სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ თითისტარი
მილერის მიხედვით
სიზმარში თითისტარის ნახვა ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, და თუ მას სწრაფად არ შეასრულებთ, თქვენი ინტერესები დაზარალდება.
დაგესიზმრათ ქარგვა
მილერის მიხედვით
თუ სიზმარში ქარგავთ, მალე რომელიმე საქმეში მიგიღებენ, რომელზეც ოცნებობდით. თუ ეს სიზმარი ახალგაზრდა ქალს ესიზმრება- ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ღირსეული ადამიანი მას სიამაყით თავის ცოლს უწოდებს. ძაფების ნახვა საქმეებში წარმატებას და თქვენს სახლში მშვენიერი ადამიანის გამოჩენას მოასწავებს.
სიზმრის მნიშვნელობა თითისტარის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თითისტარი მამაკაცური ღირსების სიმბოლოს წარმოადგენს, რომელიც ცხოვრებაში ქალური საწყისის მიერ ითრგუნება. ასე, თუ თითისტარი დაესიზმრა კაცს, ნიშნავს, რომ ინტიმურ ურთიერთობებში ის მეორე ადგილს იკავებს და ყველაფერში თავის პარტნიორს ემორჩილება. ის უინიციატივოა როგორც ცხოვრებაში, ისე საწოლში და ერთ პარტნიორთან ურთიერთობებს დიდხანს ვერ ინარჩუნებს, რადგანაც მას ყოველთვის შორდებიან. თუ თითისტარი ქალმა ნახა სიზმარში, ნიშნავს, რომ ინტიმურ ურთიერთობებში ის ბრწყინვალე, გამჭრიახი და ვნებიანია. მისთვის სექსში ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ მას მუდმივი პარტნიორი არ ჰყავს, რადგანაც უფრო გამჭრიახი და დახვეწილი პარტნიორების ძიებით მუდმივად არის დაკავებული.