სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ კასრი
მილერის მიხედვით
წყლით სავსე კასრი - ეს სიზმარი თქვენს სახლში სრულ კმაყოფილებას გპირდებათ. ცარიელი კასრი უსიამოვნებებს მოასწავებს; ბედნიერება ცოტა ხნით დაგტოვებთ. სიზმარში გამსკდარი კასრი ოჯახურ გაუგებრობებს მოასწავებს.
დაგესიზმრათ შუშის ქილა
მილერის მიხედვით
ცარიელი ქილების ნახვა გაღარიბებას და სიღარიბეს ნიშნავს. თი ისინი რამით სავსეა- ეს თქვენთვის წარმატებას მოასწავებს. თუ ყიდულობთ ქილებს, თქვენი წარმატება არამდგრადია, და იმედი გაგიცრუვდებათ. დამსხვრეული ქილის ნახვა მძიმე ავადმყოფობას ან ღრმა იმედგაცრუებას მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება კასრი
ცვეტკოვის მიხედვით
ცარიელი- დიდი უსიამოვნებები; სავსე- სიმდიდრე; ნახვრეტებით- ზარალი; ბევრი კასრი- კეთილდღეობა ოჯახში ; ნომრით- მოგება.
სიზმარში ტევადობის ნახვა
მილერის მიხედვით
სიზმარში ტევადობის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი დიდი იმედგაცრუება გელოდებათ. თუ გესიზმრებათ, რომ რამე მოცულობას წყლით ავსებთ, ეს საქმეებში წარმატებას მოასწავებს. ასეთი სიზმარი საქმიანი ადამიანისთვის ბიზნესში წარმატებას მოასწავებს. სიზმარში რამე მოცულობის გარეცხვა უსამართლობას ნიშნავს. შესაძლოა, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. თუ დიდი მოცულობა გესიზმრებათ, რომელიც აგარაკზე გაქვთ, ამ წელს ბედნიერი ცხოვრება გელოდებათ. მატერიალურ პრობლემებს არ განიცდით. ურთიერთობები ახლობლებთან მოგვარდება. რამე მოცულობის შეღებვა ნიშნავს, რომ თქვენთვის საჭირო ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვების მიღწევისკენ მიისწრაფვით. ახალგაზრდა ქალისთვის ასეთი სიზმარი მოასწავებს, რომ ის იბრძვის იმ ადამიანის სიყვარულისთვის, რომელსაც სხვა ქალი ჰყავს.
სიზმრის მნიშვნელობა ცისტერნის შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ცარიელი ცისტერნის ნახვა- ადამიანს, რომელიც მოგეწონათ, სინამდვილეში მიმზიდველი გარეგნობის გარდა არაფერი აქვს . არც სულიერი კუთხით, არც სასიყვარულო ხელოვნების გაგებით , თქვენს ახალ ნაცნობს არანაირი ნიჭი არ აქვს. თუ სიზმარში ნანახი ცისტერნა იყო რამით სავსე , ნიშნავს, რომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ თქვენს სახლს, რადგან ის მიტოვებული გაქვთ. ეს დაუშვებელია, რადგან სახლი რაღაცით ჰგავს აკვარიუმს, რომელშიც თევზები ბინადრობენ: თუ არ შეცვლით წყალს და არ აჭმევთ მათ, ის ჭაობად იქცევა, ხოლო თევზები შიმშილისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობისგან დაიხოცებიან.