დაგესიზმრათ მანქანა
მილერის მიხედვით
სიზმარში მანქანის ნახვა ნიშნავს, რომ დაიწყებთ პროექტს , რომელიც აგაღელვებთ, მაგრამ შედეგად ის თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. ძველი მანქანის ნახვა იმის ნიშანია, რომ მტრები გაგასწრებენ თქვენს მცდელობებში, რომ თქვენი კეთილდღეობა უზრუნველყოთ. მომუშავე მანქანაში აღმოჩენა ბიზნესში დანაკარგების და უბედურებების ნიშანია ეს სიზმარი, მთლიანობაში, წარუმატებელი გარიგებებისგან ზარალს მოასწავებს. ზოგადად, სიზმარში მოქმედი მექანიზმის ნახვა თქვენთვის ბევრ წამოწყებაში სერიოზულ სირთულეებს მოასწავებს და, ამავდროულად, მეგობრების მხარდაჭერას გპირდებათ. გაფუჭებული მანქანა მეგობრების დაკარგვას მოასწავებს. თუ სახანძრო მანქანა დაგესიზმრათ, ეს თქვენთვის შფოთს და მღელვარებას მოასწავებს, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში სახანძრო მანქანაშია, ის ფრთხილად უნდა იყოს, რათა არასასიამოვნო საქმეში მონაწილეობა თავიდან აირიდოს.
დაგესიზმრათ მანქანის ტარება
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ მანქანას ატარებთ- სიზმარი სხვების მიერ თქვენი საქციელის უსამართლო განსჯას მოასწავებს, რაც სხვებს სასაცილო და სულელური მოეჩვენება. სიზმარში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარება დამამცირებელი და უმადური სამუშაოს ნიშანია, რომელიც კარიერულ წინსვლას არ გპირდებათ. ვაგონის ტარება იმის ნიშანია, რომ შემზღუდავი გარემოებები დიდი ხნით სიღარიბეში გამყოფებთ. თუ მძღოლის კაბინაში ხართ, მაგრამ მატარებელს ვიღაც სხვა ატარებს, რეალობაში , თქვენი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რთული სიტუაციიდან გამოხვალთ. კაცისთვის ეს სიზმარი ქალებთან უპირობო წარმატებას მოასწავებს. ქალისთვის- თავდაჯერებულობას თაყვანისმცემლებთან ურთიერთობაში, ასევე თავშეკავებულ ქცევას .
დაგესიზმრათ ურიკა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ურიკას ატარებთ, თქვენთვის მძიმე სამუშაოს და ბევრ მცირე უიღბლობას მოასწავებს, მაშინ როცა მთელი ძალებით შეეცდებით თქვენი ოჯახის ყველაფრით უზრუნველყოფას. ურიკას ნახვა ცუდ ამბებს ნიშნავს. იმის ნახვა, რომ ურიკას ატარებთ , თქვენთვის ყველა წამოწყებაში დამსახურებულ წარმატებას მოასწავებს. შეყვარებულებისთვის ურიკის ერთად ტარება ერთმანეთის მიმართ ერთგულებას ნიშნავს, მოწინააღმდეგეთა მზაკვრობის მიუხედავად.
რატომ გვესიზმრება გვირაბი
ცვეტკოვის მიხედვით
გვირაბში ხეტიალი- რთული დრო; ქალისთვის- მომთმენი თაყვანისმცემლის უცნაური წინადადება; მიწისქვეშა გადასასვლელები - სირთულეები სიყვარულში
რატომ გვესიზმრება სატვირთო მანქანა
ცვეტკოვის მიხედვით
ფულის მიღების დაყოვნება; დანაკარგები, უცნაური კავშირი
რატომ გვესიზმრება ურიკა
ცვეტკოვის მიხედვით
დატვირთული ურიკა- შენაძენი გადაუხდელობით; ცარიელი- ავადმყოფობა; წასვლა- დაბრკოლებები გაქრება; ცხენებით- კეთილდღეობა; დატვირთული მიდის- საზრუნავი; ცარიელი- სიკვდილი ან საქმეების არასასიამოვნოდ დასრულება.
რატომ გვესიზმრება წასვლა
ცვეტკოვის მიხედვით
ტარება- წარმატება მთავარ საქმეში, გაცნობა (ქალისთვის); ველოსიპედის- გადადებული საქმეები; ქალების კომპანიაში- ტყუილი; ცხენზე ცუდ გზაზე წაბორძიკების გარეშე - დამსახურებული პატივი, პატივისცემა; ეკიპაჟის სახე, რომელთანაც ერთად მიდიხარ - ურთიერთობების ტიპი; მოტოციკლი- პირადი ურთიერთობები; ძრავის ხმა- როგორც მუშაობს, ისე წავა საქმეებიც; ადგილი- დაბრკოლებების ტიპი ან პირიქით- დახმარება, თუ ადგილი ხელს უწყობს; ეტლში- ჭორები.
სიზმარში ავტობუსის ნახვა
ლოფას მიხედვით
ავტობუსი ყველაზე მოხერხებული გადაადგილების საშუალება არ არის. მართლაც, ავტობუსის გაჩერებები ძალიან ვიწროა, მაგრამ, ისინი წარმოადგენს იმ ადგილს, სადაც გადაიკვეთება ადამიანების გზები სხვადასხვა ფენიდან. ავტობუსით მგზავრობა, როგორც წესი, ხანგრძლივია, მაგრამ, ამავდროულად, ის იძლევა საშუალებას, რომ დავათვალიეროთ ქალაქი და მიდამო. თუ გესიზმრებათ, რომ ავტობუსით მგზავრობთ, ნიშნავს, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით საკუთარ თავს უფრო მოხერხებული ტრანსპორტის საშუალებას არ აძლევთ. მაგრამ ავტობუსით მგზავრობასაც თავისი ხიბლი აქვს. ეს განსაკუთრებით გამოვლინდება შორს მიმავალ ავტობუსებში, სადაც მგზავრები ერთმანეთს უახლოვდებიან. შეხედეთ, ვინ მგზავრობს თქვენთან ერთად და როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ადამიანებთან. შესაძლოა, ერთგულ მეგობრებთან ერთად ხართ და საერთო ინტერესები გაერთიანებთ. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია იპოვოთ რამე კავშირი ამ ადამიანებსა და იმ ადგილებს შორის, რომლებსაც გადიხართ .
სიზმრის მნიშვნელობა ავტობუსის შესახებ
ფროიდის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ, რომ ავტობუსს ელოდებით, ეს მოწმობს იმას, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენს მეორე ნახევარს ელოდებით. თქვენი ცხოვრება არასრულფასოვანია სექსუალური ურთიერთობების გარეშე. სიზმარში ავტობუსში ასვლა - სიზმარი არის იმის სიგნალი, რომ რეალურ ცხოვრებაში გაქვთ ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც თქვენთვის შეუსაბამოს თვლით. უბრალოდ იმასთან დაიწყეთ ურთიერთობა, ვინც პირველივე შეგხვდათ. მარტოობა გთრგუნავდათ, და ამიტომაც მასთან გამკლავება ასეთი გზით გადაწყვიტეთ. თუ სიზმარში ავტობუსით მგზავრობდით , რეალურ ცხოვრებაში პარტნიორისგან იმაზე მეტს ელოდებით, ვიდრე მას მიცემა შეუძლია. ნუ გამოხატავთ უკმაყოფილებას, თუ არ გინდათ, რომ თქვენი ურთიერთობა გაწყდეს. სექსზე, ცხადია, ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ არა ყველაფერი. საწოლში ადამიანები მთელ ცხოვრებას ხომ არ ატარებენ .
სიზმრის მნიშვნელობა ურიკას შესახებ
ფროიდის მიხედვით
სიზმარში ურიკით წასვლა - წარსულის ნოსტალგიას იგრძნობთ , იმ დროში დაბრუნება მოგინდებათ, სადა ყველაფერი, როგორც გეჩვენებათ, სხვანაირად იყო, სადაც სასურველი იქნებით და სხვას ეყვარებით. ნუ მიენდობით ამ გრძნობას- წარსულს ზედმეტად იდეალურს ხდით. ჯობია, საკუთარი თავისთვის ნოსტალგიური საღამო მოაწყოთ, რათა იგრძნოთ, რომ ყველაფერი ისეა, "როგორც ადრე". თუ სიზმარში ურიკა დგას და თანაც, ის გატეხილია, მოულოდნელ გარემოებას ელოდეთ, რომელმაც შეიძლება მომავალ დასვენებასთან დაკავშირებული გეგმები ჩაგიშალოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ არ გამოგივათ ის, რისი იმედიც დიდი ხანია გქონდათ. სიზმარში გატეხილი ურიკას გაკეთება- პარტნიორთან თქვენს ურთიერთობებში ბზარი გაჩნდა, და ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებთ. მალე მოხდება რაღაც, რაც გაიძულებთ, რომ სიტუაციას სხვანაირად შეხედოთ.