დაგესიზმრათ ვალი
მილერის მიხედვით
სიზმარში ვალების ნახვა ცუდი ნიშანია, ასეთი სიზმარი სასიყვარულო საქმეებში უიღბლობასა და ქონებრივი უკმარისობის გამო ბრძოლას წინასწარმეტყველებს. მაგრამ თუ ვალთან დაკავშირებულ ყველა მოვალეობას შეასრულებთ , რეალობაში თქვენი საქმეები გაუმჯობესდება.
დაგესიზმრათ სესხი
მილერის მიხედვით
სესხება- დანაკარგის და დახმარების არარსებობის ნიშანია. ბანკირისთვის სიზმარში იმის ნახვა, რომ ის ფულს სხვა ბანკში სესხულობს, მოასწავებს იმას, რომ მის ბანკში სესხების დაბრუნების მოთხოვნების ნაკადი მის სრულ გაკოტრებამდე მიიყვანს, თუ ის ამ გაფრთხილებას არ მოუსმენს. თუ ვინმე თქვენგან სესხულობს ფულს, მიიღებთ დახმარებას, როდესაც ის დაგჭირდებათ. ნამდვილი მეგობრები გეწვევიან.
დაგესიზმრათ ფულის მიცემა
მილერის მიხედვით
სიზმარში იმის ნახვა, რომ ფული ასესხეთ, მოასწავებს სირთულეებს ფინანსური ანგარიშების გადახდისას ან სხვა უსიამოვნებებს. ნივთების მიცემა თქვენთვის მოასწავებს, რომ სხვა ადამიანებს დიდსულოვნად დაეხმარებით და ამგვარად, თვითგაუმჯობესების აუცილებლობის აზრამდე მიხვალთ. თუ სიზმარში ნივთების მიცემაზე უარს ამბობთ , სიზმარი მოასწავებს, რომ თქვენში უდიდესი ინტერესი გაიღვიძებს საკუთარი საქმეების მიმართ , რომელთა მართვაც თქვენ მიმართ გარშემომყოფების პატივისცემას გამოიწვევს . თუ ვინმე ფულის სესხებას ან ნივთების მიცემას გთავაზობთ- ეს სიზმარი მყარი მეგობრობის დაწყების მომასწავებელია.
დაგესიზმრათ ქმარი
მილერის მიხედვით
თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი ქმარი უმიზეზოდ გტოვებთ, სიზმარი თქვენ შორის ხანმოკლე დაშორებას მოასწავებს, რომელიც შემდეგ თანხმობით შეიცვლება. ძალიან კარგია სიზმარი თავის მეუღლესთან კამათის შესახებ, რომელშიც ის დაუმსახურებლად გაბრალებთ: ეს ნიშნავს ნდობას და პატივისცემას რეალურ ცხოვრებაში. თუმცა, ასეთი სიზმარი შეიძლება მოასწავებდეს საფრთხის მუქარას სულ სხვა მხრიდან. თუ თქვენს ქმარს მკვდარს ხედავთ- ეს დიდ უბედურებას მოასწავებს. თუ გესიზმრებათ, რომ ის ფერმკრთალი და დაღლილია, ეს თქვენი ახლობლების წრეში ავადმყოფობებს მოასწავებს. სამაგიეროდ, თუ თქვენს სიზმრებში ქმარი სიცოცხლით სავსეა- თქვენს სახლს ბარაქა ელოდება და ცხოვრება თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენს მეუღლეს სხვა უყვარს, ეს სიზმარი გიბიძგებთ იმისკენ, რომ თქვენი სახლის ჩვეულს წყობას კრიტიკულად გადახედოთ: ხომ არ არის თქვენი ცხოვრება ერთფეროვანი? ქალისთვის იმის ნახვა, რომ მის ქმარს სხვა შეუყვარდა- სიზმარი მის სულიერ მდგომარეობას ასახავს: ის მარტოდ გრძნობს თავს ოჯახში ან თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. თუ გოგონას ესიზმრება, რომ ის გათხოვილია, ეს სიზმარი მას საკუთარ მიმზიდველობასა და ღირსებაზე მეტი ზრუნვისკენ მოუწოდებს. თუ სიზმარში ქმარი თქვენგან სხვაგან მიდის, მაგრამ, დაშორებისას, ის თითქოს უფრო მაღალი ხდება- ეს იმის ნიშანია, რომ თქვენი გარემოცვა ურთიერთობებში ჰარმონიის მიღწევას შეეწინააღმდეგება. დაშორების ან სხვა დანაკარგების საფრთხეს შეიცავს სიზმარი, რომელშიც თქვენი მეუღლე სხვა ქალთან ერთად სკანდალში მონაწილეობს, რომლის შედეგადაც მას მოკლავენ. ასეთი სიზმარი ხშირად ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ უსიამოვნებებსაც მოასწავებს.
რატომ გვესიზმრება გათხოვება
ცვეტკოვის მიხედვით
გათხოვება- გოგონასთვის- გამოუვალი მდგომარეობა; უშვილოსთვის- ქმართან დაშორება; ქალიშვილის გათხოვება, თუ ის გყავთ; ორსულისთვის- გოგოს გაჩენა; საქმიანისთვის- მომგებიანი კონტრაქტი.
რატომ გვესიზმრება ვალი
ცვეტკოვის მიხედვით
დაბრუნება- გამოკეთება; გადახდა- ანგარიშსწორება; გათავისუფლება ან გამოჯანრთელება ( ავადმყოფებისთვის); შენ გიხდიან- თავი აარიდე დამოკიდებულებას ან შურს.
რატომ გვესიზმრება ფულის მიცემა
ცვეტკოვის მიხედვით
(ფულის ან ნივთების)- უსიამოვნებები ან ავადმყოფობები; ვინმესთვის- დაცულობა; მკვდრისთვის- მოულოდნელი საჩუქარი; მოგება უიმედო საქმეში; ვალს ითხოვენ- საფრთხე; ავადმყოფებისთვის- გაუარესება; უცნობისთვოს- მღელვარება და საზრუნავი; ტანსაცმლის- ავადმყოფობა და უსიამოვნებები სამსახურში; თვითონ სესხულობ - მარცხი, შეცდომა.
რატომ გვესიზმრება ქმარი
ცვეტკოვის მიხედვით
(ცოლის სიზმარში)- ოჯახური ცხოვრება; ურთიერთობები ბავშვებთან, ბავშვები; ცოლს ეკამათება- ცოლის ავადმყოფობა; ცოლს სცემს- თანხმობა; (გარდაცვლილი ან ყოფილი)- ყოფილი ურთიერთობების დაბრუნება; დაშორება მასთან, ვინც ახლა ახლოსაა; ცოლს ეჩხუბება- შერიგება; ჩხუბობენ- ერთ-ერთი მეუღლის ავადმყოფობა; ძალიან ალერსიანი- ოჯახში უთანხმოებები ( ცოლისთვის); ცოლ-ქმარი ნადიმობს- დაშორება; ცოლის ჩახუტება- სიხარული საქმეებში; ცოლთან შეერთება- სხვისი გავლენა საქმეებში; ცოლი ეხუტება ქმარს- სასიხარულო ამბები ან მოვლენები; ცოლი დალევის უფლებას აძლევს- ბედნიერება; ერთად მოგზაურობენ- ქონების დაკარგვა.
ქმარი
აიურვედას მიხედვით
თქვენი სურვილი არ ასრულდება. თუ გესიზმრებათ, რომ სხვისი ქმარი შეგიყვარდათ, ეს იმის ნიშანია, რომ მანკიერი ხდებით.