სიზმრების ახსნა
სიზმარში ტრანსპორტის მოძრაობის ნახვა
ლოფას მიხედვით
თუ სიზმარში მოგზაურობა გიწევთ, სწორედ ტრანსპორტია ძირითადი საშუალება სიზმრის აზრის შესახებ საკითხის გადაჭრისთვის. ტრანსპორტის მოძრაობას აქვს მნიშვნელობა, ასევე იმასაც, თუ ხელს უწყობს თუ აბრკოლებს ის სიზმრის მნახველის დასახული მიზნების მიღწევას. რადგანაც თითქმის ყველას ყოველდღიურად ტრანსპორტით მოძრაობა უწევს, ასეთი სიზმრები ასახავენ იმას, თუ რამდენად ხელს უწყობს ან აბრკოლებს გარემოცვა თქვენი მიზნების მიღწევას. ასეთი სიზმრები მიგვანიშნებს, რომ დასახული მიზნების მისაღწევად მეტი მოთმინება , დაჟინება ან შემოქმედებითი უნარი უნდა გამოვავლინოთ . რა თქმა უნდა, სიზმარი ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ უბრალოდ საცობში გაიჭედეთ მთელი დღე და ეს ერთ-ერთი გზაა დაძაბულობის შესამსუბუქებლად. გახდა თუ არა ტრანსპორტი იმის მიზეზი, რომ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვეთ?