სიზმრების ახსნა
დაგესიზმრათ თვალი
მილერის მიხედვით
თვალის ნახვა არის გაფრთხილება თქვენი მტრების ცილისწამების შესახებ, რომლებიც თითოეულ თქვენს ნაბიჯს აკვირდებიან, რათა საქმე გაგიფუჭონ. შეყვარებულებისთვის ეს სიზმარი ფარულ მოწინააღმდეგეს მოასწავებს. ყავისფერი თვალები ვერაგობის, ეშმაკობის ნიშანია. ცისფერი თვალების მზერა, რომელიც თქვენზეა მიმართული, თქვენთვის უიღბლობას მოასწავებს, რომლის მიზეზიც თქვენი ზედმეტი სიმხდალე გახდება. ნაცრისფერი თვალები არის გაფრთხილება მლიქვნელი ადამიანის შესახებ. თუ სიზმარში თვალები გაღიზიანებული გაქვთ ან თვალს კარგავთ, რეალობაში მღელვარე მოვლენებს ელოდეთ. ცუდია ის სიზმარი, რომელშიც ერთთვალიანი ადამიანი გამოჩნდება- ის უბედურებას მოასწავებს.
დაგესიზმრათ სახე
მილერის მიხედვით
სიზმარში მშვენიერი ღია სახის ნახვა უბრალო გამოხედვით ნიშნავს, რომ შიშის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა გართობაში. მაგრამ უშნო, დაღვრემილი და გაბრაზებული სახე არასასურველ მოვლენებს მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი სახის მშვენიერი ფერით ტკბებით, ეს მოასწავებს იღბალს, მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო მოვლენებს . ცუდი სახის ფერი იმედგაცრუებას მოასწავებს. სიზმარში მსხვილი უშნო ტუჩების ნახვა ვინმეს სახეზე ნაჩქარევ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს ნიშნავს. სასიამოვნო მომღიმარე სავსე ტუჩები მოასწავებს ჰარმონიას ურთიერთობებში და ბარაქას სახლში. შეყვარებულებისთვის ასეთი სიზმარი ორმხრივობას მოასწავებს. წვრილი ტუჩები ნიშნავს, რომ მოსალოდნელ რთულ სიტუაციას მარტივად დაეუფლებით. გაღიზიანებული და გასიებული ტუჩები არის მომავალი არაჯანსაღი სურვილების, დანაკარგებისა და რომელიმე ნაცნობის ავადმყოფობის ნიშანი. სიზმარში თქვენს ირგვლივ ბედნიერი სახეები ძალიან კარგი სიზმარია, მაგრამ დაღვრემილი სახეები- მომავალ მღელვარებას ნიშნავს. ცუდია ის სიზმარი, რომელშიც საკუთარ ან უცნობი ადამიანის სახეს ხედავთ,- ის უბედურებას მოასწავებს. სარკეში თავისი სახის ნახვა საკუთარი თავით უკმაყოფილების ნიშანია ორგანიზებისა და განზრახულის დასრულების უუნარობის გამო.
დაგესიზმრათ სიელმე
მილერის მიხედვით
თუ დაგესიზმრათ ელამი ადამიანები, ნიშნავს, რომ მალე არასასიამოვნო ადამიანები გაგაღიზიანებენ. თუ კაცს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ან ნაცნობი მას ირიბად უყურებს, ეს ნიშნავს, რომ ქალებით ზედმეტი გატაცება დანაკარგით იმუქრება. თუ გოგონას ესიზმრება მსგავსი სიზმარი კაცების შესახებ, მას კარგი რეპუტაციის დაკარგვა ემუქრება.
დაგესიზმრათ შუბლი
მილერის მიხედვით
სიზმარში ლამაზი გლუვი შუბლის ნახვა რეპუტაციის გამყარებას მოასწავებს, რასაც თქვენი გონივრულობა და სამართლიანობისკენ სწრაფვა ხელს შეუწყობს. უშნო შუბლი საკუთარი თავით უკმაყოფილებას მოასწავებს: პირადი საქმეები დროებით გაუარესდება. თუ სიზმარში ბავშვის შუბლს მოეფერეთ- რეალობაში თქვენი ღირსეული საქციელი სხვების ქებას გამოიწვევს. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში თავის მეგობარს შუბლში აკოცებს, ეს ნიშნავს, რომ მალე ისინი ცოტა ხნით ჭორების გამო იჩხუბებენ.
დაგესიზმრათ ცხვირი
მილერის მიხედვით
სიზმარში საკუთარი ცხვირის ნახვა ნიშნავს, რომ ხასიათის სიმტკიცეს გამოავლენთ და გააცნობიერებთ, რომ თქვენ მიერ არჩეული ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. თუ სიზმარში თქვენი ცხვირი ზედმეტად პატარა გეჩვენებათ, საქმეებში წარუმატებლობა გელოდებათ. თმა, რომელიც ცხვირზე იზრდება, არაჩვეულებრივ საქმეებს ნიშნავს, რომლებიც შესაძლებელი გახდა თქვენი ხასიათის სიმტკიცის და ნებისმყოფის წყალობით. თუ სიზმარში ნახეთ, რომ ცხვირიდან სისხლი მოგდით, ეს არის უბედურების ნიშანი ყველასთვის, ვინც ამ სიზმარს ნახულობს.
დაგესიზმრათ წარბები
მილერის მიხედვით
სიზმარში ვინმეს წარბების ნახვა ნიშნავს, რომ მოულოდნელი შეფერხებები თქვენს გზაზე დადგება.
რატომ გვესიზმრება სახე
ცვეტკოვის მიხედვით
მდგომარეობა, სტატუსი; სახე არ არის- დამცირება ან წაგება; სხეულის გარეშე, ფანჯარაში და თავის ირგვლივ ნახვა - საკმაოდ დიდი ცვლილებები კარგი დასასრულით; სახის დაბანა- სინანული; დაფარვა- ცუდი ამბები; წყალში ნახვა- სიკვდილი; შუშაზე- უძლურება, ჩიხი საქმეებში; საკუთარ სახეს უყურებთ- ფიქრი პირადის შესახებ; დაშორება; უშნო სახე- კამათი საყვარელთან; საყვარლის დაბერებული სახის ნახვა - დაშორება, გაწყვეტა, სინანული, ან ვინმე წარსულიდან; საკუთარი სახეა დაბერებული- ცხოვრებაში წარსულს ნიშნავს; შენი დიდი სახე- ცუდი რეპუტაცია, პატივმოყვარეობა; რამით დაფარული- იმის სიკვდილი, ვისი სახეცაა. შენი დიდი სახე ჰაერში დაფრინავს- ცვლილებები მძინარის გამო; განქორწინება; ჭრილობები, წყლულები სახეზე- ჭორები, საფრთხე რეპუტაციისთვის; თუ ხედავ სარკეში (ჭრილობებით)- უკანონო ბავშვი; ჭრილობების მიღება ( განსაკუთრებით სისხლით)- კეთილი საქმე ტკივილის მიმყენებლისგან.
რატომ გვესიზმრება ქუთუთოები
ცვეტკოვის მიხედვით
უბედურება ახლობლებს შორის
რატომ გვესიზმრება შუბლი
ცვეტკოვის მიხედვით
საკუთარი- ცრუ იმედი; ნაოჭებიანი- საზრუნავისგან გათავისუფლება; სხვისი გლუვი- სასიყვარულო კავშირი.
რატომ გვესიზმრება ჩინელი
ცვეტკოვის მიხედვით
ყოფაცხოვრების მოწყობა; საზრუნავის მოგვარება
რატომ გვესიზმრება ცხვირი
ცვეტკოვის მიხედვით
დიდი- მფარველობა და სიმდიდრე; პატარა- უსამართლობა; დაკარგვა- განქორწინება, სიკვდილი; ცხვირზე ხელის მოკიდება- წარმატება სიყვარულში; გასიებული- მავნე სიმდიდრე; გაჭედილი ცხვირი- ტყუილი, ჭორები, ახლობლების გაქურდვა; პოლიტიკოსისთვის- ხელქვეითების ღალატი.
რატომ გვესიზმრება წამწამები
ცვეტკოვის მიხედვით
გრძელი- ბედნიერება ინტიმურში; არ არის- ღალატი; ხელოვნური- სხვისი საიდუმლო; თუ წამწამი ჩამოგივარდათ- სურვილის ასრულება
რატომ გვესიზმრება წარბები
ცვეტკოვის მიხედვით
მომგებიანი საქმე; იშვიათი, ცვივა- ტყუილი პირადში; სქელი- წარმატება; ლამაზი, სქელი- სახელის განთქმა.