯვარედინზე დგახართ- ეს ნიშნავს, რომ ვერ გამოიყენებთ ხელსაყრელ გარემოებებს თქვენი მიზნების მისაღწევად. თუ ვერ წყვეტთ, რომელი გზით წახვიდეთ,- ბევრ საზრუნავს მოასწავებს, რომლებიც გაღიზიანებთ თავისი სიმრავლით და არარაობით. თუ სიზმარში ერთ-ერთ გზას აირჩევთ, რომ მასზე გაიაროთ- ბედი ხელს შეგიწყობთ. ეს სიზმარი საკმაოდ რთული პრობლემის ( საქმეებსა თუ სიყვარულში) სწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგებთ.
დაგესიზმრათ თელა
მცენარეების ახსნით
ქრისტიანობაში ღირსებას გამოხატავს. მისი სიმაღლე და განზე გაშლილი ტოტები განასახიერებენ ძალის წყაროსა და საყრდენს, რასაც მორწმუნეთათვის წმინდა წერილი წარმოადგენს.
დაგესიზმრათ კვანძი
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ კვანძს უყურებთ, წვრილმანების გამო დიდ მღელვარებას ნიშნავს. სიზმარში კვანძის შეკვრა- ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ადამიანივით მოიქცევით და არასასიამოვნო ადამიანის მოქცევას არ დათანხმდებით.
დაგესიზმრათ ლენტი
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ხედავთ ლენტებს, რომლებიც სხვისი ტანსაცმლიდან ცვივა,- ნიშნავს, რომ მხიარული სასიამოვნო მეგიბრები და პრაქტიკული საჭიროებებისგან თავისუფლება გელოდებათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის თავის თავს ლენტებით ალამაზებს,- ნიშნავს, რომ მას მალე ხელს სთხოვენ; თუმცა თავქარიანობამ შეიძლება შეცდომის დაშვება აიძულოს. თუ მას ლენტებით მორთული სხვა გოგონები ესიზმრება, მას მოწინააღმდეგეები ეყოლება, რომლებსაც მის მომავალ ქმარზე პრეტენზიები აქვთ. თუ გოგონა სიზმარში ლენტებს ყიდულობს, მისი ცხოვრება სასიამოვნო და მსუბუქი იქნება. თუ ის ბრაზდება ან ლენტებით უკმაყოფილოა- ნიშნავს, რომ მალე აღმოაჩენს მოწინააღმდეგეს მისი ახლო მეგობრების წრეში.
დაგესიზმრათ მაქმანი
მილერის მიხედვით
სიზმარი, რომელშიც თქვენი შეყვარებული მაქმანებს ატარებს, თქვენთვის სიყვარულში ერთგულებას და საზოგადოებაში თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას მოასწავებს. თუ ქალი სიზმარში მაქმანებს ხედავს- ის ბედნიერი იქნება: მისი ყველაზე პატივმოყვარე სურვილები ასრულდება და თაყვანისმცემლები მის ნებას დაემორჩილებიან რაიმე წინააღმდეგობის გარეშე. თუ გესიზმრებათ, რომ მაქმანს ყიდულობთ,- დიდ საქმეს ჩაუდგებით სათავეში, მაგრამ თქვენთვის მთავარი სიმდიდრე ერთგული მეგობარი დარჩება. თუ სიზმარში მაქმანს ყიდით- თქვენი სურვილები თქვენს შესაძლებლობებს გადაუსწრებს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც სიზმარში მაქმანებს წნავს, ცოლად სიმპათიურ და შეძლებულ ადამიანს გაყვება. თუ მას ესიზმრება, რომ ის თავის საქორწილო კაბას მაქმანებით რთავს, ის თაყვანისმცემლებს ეყვარება, ისინი მისით მოიხიბლებიან, მაგრამ ის გათხოვებას უნდა დაელოდოს.
დაგესიზმრათ ქსოვა
მილერის მიხედვით
ქალისთვის სიზმარში ქსოვის ნახვა მშვიდ, წყნარ სახლს ნიშნავს, რომელშიც მოსიყვარულე ოჯახის წევრები და დამჯერი ბავშვები ახარებენ და აღაფრთოვანებენ მას. კაცისთვის სიზმარში საქსოვ საამქროში ყოფნა- დაწყებული აყვავების და წარმატებისკენ გზის მომასწავებელია. ახალგაზრდა ქალისთვის ქსოვის ნახვა ნაჩქარევი, მაგრამ წარმატებული გათხოვების ნიშანია; თუ ის ხედავს, რომ საქსოვ მანქანაზე მუშაობს,- ეს ნიშნავს, რომ მალე ღირსეული და ერთგული შეყვარებული ეყოლება. იმის ნახვა, რომ მანქანა, რომელზეც ის მუშაობს, გაფუჭდა, ნიშნავს, რომ საქმეებსა და სიყვარულში უიღბლობა ეწვევა.
დაგესიზმრათ წინდები
მილერის მიხედვით
თუ წინდები გესიზმრებათ- ნიშნავს, რომ თავაშვებული ამხანაგების კომპანია გეყოლებათ. თუ გოგონა სიზმარში შეამჩნევს, რომ მისი წინდები გაიცვითა ან გაიხა,- ეს ნიშნავს, რომ მას დაადანაშაულებენ გარყვნილობაში თუ არა, დაუშვებელ თავქარიანობაში მაინც. თუ მას ესიზმრება, რომ ის ელეგანტურ მოდურ წინდებს იცვამს,- ნიშნავს, რომ მამაკაცების მხრიდან ყურადღება არ მოაკლდება და უფრო ფრთხილად უნდა იყოს. თუ მას ესიზმრება, რომ თეთრი წინდები აქვს ჩაცმული,- იმედგაცრუებას ან ავადმყოფობას უნდა ერიდოს.
დაგესიზმრათ ჭაობი
მილერის მიხედვით
სიზმარში ჭაობზე ან ჭაობიან ადგილებში სიარული ნიშნავს, რომ მალე ცუდ გარემოებაში მოხვდებით. მოჩვენებითი აღმოჩნდება მემკვიდრეობა, რომელსაც ელოდით, და მწვავე იმედგაცრუებას განიცდით სასიყვარულო საქმეებში. თუ ჭაობში სეირნობისას შეგხვდებათ სუფთა გუბეები და მწვანე ორმოები- ეს ნიშნავს, რომ იღბალს არ დაკარგავთ და უფრო ფრთხილი და ყურადღებიანი იქნებით იმ საშიშროებების და ინტრიგების მიმართ, რომლებიც გემუქრებათ. ჭაობში აღმოჩენა- იმის ნიშანია, რომ ვერ ასრულებთ თქვენს მოვალეობას. ჭაობში სხვა ადამიანების ნახვა- ნიშნავს, რომ მალე ახლო ადამიანები იმედს გაგიცრუებენ . ეს სიზმარი შეიძლება ავადმყოფობასაც მოასწავებდეს.
დაგესიზმრათ ჭრილობები
მილერის მიხედვით
სიზმარში ჭრილობების ნახვა- ნიშნავს, რომ ავადმყოფობა დანაკარგს და სულიერ გამოფიტვას მოგიტანთ. ჭრილობის შეხვევა და მასზე კომპრესის დადება ნიშნავს, რომ თქვენი სანუკვარი სურვილები და ოცნებები გარშემომყოფების გასახარებლად ასრულდება. თუ გესიზმრებათ ჩვილი ღრმა, ძვლამდე მისული წყლულით,- ეს ნიშნავს, რომ მტანჯველი და საწყენი მოვლენები თქვენს გეგმებს დაარღვევს, ხოლო თქვენს შვილებს ინფექციური დაავადებები ემუქრებათ. თუ გესიზმრებათ ჭრილობები თქვენს სხეულზე, ეს თქვენი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის აშლილობას მოასწავებს. ეს სიზმარი წინასწარმეტყველებს არა მხოლოდ ავადმყოფობას, არამედ სამსახურში თქვენი საქმეების გაუარესებასაც.
რატომ გვესიზმრება ბაფთა
ცვეტკოვის მიხედვით
მცირე გართულება
რატომ გვესიზმრება გზაჯვარედინი
ცვეტკოვის მიხედვით
კრიზისი საქმეებში, თუ არის მაჩვენებელი- არ ჰკითხო რჩევები
რატომ გვესიზმრება თოკი
ცვეტკოვის მიხედვით
გზა; შეხვევა- მეგობრობისკენ; გახსნა- შეწყვეტილი ურთიერთობები; გახეული- დიდი უბედურება; გრძელი- დღეგრძელობა
რატომ გვესიზმრება კვანძი
ცვეტკოვის მიხედვით
გახსნა- წარმატებული გადაწყვეტილება; გაჭრა- განშორება პირადში; შეკვრა- დამოუკიდებლობა; ბევრი კვანძი- ეჭვიანობა.
რატომ გვესიზმრება კვანძის შეკვრა
ცვეტკოვის მიხედვით
( კაშნზე და ა.შ.)- დიდი ხნის ნანატრს მიიღებ, კისერზე ჰალსტუხის შეკვრა- მაშინვე დაკარგავ შეძენილს; მოვიდა- წავიდა.
რატომ გვესიზმრება ლენტი
ცვეტკოვის მიხედვით
მიჯაჭვულობა; ძალიან გრძელი- ვალები; წვნა- ვინმეს დაუახლოვდები; ლენტა წარწერით- ცუდი ამბავი
რატომ გვესიზმრება მიბმა
ცვეტკოვის მიხედვით
მიგაბეს- ავადმყოფობისკენ; ცუდი ვნება
რატომ გვესიზმრება სიზმარი თოკის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში თოკი სიზმრის მნახველის ბედის ნიშანია. თუ სიზმარში თქვენს ხელებში თოკი გაიხა, რეალობაში თქვენს ცხოვრებას სასიკვდილო საშიშროება ემუქრება, რომელსაც თავიდან აიცილებთ, თუ სიფრთხილესა და წინდახედულებას გამოავლენთ. თოკზე კვანძების შეკვრა- ასეთი სიზმარი აფრთხილებს, რომ არასწორ ადამიანებთან ხართ დაკავშირებული, ამიტომაც დიდ უსიამოვნებებს ელოდეთ. თქვენთვის საუკეთესო სვლაა- ამ ჯგუფთან ურთიერთობების გაწყვეტა. ძალიან გრძელი თოკი დღეგრძელობას მოასწავებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უდარდელი იქნება. ფხიზლად იყავით და ამაოდ არ გარისკოთ, რადგან ასეთი ხანგრძლივი ცხოვრება ადამიანს ტყუილა არ ეძლევა. თოკის ან მასზე მრავალი კვანძის გახსნა- მალე განთავისუფლდებით უღირსი ადამიანის ძალაუფლებისგან, და ეს თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მოვლენა გახდება, რომლის შემდეგაც თქვენს შესაძლებლობებს აღმოაჩენთ და ჩაფიქრებულს განახორციელებთ. თოკით რამის შეკვრა- არ გაქვთ გარშემო ადამიანების ბედში ჩარევის უფლება. ამით უბედურებას მოიზიდავთ. უნდა გადალახოთ სხვების დახმარების თქვენი გულწრფელი სურვილი, რადგანაც ეს თქვენი ბედი არ არის.
რატომ გვესიზმრება სიზმარი კვანძის შესახებ
ვანგას მიხედვით
სიზმარში ამ სიმბოლოს გამოჩენა თქვენთვის პრობლემებს, ცხოვრებისეულ სირთულეებს მოასწავებს. სიზმარში მჭიდრო კვანძი შეკარით- ეს ნიშნავს, რომ რეალობაში თქვენი პრობლემის გადაჭრას სხვისი დახმარების გარეშე ცდილობთ, მაგრამ მხოლოდ მეტად ართულებთ სიტუაციას. სიზმარი, რომელშიც ჭრით კვანძს, მოწმობს იმას, რომ რეალობაში სწორ გზაზე ხართ და ყველა თქვენი ქმედება სწორი და ლაკონურია.
რატომ გვესიზმრება ქსოვა
ცვეტკოვის მიხედვით
მოგზაურობა
რატომ გვესიზმრება ჭანჭრობი
ცვეტკოვის მიხედვით
ჩაძირვა, გითრევს- სერიოზული შეცდომა; ცუდი გავლენა; საქმეების თავის ნებაზე მიშვება
რატომ გვესიზმრება ჭაობი
ცვეტკოვის მიხედვით
ცუდი ნიშანია; ხეტიალი- პირობა; დამპალი ჭაობის ნახვა- სიმდიდრე; დამპალ ჭაობზე სიარული- დაბრკოლება ფულთან დაკავშირებული საქმეების მოწყობაში; წყლის ორმოში- სხვის ჩხუბს მოერიდეთ; მწვანე ორმოებია, მაგრამ წყალი ჟონავს- იმედგაცრუება, უსიამოვნებები, რომლებიც გათხოვებასა და თანაცხოვრებასთან არის დაკავშირებული.
რატომ გვესიზმრება ჰალსტუხი
ცვეტკოვის მიხედვით
გაკეთება- წაგებული საქმე
რატომ გვესიზმრება ჰასტუხი
ცვეტკოვის მიხედვით
დანახვა, არჩევა- ურთიერთობებში ღალატისკენ; ტარება- გარემოებების იძულება
სიზმარში ჩამთრევი ჭაობის ნახვა
ლოფას მიხედვით
ჩვენს მხრებზე ცხოვრებისეული ტვირთის შეგრძნება რამე უჩვეულოს არ წარმოადგენს. ჩამთრევი ჭაობის უნიკალურობა მის მყარ ნიადაგთან მსგავსებაში მდგომარეობს , იმ დროს როცა მისი ნამდვილი ბუნება მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როდესაც უკვე ზედმეტად გვიანია რამის შეცვლა. მეტიც, რეალურ ცხოვრებაში, რაც უფრო მეტ ძალისხმევას დაატანს ადამიანი, როდესაც ჭაობიდან გამოსვლას ცდილობს, მით უფრო მეტად ითრევს ის. ასეთი სიზმრების ახსნისას, აუცილებელია კითხვის დასმა იმის შესახებ, თუ ვინ ან რამ შეგიყვანათ იქ. ამასთან, როდესაც ჭაობში ხართ, ეცადეთ გაიხსენოთ, ზუსტად რაში მდგომარეობდა თქვენი მღელვარება. ხშირად მსგავს სიზმრებში ყველაზე მშფოთავი აზრი ეხება არა შედეგებს, რომლებსაც ჭაობში ჩათრევა იწვევს, არამედ ამ მომენტში განცდილ გარემოებებს.
სიზმრის მნიშვნელობა ბაგირის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმრებში ბაგირი ახლო ადამიანთან მჭიდრო ურთიერთობებს ნიშნავს. სიზმარში ჭერზე ჩამოკიდებული ბაგირის ნახვა- კარგი სექსის წყალობით შეძლებთ რომელიმე პრობლემის გადაჭრას, რომელიც თქვენს პარტნიორთანაა დაკავშირებული. თქვენ გაოცდებით იმ სიახლოვითა და გაგებით, რომელიც დაკარგული გეგონათ. სიზმარში ბაგირზე მოსიარულის ნახვა, რომელიც პროფესიონალურად და ლამაზად ასრულებს თავის ტრიუკს- საკუთარ თავს კარგ შეყვარებულად თვლით, მაგრამ თქვენს პარტნიორს სხვა აზრი აქვს. სცადეთ, განიხილოთ ეს მასთან. ბაგირით ზემოთ ასვლა- მუდმივად გსურთ რაღაც ახალი თქვენს ინტიმურ ცხოვრებაში, ამასთან ისეთ რაღაცებს იგონებთ, რაც თქვენს პარტნიორს აოცებს. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ტრადიციული სექსიც სცადოთ საყვარელ ადამიანთან. მაშინ, შესაძლებელია, თქვენი პრობლემები გადაწყდება. ბაგირიდან ჩამოვარდნა- სექსით ზედმეტად ხართ გატაცებული. რაღაც დროის შემდეგ ხორციელი ვნება იმდენად გბეზრდებათ, რომ უბრალოდ კოცნის შესახებ აზრიც კი ზიზღს იწვევს.
სიზმრის მნიშვნელობა კვანძის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში კაცი კვანძის გახსნას ცდილობს- მან ასე ძალიან არ უნდა ინერვიულოს , თუ ქალთან სასიყვარულო შეხვედრის დროს ყველაფერი არც ისე კარგად წავიდა. ალბათ, ეს არის მღელვარების და დაღლილობის შედეგი. თუ ეს სიზმარი ქალმა ნახა, ნიშნავს, რომ მან მაქსიმალური გამძლეობა უნდა გამოავლინოს და თავისი საყვარლის ყველა კაპრიზი მედგრად გადაიტანოს. სიზმარში კვანძის გაგლეჯა- რთული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევები უშედეგოა, რადგან სუსტი ხართ. შესაძლოა, წარმატების მისაღწევად რაღაცის დაკარგვა მოგიწევთ, თუმცა თქვენი სიმშვიდე და თქვენი ოჯახის კეთილდღეობა ამ მსხვერპლად ღირს.
სიზმრის მნიშვნელობა ჭაობის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ჭაობი, ეს მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში არასწორ ადამიანთან იწყებთ ურთიერთობებს. მის დაჟინებას და სიჯიუტეს ვერ ეწინააღმდეგებით. ამას გარდა, გაშინებთ ის აზრი, რომ მეტი ვერავის ნახავთ.
ჭაობი სიზმარში
ნოსტრადამუსის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ჭაობზე დადიხართ,- პირადი პრობლემების გადაჭრისას მოულოდნელი დაბრკოლება შეგხვდებათ. თუ სიზმარში ჭაობში იძირებით- ნიშნავს, რომ რეალობაში ძლიერ შერყევას განიცდით, რომელიც თქვენი მეგობრების ვერაგობით და ღალატით არის გამოწვეული. სიზმარი, რომელშიც ვინმეს ჭაობიდან გამოსვლაში ეხმარებით, თქვენს გამოუყენებელ შესაძლებლობებს მოწმობს. თუ სიზმარში დაინახეთ ყინულით დაფარული ჭაობი- ჩვენ გარშემო სამყაროს სისუსტეს და მომავალი ცივილიზაციის წინაშე მის დაუცველობას ნიშნავს.