სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ თიხა
მილერის მიხედვით
თიხა ფინანსურ გართულებებს მოასწავებს. თუ სიზმარში თიხიან ნაპირზე ორმოს თხრით, რეალობაში ეს ნიშნავს, რომ თქვენი მტრები თქვენზე იერიშის მიტანისთვის მზად არიან. მიწის თხრა და მოულოდნელად თიხის აღმოჩენა თქვენი ახალი საინტერესო წამოწყებისთვის არასასიამოვნო შეფერხებების მომასწავებელია. ქალებისთვის ეს სიზმარი განსაკუთრებით არასასიამოვნოა- შესაძლებელია არასწორი ნაბიჯები, საკუთარი საქციელების არასწორი შეფასება და საბოლოოდ- სიყვარულსა და საქმეებში უიღბლობა.
რატომ გვესიზმრება თიხა
ცვეტკოვის მიხედვით
ახლობლის გარდაცვალება, მემკვიდრეობა
რატომ გვესიზმრება ძერწვა
ცვეტკოვის მიხედვით
ძველი ნაცნობობის აღდგენა
სიზმრის მნიშვნელობა თიხას შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში თიხის ნახვა ნიშნავს, რომ ინტიმურ ცხოვრებაში გაუბედავი და რბილი ხასიათით გამოირჩევით , ამიტომაც თქვენთან ერთად სექსი სიამოვნებას მიანიჭებს მხოლოდ ისეთი რბილი ხასიათის მქონე ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ. სიზმარში თიხის მოზელა ნიშნავს, რომ წარუმატებლად ცდილობთ თქვენი პარტნიორისგან საწოლში აქტიური და უფრო მრავალფეროვანი ქმედებების მიღწევას . ის სულაც არ არის ზარმაცი, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ, უბრალოდ მას არ შეუძლია ასე აქტიურად მოქმედება. შესაძლოა, ის კარგად უნდა "გაახუროთ", და ამიტომაც მისი სტიმულაცია ან ორალურად, ან მანუალურად მოგიწევთ.